...

“რუსული კანონის” ქართული პერსპექტივები

რუსული კანონის ქართული პერსპექტივები

 

უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ ახალი კანონპროექტის აქტუალობიდან გამომდინარე, ფაქტმონიტორმა სიღრმისეულად გამოიკვლია ქართულ პოლიტიკურ ველზე კანონის მიღების და არმიღების თაობაზე არსებული აზრთა სხვადასხვაობა, თუმცა ჩვენი გუნდის მიერ ვერ იქნა მოძიებული როგორც სახელისუფლო, ისე ოპოზიციური ფრთის მიერ წარმოდგენილი სიღრმისეული მსჯელობა აღნიშნულ კანონთან დაკავშირებით.

ფაქტმონიტორი გთავაზობთ როგორც ძველი ისე ახალი კანონპროექტების და რუსეთის ფედერაციის ე.წ. „აგენტების კანონის“ საკვანძო ასპექტებს. აღნიშნული საშუალებას მისცემს მკითხველს სამართლებრივი დოკუმენტების შინაარსი თავად განსაჯოს.

 

წინათქმა

 „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონპროექტი 11 მუხლისგან შედგება, სადაც გაწერილია როგორც სუბიექტთა წრე, ისე ვალდებულებისა თუ პასუხისმგებლობის საკითხი. განვიხილოთ თითოეული მათგანი (შენიშვნა: ყველგან, სადაც ნახსენები იქნება ტერმინი „კანონი“, მოაზრებული იქნება განსახილველი „კანონპროექტი“), ამასთან, ახალ კანონთან ერთად პარალელურად განვიხილოთ საქართველოს პარლამენტში 2023 წლის 14 თებერვალს დაინიცირებული „უცხოური გავლენის გამჭირვალობის შესახებ“ ძველი კანონპროექტი (შემდგომში ქვემოთ მოხსენიებული, როგორც „ძველი კანონპროექტი”) და რუსეთის ფედერაციაში მოქმედი „უცხოური გავლენის ქვეშ მყოფ პირთა საქმიანობის კონტროლის შესახებ“ ფედერალური კანონი (შემდგომში ქვემოთ მოხსენიებული, როგორც „რუსული კანონი“).

 

„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საქართველოს კანონის კანონპროექტი

 

რა არის კანონის მიზანი და მოქმედების სფერო? პასუხი მარტივია: უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფა, რომლის ფარგლებშიც, შესაბამის სუბიექტებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაცია მოუწევს. ხაზგასასმელია, რომ კანონი არ ზღუდავს შესაბამის სუბიექტთა საქმიანობას.

 

ვისზე ვრცელდება კანონი? სუბიექტთა წრე, რომლებსაც ვალდებულება ეკისრებათ კანონით საფუძველზე, მკაფიოდაა გაწერილი. კერძოდ, ესენია:

 

·               არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი (გამონაკლისები იხ. ქვევით), რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა;

·               „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული ისეთი მაუწყებელი, რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა (გამონაკლისები იხ. ქვევით);

·               ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს საქართველოში მოქმედ მასობრივი ინფორმაციის ბეჭდურ საშუალებას და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა (გამონაკლისია, თუ შემოსავალი 20%-ს რეკლამის გათვალისწინებით აღემატება);

·               ისეთი იურიდიული პირი, რომელიც ერთპიროვნულად ან სხვასთან ერთად ფლობს ან/და იყენებს მასობრივი ინფორმაციის საქართველოს სახელმწიფო ენაზე გამავრცელებელი ინტერნეტსაშუალებისთვის განკუთვნილ ინტერნეტდომენს ან/და ინტერნეტჰოსტინგს და რომლის მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული მთლიანი შემოსავლის იმ 20%-ზე მეტის წყარო უცხოური ძალაა (გამონაკლისს ასევე წარმოადგენს რეკლამიდან მიღებული შემოსავალი).

