...

ღაზას სექტორში ბავშვთა ტანჯვის ყალბი ფოტოები ვრცელდება

ვერდიქტი
მცდარი

ღაზას სექტორში ბავშვთა ტანჯვის ყალბი ფოტოები ვრცელდება

ფაქტ-მონიტორის ვერდიქტი სიცრუე

2023 წლის 7 ოქტომბერს ტერორისტული ორგანიზაცია ჰამასის მიერ განხორციელებული ტერორისტული შეტევის შემდეგ, ისრაელმა ღაზას სექტორში ჰამასის განადგურებისა და მძევლების გათავისუფლების მიზნით სამხედრო ოპერაცია დაიწყო.

ამ პერიოდიდან მოყოლებული სოციალური მედიის პლატფორმებზე ღაზას სექტორში მშვიდობიანი მოსახლეობის ტანჯვის შესახებ ბევრი ცნობა და გამოსახულება გავრცელდა, რომელთა შორის ხელოვნური ინტელექტით გენერირებული ფოტომასალაც გვხვდება. ყურადღებას შევაჩერებთ სამ ფოტოზე, ერთი სერიიდან, სადაც ბავშვებს კარვების წინ, ტალახში სძინავთ, ერთმანეთთან ჩახუტებულებს. ფოტოებმა გარკვეული პერიოდის განმავლობაში მოიცვა სოციალური მედია პლატფორმები  TikTok, Instagram და X. ხშირად მათ ახლდა პალესტინის დროშები და აუთენტურობის დამამტკიცებელი კომენტარები.

იმის მიუხედავად, რომ ერთი შეხედვით სიყალბის დადგენა რთულია, ბევრმა შეამჩნია მთელი რიგი სპეციფიკური დეტალები და ჩარევა გამოაშკარავა. ფოტოები ფაქტ-მონიტორმაც გადაამოწმა, რადგან გენერაციული AI ინსტრუმენტებით შექმნილი ფოტოები ხშირად იმდენად რეალისტურია, რომ  მათ ნამდვილობაში ბევრს ეჭვი არ ეპარება. ამით იზრდება დეზინფორმაციის საფრთხე და შეცდომაში შემყვანი კონტენტის არსებობის შემთხვევაში შესაძლებელია ცრუ ისტორიის შექმნა.


AI-ს უჭირს ადამიანის თვალების,  ხელების, ტერფების და თითების ვიზუალირება. ამ ფოტოებში ბავშვებს თვალები დახუჭული აქვთ, ეს ერთ პრობლემას აგვარებს, თუმცა ბავშვებს პირველი ფოტოდან ტერფებზე მხოლოდ ოთხი თითი აქვთ, რაც დამახასიათებელი შეცდომაა. აგრეთვე არაბუნებრივია მარცხენა ბიჭის ხელის თითები, მისი თავის და კისრის მდებარეობა და შიშველი ტერფი, რომელიც ძალიან დიდია. ყურადღების მისაქცევია განათებაც, ჩრდილების მიხედვით, ის ბიჭებს კარვის ჭერზე დამაგრებული სანათიდან ეფინება, იდეალურად თანაბრად, რასაც მსგავს პირობებში ფოტოგრაფმა შეუძლებელია მიაღწიოს.

უნაკლოა ჩახუტებული გოგონების სახის კანიც, რაც სპეციალურ დამუშავებაზე მიუთითებს. მათი ტერფების სიბრტყეც გენერირებული ფოტოებისთვის არის დამახასიათებელი, ამასთან მათი ტერფები კოჭებთან ისეა გასწორებული, როგორც ფეხზე დგომის დროს.

მესამე ფოტოზე ორი გოგონას გოგონების სხეული თითქოს გაერთიანდა, რაც ასევე AI-ს დამახასიათებელ ნიშანს წარმოადგენს. ეს ფოტო უკვე აღიარეს გაყალბებულად და შესაბამისი ნიშნის გარეშე თითქმის აღარ იძებნება.  

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.