...

თამარ კორძაიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ ესწრებოდა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოსა და პორტუგალიას შორის გამართულ მატჩს

ვერდიქტი
მცდარი

საქართველოს პარლამენტის წევრის, თამარ კორძაიას განცხადებით, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ ესწრებოდა ევროპის 2024 წლის ჩემპიონატზე საქართველოსა და პორტუგალიას შორის გამართულ მატჩს, რომელიც ჩვენი ქვეყნის ნაკრების გამარჯვებით, ანგარიშით 2:0 დასრულდა.

ვერდიქტი: მცდარი

წყარო

„ფაქტმონიტორმა“ გადაამოწმა თამარ კორძაიას განცხადება, სადაც იგი აღნიშნავს, რომ საქართველო-პორტუგალიის თამაშზე, რომელიც 2024 წლის 26 ივნისს გერმანიის ქალაქ გელზენკირხენში გაიმართა, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ირაკლი კობახიძე არ ესწრებოდა.

„ფაქტმონიტორმა“ ამ თვალსაზრისით შეისწავლა მედიაში გავრცელებული ინფორმაცია და დაადგინა, რომ თამარ კორძაიას განცხადება არ წარმოადგენს სიმართლეს. კერძოდ, ირაკლი კობახიძე 2024 წლის 26 ივნისს ესწრებოდა თამაშს და მან პირადად მიულოცა ქართველ ფეხბურთელებს გამარჯვება. მეტიც, თამაშის შემდეგ, ირაკლი კობახიძეს გამარჯვება მიულოცა პორტუგალიის პრეზიდენტმა. იხ. წყარო

სწორედ პორტუგალიასთან გამარჯვების შემდეგ, საქართველოს საზოგადოებრივმა მაუწყებელმა შესთავაზა საზოგადოებას სპეციალური გამოშვება. ინტერნეტში აღნიშნული მოიძიება, შემდეგი დასათაურებით: „ისტორიული გამარჯვება! საქართველო #ევრო2024-ის მერვედფინალში #მოამბე სპეციალური გამოშვება #LIVE“. იხ. წყარო ვიდეოში, 18:06 წუთიდან ჩანს ირაკლი კობახიძის მატჩისშემდგომი კომენტარი, რომელიც დათარიღებულია სწორედ 2024 წლის 27 ივნისით (თამაში დასრულდა თბილისის დროით 27 ივნისს, დაახლოებით 01:00 საათზე, ხოლო, სპეციალურ გამოშვებაში მოცემული პირდაპირი ეთერიდან ნათლად ჩანს, რომ იგი ღამითაა გადაღებული, მაშასადამე, თამაშის დასრულების შემდეგ). ირაკლი კობახიძე ინტერვიუში აღნიშნავს, რომ მან მიულოცა ნაკრების ფეხბურთელებს გამარჯვება და დიდი მადლობა გადაუხადა მათ (თბილისის დროით, 2024 წლის 27 ივნისს, 01:21 საათზე გვხვდება პირდაპირი ჩართვა).

შესაბამისად, თამარ კორძაიას პოზიცია არ შეესაბამება სიმართლეს და „ფაქტმონიტორი“ ამ განცხადებას დეზინფორმაციად აკვალიფიცირებს, რადგან შეცდომაში შეჰყავს საზოგადოება.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტმონიტორს“ მიაჩნია, რომ თამარ კორძაიას განცხადება არის დეზინფორმაცია.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.