 

ვისზე არ ვრცელდება კანონი? ა) კომერციულ იურიდიულ პირებზე, გარდა ზემოთ მოცემული ჩამონათვალისა/წინაპირობისა. მაგალითად, შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაზე, თუ მისი საქმიანობა არაა დაკავშირებული მედიის სფეროსთან; ბ) არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, რომელიც არ არის „სპორტის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული საქართველოს ეროვნული სპორტული ფედერაცია ან „ადამიანის სისხლისა და მისი კომპონენტების ხარისხისა და უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სისხლის დაწესებულება; გ) მაუწყებელი, რომლის შემოსავლის 20%-ში არ შედის სამეწარმეო საზოგადოების ან ინდივიდუალური მეწარმის მიერ „მაუწყებლობის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად აღნიშნულ მაუწყებელში განთავსებული სპონსორობიდან, ტელე-შოპინგიდან ან კომერციული რეკლამიდან მიღებული შემოსავალი; დ) ნებისმიერი ფიზიკური პირი.

 

როგორაა განმარტებული ტერმინი „შემოსავალი“? მასში იგულისხმება ფულადი თანხა და ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთე (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთი). იმ შემოსავლის ღირებულება, რომელიც არ არის ფულადი თანხა, ამ მუხლის მიზნებისთვის მისი საბაზრო ფასით გამოითვლება.

 

როგორ განიმარტება „შემოსავლის მიღება“? ფულადი თანხის გადაცემა, ან ქონებრივი ღირებულების სხვა სახის მატერიალური სიკეთის (ნებისმიერი მოძრავი ან უძრავი ნივთის) მესაკუთრედ ან მოსარგებლედ გახდომა. შემოსავლის მიღება შეიძლება მოხდეს როგორც პირდაპირ, ისე არაპირდაპირ.

 

ვინ/რა შეიძლება მოაზრებულ იქნეს „უცხოურ ძალად“? კანონი ამ მხრივ ოთხ ასპექტს გამოყოფს: ა) უცხო სახელმწიფოს ხელისუფლების სისტემის შემადგენელი სუბიექტი; ბ) ფიზიკური პირი, რომელიც არ არის საქართველოს მოქალაქე; გ) იურიდიული პირი, რომელიც არ არის დაფუძნებული საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე; დ) ისეთი ორგანიზაციული წარმონაქმნი (მათ შორის, ფონდი, ასოციაცია, კორპორაცია, კავშირი, სხვა სახის ორგანიზაცია) ან პირთა სხვა სახის გაერთიანება, რომელიც დაფუძნებულია უცხო სახელმწიფოს სამართლის ან/და საერთაშორისო სამართლის საფუძველზე. მაგალითად, „უცხოურ ძალად“ არ მიიჩნევა იურიდიული პირი, რომელიც საქართველოშია რეგისტრირებული.

 

სუბიექტის უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის საკითხი − სუბიექტი შესაბამისი კრიტერიუმების დაკმაყოფილების წლის მომდევნო კალენდარული წლის იანვრის თვის განმავლობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით (მატერიალური ფორმით) მიმართავს საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს – საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს (შემდგომ სააგენტო) განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე. სუბიექტი ვალდებულია, რომ წარადგინოს საფინანსო დეკლარაციაც.

 

წარდგენილი ინფორმაციის საჯაროობა − ნებისმიერი ინფორმაცია, რასაც სუბიექტი წარადგენს, არის საჯარო. შესაბამისად, მოხდება მისი გამოქვეყნება და ხელმისაწვდომი იქნება ყველა მსურველისთვის.

 

ყოველწლიური საფინანსო დეკლარაცია − იგი წარდგენილ უნდა იქნეს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად რეგისტრაციის წლის ყოველი შემდგომი წლის იანვრის თვეში ელექტრონულად.

 

რამდენად შესაძლებელია რეგისტრაციის გაუქმება? დასაშვებია, თუ სუბიექტი (წინა კალენდარული წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით) აღარ აკმაყოფილებს იმ წინაპირობებს, რაც კანონში მკაფიოდაა გათვალისწინებული. ასეთ შემთხვევაში, იგი მიმართავს შესაბამის უწყებას და აყენებს მოთხოვნას გაუქმების თაობაზე.

 

როგორ წესრიგდება მონიტორინგის საკითხი? მონიტორინგს ახორციელებს საქართველოს იუსტიციის სამინისტრო. მონიტორინგის დაწყების საფუძველია:  ა) საქართველოს იუსტიციის სამინისტროს შესაბამისი უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილება; ბ) საქართველოს იუსტიციის სამინისტროსთვის წარდგენილი წერილობითი განცხადება, რომელიც შეიცავს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ კონკრეტულ ორგანიზაციასთან დაკავშირებულ სათანადო მინიშნებას.

