...

ჰამბურგელები სოლიდარობას უცხადებენ პალესტინას

ვერდიქტი
ყალბი ამბავი

2024 წლის თებერვალში სხვადასხვა სოციალური ქსელებით (ფეისბუქი, თვითერი (X) ტიკტოკი და ა.შ.) გასაჯაროვდა ფოტოსურათი სათაურით: „გერმანიის ქალაქ ჰამბურგში უამრავი ხალხი სოლიდარობას უცხადებს პალესტინას.”

ვერდიქტი: ყალბი ამბავი.

Mohamed AbuNaser – Gaza  A sea of people in Hamburg, Germany stand in solidarity with Palestine.

თანმხლები კომენტარები ეხებოდა ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ კონფლიქტს და შეიცავდა ცალსახად პალესტინის მხარდამჭერ ლოზუნგებს.

ფაქტმონიტორმა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა ნიუსჩექერის ( Newschecker) და AFP ფაქტჩექერის (AFP Fact Check) ოფიციალურ ვებ-გვერდებზე, სადაც აღნიშნულია, რომ გავრცელებული ინფორმაცია არის ყალბი. კერძოდ, ფოტო გადაღებულია საპროტესტო აქციაზე, რომელიც გაიმართა 2024 წლის იანვარში გერმანიის ქალაქ ჰამბურგში და მიმართული იყო გერმანიის ულტრამემარჯვენე პარტიის ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) წინააღმდეგ.

ისრაელსა და ჰამასს შორის საომარი ცეცხლის შეწყვეტის მოთხოვნით მთელ მსოფლიოში მიტინგები იმართება. მაგრამ გერმანიის ქალაქ ჰამბურგში მასიური დემონსტრაციის კადრები ტყუილად უკავშირდება პალესტინელების მხარდაჭერას – ის რეალურად გადაიღეს 2024 წლის იანვარში ულტრამემარჯვენე ალტერნატივა გერმანიისთვის (AfD) პარტიის წინააღმდეგ გამართულ საპროტესტო აქციაზე“. იუწყება ფაქტ ჩექერზე (AFP) გამოქვეყნებული სტატია.

აღნიშნული ფოტომასალა კი გამოყენებული იქნა ყალბი ამბის გასავრცელებლად, თითქოს ქუჩებში გამოსული ხალხი ჰამბურგში აპროტესტებდა ისრაელსა და პალესტინას შორის არსებულ კონფლიქტს და მხარს უჭერდა პალესტინას.

წყარო

წყარო

ფაქტ-მონიტორი იზიარებს დასკვნას ინფორმაციის გაყალბების შესახებ. მოცემული ყალბი ამბის, ე.წ. deep fakes გავრცელება, ცალსახად მიმართულია საზოგადოების ფართო წრეების შეცდომაში შესაყვანად და დეზინფორმირებისთვის.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.