ფაქტმონიტორის თითოეული თანამშრომელი აღიარებს რა ფაქტმონიტორსა და მას შორის დადებულ შეთანხმებას, საქართველოს კონსტიტუციას, საქართველოს შიდა კანონმდებლობასა და საერთაშორისო კონვენციებს, მათ შორის ფაქტების გადამოწმების ევროპული ქსელის კოდექის პრინციპებს, დამატებით ვთანხმდებით შემდეგზე:
- ორგანიზაციის წევრების საქმიანობა და სტატუსი აგებულია პარიტეტულ პრინციპებზე და მიუხედავად მათი რანგირებისა ზემოაღნიშნული წესები შესასრულებლად თანაბრად სავალდებულოა ორგანიზაციის ყველა წევრისთვის.
- დაუშვებელია ფაქტმონიტორის რომელიმე თანამშრომელი დამატებით დასაქმებული იყოს ისეთ საჯარო თუ კერძო ორგანიზაციაში, საჯარო პოლიტიკურ ან/და კერძო პირთან, რაც წარმოშობს ინტერესთა კონფლიქტს და ეწინააღმდეგება ფაქტმონიტორის საქმიანობის განხორციელებას ან/და კონკურენციაში მოდის მის საქმიანობასთან, პრინციპებთან, მიზნებთან.
- დაუშვებელია ფაქტმონიტორის რომელიმე წევრმა მიიღოს საჩუქარი ან/და გარე დაფინანსება იმ პირისგან ვისგანაც მსგავსი წახალისების მიღებას კრძალავს ორგანიზაციის სარედაქციო კოდექსი, ფაქტების გადამოწმების ევროპული ქსელის კოდექის პრინციპები. ასევე, დაუშვებელია ნებისმიერი საჩუქრის თუ სარგებლის მიღება პროფესიული მომსახურების განხორციელების კონტექსტში.
- ფაქტმონიტორის თითოეული თანამშრომელი არის დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი საქმიანობაში. თითოეულ მათგანის ვალდებულებაა მკაცრად დაიცვას კონფიდენციაულურობის პოლიტიკა და პერსონალური მონაცემები. დაემორჩილოს საქართველოს კონსტიტუციას, პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონს, საერთაშორისო რეგულაციებს, ფაქტების გადამოწმების ევროპული ქსელის კოდექის პრინციპებს და იმოქმედოს აღნიშნული წესების, რეგულაციების, სტანდარტების შესაბამისად.
- ორგანიზაციის თითოეული წევრი ვალდებულია რაიმე საფრთხის ან მოსყიდვის ფაქტის გამოვლენის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ორგანიზაციის სარედაქციო საბჭოს და მიმართოს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისთვის.
- თუ ორგანიზაციის რომელიმე წევრი დაარღვევს მასზე დაკისრებულ რომელიმე ვალდებულებას მაინც მას დაეკისრება შემდეგი სანქციები: იგი გარიცხული იქნება ორგანიზაციიდან და დაეკისრება ფაქტობრივად მიყენებული ფინანსური თუ სხვაგვარი ზიანის ანაზღაურება. რის მისაღწევადაც ორგანიზაცია უფლებამოსილია უჩივლოს მას საქართველოს საერთო სასამართლოების სისტემაში, ასევე, დანაშაულის ნიშნების არსებობის შემთხვევაში დამატებით მიმართოს საქართველოს სამართალდამცავ ორგანოებს შესაბამისი რეაგირებისთვის. მსგავს გადაწყვეტილებას იღებს ორგანიზაციის სარედაქციო საბჭო, ასეთი პირის ხმის უფლებით მონაწილეობის გარეშე.