...

პოს TV სოციალურ ქსელში რედაქტირებულ ფოტოს ავრცელებს

ვერდიქტი
მანიპულაცია

პოს TV სოციალურ ქსელში რედაქტირებულ ფოტოს ავრცელებს 

ვერდიქტი: მანიპულაცია 

 წყარო


ფოტო წარწერით „ნეტა რას უნდა ნიშნავდეს?“ სოციალურ ქსელში გაავრცელა ტელეკომპანიამ “პოსTV”. ფოტოზე ჩანს აქცია, სადაც ქალ პოლიტიკოსებს და აქტივისტებს ხელში უჭირავთ ფურცლები წითლად გაფერადებული წრეებით. ფოტო რედაქტირებულია. 

 

წყარო

 

ორიგინალი ფოტო ეკუთვნის საზოგადოებრივ-პოლიტიკურ ონლაინგამოცემას “პუბლიკა”, ის გადაღებულია დღეს, ცესკოს შენობასთან მიმდინარე აქციაზე. აქციის მიზანი იყო ცესკოში შეეტანათ განცხადებები არჩევნების ფარულობის დარღვევების შესახებ.

აქციაზე, რომელიც ქალებმა მოაწყვეს, მონაწილეებს ხელში ეჭირათ პლაკატები და თეთრი ფურცლები შავი წერტილებით. ეს უკანასკნელი ახალგაზრდული მოძრაობის სიმბოლოს წარმოადგენს. შავი წერტილი გამოხატავს მარკერის კვალს, რომელმაც ბიულეტენის მეორე მხარეს გამოჟონა. “შავი წერტილი ნიშნავს გაყალბებულ არჩევნებს” – განაცხადა ახალგაზრდული მოძრაობის წევრმა, TV პირველის ეთერში ამ სიმბოლოს წარდგენისას. 

 


წყარო

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.