ჩვენი ორგანიზაცია − „ფაქტმონიტორი“ წარმოადგენს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად რეგისტრირებულ არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს, რომელიც აერთიანებს სხვადასხვა დარგის კერძო სექტორის დამოუკიდებელ სპეციალისტებს. ორგანიზაიცა შეიქმნა 2023 წლის ნოემბრის თვეში და აქტიურ საქმიანობას ახორციელებს 2024 წლის იანვრის თვიდან. ორგანიზაციის საქმიანობა აბსოლუტურად დამოუკიდებელია ნებისმიერი სახის ზეგავლენისგან, მათ შორის და არამარტო პოლიტიკური გავლენებისგან იგი თავის საქმიანობას ახორციელებს კერძო და საჯარო ინტერესების ბალანსის დაცვით. ორგანიზაციის მიერ მომზადებული თოთოეული სტატია ვებგვერდზე და „ფეისბუქის“ სოციალურ ქსელში ქვეყნდება მხოლოდ მშრალი ფაქტების კონსტანტაციისა და შესაბამისი საინფორმაციო წყაროების მოძიების შემდეგ და ასახავს მხოლოდ მშრალ სიმართლეს, ხოლო, ვერდიქტის მინიჭებისას, გუნდის წევრები გადაწყვეტილებას იღებენ ერთხმად, განხილვის შედეგად.
* ჩვენი ორგანიზაცია არავის მოუწოდებს მხარი დაუჭიროს რომელიმე პარტიას მოძრაობას ან და ორგანიზაციას და ჩვენი სტატიები შეიცავს მხოლოდ ობიექტურ მოცემულობას.
* ფაქტმონიტორი არ მოქმედებს კონკრეტული პირების ინტერესის ქვეშ და არ ანხორციელებს ცალკეულ პირთა ლობირებას/ადვოკატირებას.