 

რა პასუხისმგებლობას ითვალისწინებს კანონი? რეგისტრაციისთვის თავის არიდება ან საფინანსო დეკლარაციის წარუდგენლობა გამოიწვევს სუბიექტის დაჯარიმებას 25 000 ლარის ოდენობით. იმ შემთხვევაში, თუ არ შესრულდა ცალკეული ვალდებულებები (მაგალითად, ხარვეზის აღმოფხვრა), მაშინ სუბიექტი დაჯარიმდება 10 000 ლარით, ხოლო, თუ ანალოგიურ ქმედებას ადგილი ექნა ადმინისტრაციული სახდელის დადებიდან 1 თვის შემდეგ, მაშინ სუბიექტი დაჯარიმდება 20 000 ლარით.

 

როდიდან ამოქმედდება კანონი? კანონი ამოქმედდება გამოქვეყნებისთანავე, ხოლო, 2023 წელთან დაკავშირებული ინფორმაციის წარდგენის ნაწილში, გამოქვეყნებიდან მე-60 დღეს.

 

რამდენად ეხება კანონი 2023 წელს და მაშასადამე, რამდენად ითვალისწინებს იგი სუბიექტთა მხრიდან ინფორმაციის წარდგენის ვალდებულებას 2024 წელს? კანონის გარდამავალი დებულების გათვალისწინებით, სუბიექტი, რომელიც 2023 წლის მონაცემების (გარემოებების) მიხედვით აკმაყოფილებს უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელი ორგანიზაციის კრიტერიუმებს, ვალდებულია, ამ კანონის (შესაბამისი დათქმის) ამოქმედებიდან 1 თვის ვადაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის იუსტიციის სახლის მეშვეობით წერილობით (მატერიალური ფორმით) მიმართოს სააგენტოს განცხადებით უცხოური ძალის ინტერესების გამტარებელ ორგანიზაციად დარეგისტრირების თაობაზე. ეს ნიშნავს, რომ სუბიექტებს 2024 წელსაც წარმოეშობათ ვალდებულება, გაიარონ რეგისტრაცია 2023 წელს მიღებული შემოსავლებისთვის.

 

„ძველი კანონპროექტი“

 უცხოური გავლენის გამჭვირვალობის უზრუნველყოფის მიზნით აწესრიგებს სუბიექტის უცხოური გავლენის აგენტად რეგისტრაციასა და უცხოური გავლენის აგენტის საქმიანობის გამჭვირვალობასთან დაკავშირებულ სხვა საკითხებს. აღსანიშნავია, რომ „ძველი კანონპროექტი“ ყველა შესაბამის სუბიექტს ანიჭებდა უცხოური გავლენის აგენტის სტატუსს და ამავე სტატუსით არეგისტრირებდა შესაბამის რეესტრში. „ძველი კანონპროექტი“, ასევე, არ ითვალისწინებდა აგენტები საქმიანობის შეზღუდვას.

 

 „ძველ კანონპროექტში“ სუბიექტებთან მიმართებით არსებითი სხვაობა არ გვხვდება. ჩამოთვლილ სუბიექტთა წრე ისეთივეა, როგორც ახალ „კანონში“. ანალოგიურად, იგივე შინაარსის მატარებელია სამართლებრივი ინსტიტუტები/ტერმინები: „შემოსავალი“, „უცხოური ძალა“, „საჯაროობა“, „ყოველწლიური ფინანსური დეკლარაცია“, „სანქცია“ და სხვ.

 

სხვაობა გვხვდება ტერმინოლოგიური თვალსაზრისით. ძველ კანონში მითითებული იყო ტერმინი „აგენტი“. შესაბამისად, სუბიექტს წარმოეშობოდა აგენტად რეგისტრაციის ვალდებულება, რაც ახალ კანონში შეცვლილია.

 

„რუსული კანონი“

 

„რუსული კანონის მიხედვით, ფედერალური კანონის მიზნებისათვის უცხო აგენტად იგულისხმება პირი, რომელმაც მიიღო მხარდაჭერა და (ან) იმყოფება უცხოური გავლენის ქვეშ სხვა ფორმებით და ახორციელებს შესაბამის საქმიანობას. ფედერალური კანონი ითვალისწინებს საქმიანობის მთელ რიგ შეზღუდვებს სუბიქტებზე, რომლებიც აგენტებად ან მათთან აფილირებულ პირებად იქნებიან რეგისტრირებულნი.

