...

სარედაქციო საბჭო

ფაქტმონიტორის მმართველობითი საბჭო, იგივე ბორდი შედგება მიმდინარე ოთხი წევრისგან. აღნიშნული წევრები, ასევე, წარმოადგენენ სარედაქციო საბჭოს.

თითოეული წევრის უპირველესი ფუნქცია არის სოციალურ მედიაში მიმდინარე მოვლენებზე, საქართველოსა და მის ფარგლებს გარეთ მიმდინარე რეზონანსულ და სენსიტიურ მოვლენებზე დაკვირვება, სიახლეების გაცნობა, რის შემდგომაც მათ მიერ ინდივიდუალურად ხდება მოსამზადებელი სტატიის შერჩევა. რომელიმე მათგანის მიერ სტატიის შერჩევის შემდეგ მის დამუშავებას, ისევე, როგორც შესაბამისი ვერდიქტის მინიჭებას კენჭი ეყრება სარედაქციო საბჭოს სხდომაზე, თითოეულ წევრს გააჩნია ერთი ხმის უფლება. თითოეულ წევრს შეუძლია თავი შეიკავოს ხმის მიცემისგან. გადაწყვეტილების მიღება ხდება მარტივი უმრავლესობით 2+1. იმ შემთხვევაში თუ კონკრეტული საკითხის გადაწყვეტილების ხმის მიცემის დროს დაფიქსირდა ხმათა თანაბარი ოდენობა 2-2, მაშინ სტატიის დაწერა (შერჩეული თემა) იქნება უარყოფილი, ხოლო ვერდიქტის მინიჭების შემთხვევაში, უარყოფილი იქნება შესაბამისი ვერდიქტი.

ჩვენი სარედაქციო საბჭო, დემოკრატიული პრინციპით განიხილავს არამხოლოდ სტატიებისა და ვერდიქტების საკითხს, არამედ ყველა, ორგანიზაციასთან დაკავშირებულ, მმართველობით და სამოქმედო საკითხებს. ხოლო რაც შეეხება ტექნიკური ხასიათის საკითხების გადაწყვეტას, მასზე სრული ლეგიტიმაცია გააჩნია ორგანიზაციის დირექტორს.

ორგანიზაციის მიერ მომზადებული თითოეული სტატია ქვეყნდება ორგანიზაციის ვებ-გვერდსა და კუთვნილ ფეისბუქ გვერდზე.

Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.