...

ნიკა გვარამია: “ინაუგურაციაზე ორბანის ჩასვლას მაკრონის და ზელენსკის ჩასვლა მოყვა”

ვერდიქტი
მანიპულაცია

ნიკა გვარამია: “ინაუგურაციაზე ორბანის ჩასვლას მაკრონის და ზელენსკის ჩასვლა მოყვა”

 

ფაქტ-მონიტორის ვერდიქტი: ნიკა გვარამიას მოსაზრება არის მანიპულაციური

 

10 დეკემბერს, დამოუკიდებელი ტელევიზიის დამფუძნებელმა და ყოფილმა დირექტორმა ნიკა გვარამიამ სოციალურ ქსელში facebook გამოაქვეყნა მოსაზრება: “საქართველოს კანდიდატის სტატუსის ბედი არგენტინაში წყდება: პრეზიდენტის ინაუგურაციაზე ორბანის ჩასვლას მაკრონის და ზელენსკის ჩასვლა მოყვა. მოქმედი ომის პირობებში, სამყაროს მეორე ბოლოში ჩადის მეომარი ქვეყნის პრეზიდენტი ქვეყნის ევროპული მომავლის გამო.

საქართველოს ხელისუფლება ისევ აფრიკულ ტომებთან შეხვედრებზეა ალბათ”.

 

ფაქტ-მონიტორი დაინტერესდა ნიკა გვარამიას მიერ მოყვანილი ფაქტების სიზუსტით.

უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი არგენტინაში ჩავიდა 9 დეკემბერს, დილით. მან იმავე დღეს, გვიან საღამოს, მოლაპარაკებები გამართა არგენტინის ახალ პრეზიდენტ ჰავიერ მილეისთან. კვირას, 10 დეკემბერს, ვიქტორ ორბანმა ინაუგურაციის ცერემონიაში მიიღო მონაწილეობა.

წყარო

უკრაინის პრეზიდენტი ვოლოდიმირ ზელენსკი არგენტინაში ჩავიდა 10 დეკემბერს დილით. ის დაესწრო ინაუგურაციის ცერემონიას არგენტინის ნაციონალურ კონგრესში.

წყარო

წყარო

ინაუგურაციის ცერემონიის მსვლელობისას საუბარი შედგა ვიქტორ ორბანს და ვოლოდიმირ ზელენსკის შორის.

წყარო

საფრანგეთის პრეზიდენტი ემანუელ მაკრონი არგეტინაში არ ჩასულა. ის ტელეფონით ესაუბრა არგეტინაში მყოფ ვოლოდიმირ ზელენსკის.

წყარო

 

ფაქტ-მონიტორის დასკვნით ნიკა გვარამიას მოსაზრება მანიპულაციურია. ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსის მიღების შესაძლებლობის კონტექსტში, რომელიც საზოგადოებისთვის დიდი მნიშვნელობის მქონე საკითხია, ყალბი ინფორმაციის გამოყენება მოვლენებიდან მანიპულაციური დასკვნის გამოტანის შესაძლებლობას აძლევს.

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.