 

ამავე კანონის მიხედვით, რუსი ან უცხო ქვეყნის იურიდიული პირი შეიძლება აღიარებულ იქნეს უცხოურ აგენტად, განურჩევლად მისი ორგანიზაციული და სამართლებრივი ფორმისა, იურიდიული პირის შეუქმნელად მოქმედი საზოგადოებრივი გაერთიანება, პირთა სხვა გაერთიანება, უცხოური სტრუქტურა იურიდიული პირის გარეშე, აგრეთვე. როგორც ფიზიკური პირი, მიუხედავად მისი მოქალაქეობისა.

 

რუსული კანონი არ ვრცელდება: ა) რუსეთის ფედერაციის სახელმწიფო ორგანოები, რუსეთის ფედერაციის მიერ კონტროლირებადი პირები, რუსეთის ფედერაციის შემადგენელი სუბიექტები, მუნიციპალიტეტები, საჯარო სამართლის კომპანიები, სახელმწიფო კომპანია, სახელმწიფო კორპორაციები, აგრეთვე მათ მიერ კონტროლირებადი პირები, სახელმწიფო ექსტრაბიუჯეტის მართვის ორგანოები. ამ ფედერალური კანონის მიზნებისათვის, კონტროლირებადი სუბიექტი არის პირდაპირი ან ირიბი კონტროლის ქვეშ მყოფი იურიდიული პირი, რომელიც გამოხატულია სხვაგვარად განსაზღვრული ინსტრუქციების, ბრძანებების და მოქმედებების შესრულების ვალდებულებით; ბ) კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული რელიგიური ორგანიზაციები; გ) კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული პოლიტიკური პარტიებ დ)კანონით დადგენილი წესით რეგისტრირებული დამსაქმებელთა გაერთიანებები, სავაჭრო-სამრეწველო პალატები. „რუსული კანონი“, ასევე, ითვალისწინებს უცხოურ აგენტთან აფილირებული (დაკავშირებული) პირების ცნებას და მათთვის განსაზღვრავს ცალკე რეესტრს.

 

რუსული კანონით, შემოსავლად ითვლება უცხოური წყაროდან მიღებული ნებისმიერი ოდენობის შემოსავალი/თანხა/მატერიალური სიკეთე. ხოლო რუსი იურიდიული პირები, რომლებიც შედიან რეესტრში და რომლებმაც მიიღეს სახსრები და (ან) სხვა ქონება უცხოური წყაროებიდან, უნდა აწარმოონ ცალკე აღრიცხვა უცხოური წყაროებიდან მიღებული (წარმოებული) შემოსავლების (დანახარჯების) და მიღებული შემოსავლების (ხარჯების) შესახებ. (წარმოებული) როგორც სხვა შემოსავლის ნაწილი.

 

რუსული კანონის 1-ლი მუხლის 1-ლი ნაწილით განსაზღვრული უცხოური ზეგავლენა ნიშნავს პირის მხარდაჭერის უცხოური წყაროს მიერ და (ან) პიროვნებაზე გავლენის მოხდენას, მათ შორის იძულებით, დარწმუნებით (ან) სხვა გზით. ნიშნავს. ამ მუხლის პირველ ნაწილში აღნიშნული „მხარდაჭერა“ ნიშნავს უცხოური წყაროდან სახსრების ან/და ქონების გაცემას, აგრეთვე ორგანიზაციული, მეთოდური, სამეცნიერო და ტექნიკური დახმარების ან სხვა ფორმით დახმარების გაწევას.

 

რუსული კანონის მიხედვით, უცხოურ წყაროდ აღიარებულია: ა) უცხო სახელმწიფოები; ბ) უცხო სახელმწიფოების საჯარო ხელისუფლება; გ) საერთაშორისო და უცხოური ორგანიზაციები; დ) უცხო ქვეყნის მოქალაქეები; ე) მოქალაქეობის არმქონე პირები; ვ) უცხოური სტრუქტურები იურიდიული პირის ფორმირების გარეშე; ზ) შესაბამისად განსაზღვრული წყაროებით უფლებამოსილი პირებ; თ) რუსეთის ფედერაციის მოქალაქეები და იურიდიული პირები რუსეთიდან, რომლებიც იღებენ სახსრებს ან/და ქონებას შესაბამისი წყაროებიდან, ან მოქმედებენ როგორც შუამავლები ასეთი სახსრებისა და/ან ქონების მიღებაში, გარდა ღია ერთობლივი. სახელმწიფო მონაწილეობით სააქციო კომპანიები და მათი შვილობილი კომპანიები; ი) რუსეთის იურიდიული პირები, რომლებშიც უცხო ქვეყნის მოქალაქეები ან მოქალაქეობის არმქონე პირები არიან ბენეფიციარი მესაკუთრეები 2001 წლის 7 აგვისტოს №115-FZ ფედერალური კანონის 6.1 მუხლის მე-8 პუნქტით განსაზღვრული გაგებით „დანაშაულიდან მიღებული შემოსავლების ლეგალიზაციის (გათეთრების) წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ. ტერორიზმის დაფინანსება“; კ) შესაბამისი პუნქტებით განსაზღვრული წყაროების გავლენის ქვეშ მყოფი პირები.

