...

შესწორება/გასაჩივრება

ვერდიქტის შესწორების/გასაჩივრების წესები:

იმ შემთხვევაში თუ დაინტერესებული პირი ანუ პირი ვის მიმართაც იქნა ვერდიქტი გამოტანილი, არ ეთანხმება ჩვენ მიერ გამოტანილ ვერდიქტს, უფლება აქვს ვერდიქტის გამოტანიდან 7 კალენდარული დღის ვადაში მოგვმართოს საჩივრის ფორმით და მოითხოვოს ვერდიქტის ცვლილება ან გაუქმება.

საჩივრის წარმოდგენა უნდა განხორციელდეს წერილობითი ფორმით და გადმოგზავნილი იქნეს ფაქტ-მონიტორის ოფიციალურ ელექტრონულ მისამართზე: [email protected] ვერდიქტის გამოქვეყნებიდან 7 კალენდარული დღის განმავლობაში.

ფაქტ-მონიტორი ხუთი სამუშაო დღის განმავლობაში ამოწმებს განცხადებას/საჩივარს, რის შედეგ გამოაქვს შემდეგი შესაძლო გადაწყვეტილებებიდან ერთ-ერთი:

  1. სრულად ეთანხმება საჩივარს, რის საფუძველზეც ცვლის ვერდიქტს ან სრულად აუქმებს მას;
  2. ნაწილობრივ ეთანხმება საჩივარს, რის საფუძველზეც, იმ ნაწილში, რომელშიც ეთანხმება საჩივრის ავტორს ნაწილობრივ ცვლის ან ნაწილობრივ აუქმებს გამოტანილ ვერდიქტს;
  3. არ ეთანხმება საჩივარს, რის საფუძველზეც გამოტანილი ვერდიქტი რჩება უცვლელი სახით.

საჩივრის შემოტანა შეუძლია მხოლოდ იმ პირს, ვის მიმართაც იქნა გამოტანილი ვერდიქტი.

ყურადღება:

იმისათვის, რომ მოხდეს გასაჩივრებული ვერდიქტის გადახედვა აუცილებელია დაინტერესებულმა პირმა არ წაშალოს შეფასებული სტატია/პოსტი.

ეს აუცილებელია:

საჩივრის წარმოდგენის შემთხვევაში, შინაარსი უნდა დაიწეროს წინასწარ გამზადებულ საჩივრის ფორმაში, რომელიც ლინკის სახით ერთვის წინამდებარე ტექსტს. საჩივრის ფორმა


*გთხოვთ იხილოთ თანდართულ ლინკზე ფაქტების გადამოწმების ევროპული სტანდარტების ქსელის გასაჩივრების პოლიტიკა და შესწორების წესი

Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.