...

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის განცხადებით 2021 წლიდან მოყოლებული საქართველო ეკონომიკურად პირველ ადგილზეა არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი.

ვერდიქტი
სიმართლე

ტელეკომპანია იმედისთვის მიცემულ ვრცელ ინტერვიუში საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ მიმოიხილა საქართველოს მიერ მიღწეული წარმატებები. მიმოხილვის დროს, ირაკლი კობახიძემ ყურადღება გაამახვილა საქართველოს წარმატებულ ეკონომიკურ ზრდაზე და განმარტა, რომ 2021 წლიდან დაწყებული არამარტო რეგიონში, არამედ ევროპაშიც კი საქართველო ეკონომიკურად პირველ ადგილზეა.

წყარო

(ეკონომიკურ პირველობაზე საუბრობს 4:21 – 4:40)

 

ფაქტმონიტორმა გადაამოწმა საქართველოს რეალური მშპ-ს, იგივე მთლიანი შიდა პროდუქტის ზრდა 2021 წლიდან. რეალური მშპის ზრდა აჩვენებს ერთი წლის განმავლობაში რამდენი პროცენტით გაიზარდა საქართველოს ტერიტორიაზე წარმოებული საქონლისა და მომსახურების მოცულობა. რეალური მშპის ზრდა არ მოიცავს ფასების ზრდის, ანუ ინფლაციის ეფექტით გაზრდილ ბრუნვას.

რაც შეეხება რეგიონს, რომელშიც მსოფლიო ბანკის მეთოდოლოგიის მიხედვით საქართველო იმყოფება. ეს არის ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების ჯგუფი, რომელშიც შედის ევროპისა და ცენტრალური აზიის 22 ქვეყანა. 11 ყოფილი საბჭოთა რესპუბლიკა, ევროკავშირის კანდიდატი ყველა ქვეყანა და ევროკავშირის წევრი ოთხი სახელმწიფო: ბულგარეთი, რუმინეთი, ხორვატია და პოლონეთი.  

 

რაც შეეხება საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ სტატისტიკას, საქართველოს ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2021 წელს შეადგენდა 10.6%-ს, 2022 წელს შეადგენდა 11%-ს. 2023 წელს შეადგენდა 7.5%-ს, ხოლო 2024 წელს, განახლებული შეფასებით შეადგინა 9.0 %. შესაბამისად, ჯამურად, საშუალოდ ოთხი წლის განმავლობაში, ქვეყნის ეკონომიკის ზრდით, საქართველო პირველ ადგილზეა რეგიონში.

წყარო

მსოფლიო ბანკის ანგარიშის თანახმად, 2024-2026 წლების პროგნოზით, საქართველოს ეკონომიკური ზრდა იქნება 6.7 %, რაც საშუალოდ ყველაზე მაღალი მაჩვენებელია ევროპისა და ცენტრალური აზიის ქვეყნების რეგიონში. ხოლო 2025-2026 წლის საქართველოს საშუალო ეკონომიკური ზრდის პროგნოზი 1.5-ჯერ აჭარბებს ევროკავშირის სხვა კანდიდატი ქვეყნების საშუალო მაჩვენებელს და 5-ჯერ აღემატება ევროზონის ეკონომიკის ზრდის ტემპს.

წყარო

ამდენად, საქართველოს პრემიერმინისტრის განცხადება ფაქტმონიტორმა შეაფასა როგორც სიმართლე.

ამასთან, გთხოვთ, იხილოთ ფაქტმონიტორის სტატია ამავე თემაზე.

წყარო

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე  ბმული

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.