 

პირმა, რომელიც აპირებს იმოქმედოს უცხო ქვეყნის აგენტად, მოქმედების დაწყებამდე უნდა წარუდგინოს განცხადება უფლებამოსილ ორგანოს რეესტრში შესატანად. შეტანის წესს და ასეთი განცხადების ფორმას ადგენს უფლებამოსილი ორგანო. ფიზიკური პირი, რომელიც არ არის რუსეთის ფედერაციის მოქალაქე, მუდმივად ცხოვრობს რუსეთის ფედერაციის ტერიტორიის გარეთ და აპირებს იმოქმედოს როგორც უცხოელი აგენტი რუსეთის ფედერაციაში ჩასვლის შემდეგ, ვალდებულია, რუსეთის ფედერაციაში შესვლამდე განაცხადოს ამის შესახებ უფლებამოსილი ორგანოს წინაშე, ამავე ორგანოს მიერ დადგენილი წესით. უცხოური აგენტების აღრიცხვის მიზნით უფლებამოსილი ორგანო აწარმოებს რეესტრს. რეესტრი უნდა შეიცავდეს ინფორმაციას უცხოელი აგენტის გვარი, სახელი და მამის სახელი (ასეთის არსებობის შემთხვევაში) ან სახელის შესახებ, ინფორმაციას რეესტრში მისი შეტანის საფუძვლების შესახებ, ამ ფედერალური კანონის კონკრეტული ნორმების მითითებით, თარიღი.

 

რეესტრში შემავალი ინფორმაცია განთავსდება უფლებამოსილი ორგანოს მიერ განსაზღვრული წესით უფლებამოსილი ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე ინტერნეტ- საინფორმაციო და სატელეკომუნიკაციო ქსელში რუსეთის ფედერაციის მთავრობის მიერ დადგენილი მოცულობით. „უცხოური აგენტის“ სტატუსი პირის მიმართ ვრცელდება მეორე დღეს მას შემდეგ, რაც მის შესახებ ინფორმაცია განთავსდება ფედერალური ორგანოს ოფიციალურ ვებგვერდზე, რომელიც არეგისტრირებს არაკომერციულ ორგანიზაციებს.

 

რეესტრში შემავალი რუსული იურიდიული პირი აწარმოებს ბუღალტრულ აღრიცხვას და სტატისტიკურ ანგარიშგებას რუსეთის ფედერაციის კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასეთი პირის წლიური სააღრიცხვო (ფინანსური) ანგარიშგება ექვემდებარება სავალდებულო აუდიტს, რომელიც უნდა ჩატარდეს საანგარიშო წლის მომდევნო წლის არაუგვიანეს 15 აპრილისა. უფლებამოსილი ორგანო იღებს აუდიტის ანგარიშს ასეთი იურიდიული პირის წლიური აღრიცხვის (ფინანსური) ანგარიშგების შესახებ სააღრიცხვო (ფინანსური) ანგარიშგების სახელმწიფო საინფორმაციო რესურსიდან უწყებათაშორისი ელექტრონული ურთიერთქმედების ერთიანი სისტემის გამოყენებირუსი იურიდიული პირები, რომლებიც შედიან რეესტრში და რომლებმაც მიიღეს სახსრები და (ან) სხვა ქონება უცხოური წყაროებიდან, უნდა აწარმოონ ცალკე აღრიცხვა უცხოური წყაროებიდან მიღებული (წარმოებული) შემოსავლების (დანახარჯების) და მიღებული შემოსავლების (ხარჯების) შესახებ. (წარმოებული) როგორც სხვა შემოსავლის ნაწილი. უცხოური აგენტი ვალდებულია უფლებამოსილ ორგანოს ან მის ტერიტორიულ ორგანოს წარუდგინოს მოთხოვნილი ინფორმაცია, მათ შორის: ანგარიში მისი საქმიანობის შესახებ, მათ შორის მოხსენება პროგრამების განხორციელების და სხვა დოკუმენტების შესრულების შესახებ, რომლებიც საფუძვლად უდევს საქმიანობას, ან ინფორმაცია იმის შესახებ, რომ შესაბამისი აქტივობები არ განხორციელებულა, და ასევე შეიცავს ინფორმაციას მიზნების შესახებ. საქმიანობა, სტრუქტურა, ტერიტორია, რომლის ფარგლებშიც ხორციელდება საქმიანობა, მმართველი ორგანოს მისამართი (ადგილმდებარეობა), სადაც ხორციელდება კომუნიკაცია უცხოურ აგენტთან, ცვლილებები წესდებაში.

 

უცხოელი აგენტის რეესტრიდან გამორიცხვის საფუძველია: ა) იურიდიული პირის საქმიანობის შეწყვეტა მის ლიკვიდაციასთან დაკავშირებით; ბ) იურიდიული პირის შექმნის გარეშე მოქმედი საზოგადოებრივი გაერთიანების, აგრეთვე ადამიანთა სხვა გაერთიანებების ან უცხოური სტრუქტურების საქმიანობის შეწყვეტა იურიდიული პირის შექმნის გარეშე; გ) ფიზიკური პირის გარდაცვალება; უფლებამოსილი ორგანოს გადაწყვეტილება  თუ მის მიერ ჩატარებული გეგმიური/არაგეგმიური შემოწმების შედეგად აღმოჩნდება, რომ არსებობს აგენტად რეგისტრირებული სუბიექტის რეგისტრაციის გაუქმების საფუძველი. უცხოური იურიდიული პირის, უცხოური სტრუქტურის შესახებ ინფორმაციის რეესტრიდან ამორიცხვის შესახებ გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ორგანო ფედერალურ აღმასრულებელ ორგანოსთან შეთანხმებით, რომელიც ახორციელებს სახელმწიფო პოლიტიკისა და სამართლებრივი რეგულირების ფუნქციების შემუშავებისა და განხორციელების ფუნქციებს. რუსეთის ფედერაციის საერთაშორისო ურთიერთობების სფერო.

 

კანონის დარღვევისთვის „რუსული კანონი“ ითვალისწინებს, როგორც ადმინისტრაციულ, ისე სისხლის სამართლის პასუხისმგებლობასაც. კერძოდ, რუსეთის კანონმდებლობის დარღვევისთვის უცხოელი აგენტების პასუხისმგებლობის შესახებ ითვალისწინებს ჯარიმებს 2 ათასიდან 1 მილიონ რუბლამდე. კანონით გათვალისწინებული მოვალეობების შესრულებისგან უცხოელი აგენტების მავნე თავის არიდებამ, თავის მხრივ, შეიძლება გამოიწვიოს სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობაც. უცხოური აგენტის ან მის მიერ შექმნილი იურიდიული პირის – უცხოური აგენტის საქმიანობის წესის დარღვევა, რომელიც ჩადენილია მას შემდეგ, რაც აღნიშნული პირი ერთი წლის განმავლობაში ადმინისტრაციულ პასუხისმგებლობას მიეცა ორჯერ, დაისჯება რუსეთის ფედერაციის სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისად. სასჯელი შეიძლება იყოს ორ წლამდე თავისუფლების აღკვეთა. თავის მხრივ, არაკომერციული ორგანიზაციის (მათ შორის, არაკომერციული ორგანიზაციის, რომელიც მოქმედებს როგორც უცხოური აგენტი) ან უცხოური არასამთავრობო ორგანიზაციის სტრუქტურული ერთეულის შექმნა, რომლის საქმიანობაც გულისხმობს მოქალაქეების წაქეზებას, უარი თქვან მათ სამოქალაქო ვალდებულებების შესრულებაზე, ან მათზე დაკისრებულ მოვალეობებზე, ან სხვა უკანონო ქმედებების ჩადენა, ისევე როგორც მსგავსი ტიპის ორგანიზაციისა ან სტრუქტურული ერთეულის მართვა, დაისჯება თავისუფლების აღკვეთით 6 წლამდე ვადით.

 

 

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.