...

კონსპირაცია: ტრამპზე თავდასხმაში ისრაელის კვალი იკვეთება

ვერდიქტი
მცდარი

კონსპირაცია: ტრამპზე თავდასხმაში ისრაელის კვალი იკვეთება

ვერიქტი: მცდარი

ქართულ სოციალურ ქსელშიც შემოაღწია კონსპირაციამ, რომლის თანახმად 13 ივლისს პენსილვანიის ქალაქ ბატლერში პრეზიდენტობის კანდიდატ დონალდ ტრამზპე თავდასხმაშიისრაელის კვალი იკვეთება. ფეისბუქ-გვერდი „მსოფლიო ამბები“ აქვეყნებს ამ კონსპირაციის ერთ-ერთ, თუ არა ერთადერთ „მტკიცებულებას“, გადაუმოწმებელ ფოტოს, რომელზეც თითქოს თომას მეთიუ კრუქსი კიპით არის აღბეჭდილი. გვერდი„დასავლურ მედიაზე დაყრდნობით წერს: „გაირკვა, რომ მამაკაცი, რომელმაც ტრამპის მოკვლა სცადა, ადგილობრივი ებრაული თემის წევრი იყო“.

 

https://www.facebook.com/story.php?story_fbid=122157070532230506&id=61556915203261&rdid=hbauXdZGlqXKpH4C

ფოტო, რომელიც ისრაელს თავდასხმასთან „აკავშირებს“, პირველად გამოჩნდა საინფორმაციო საშუალების Southern Gospel Times ვებგვერდზე, სადაც ჟურნალისტი ალიშა შრესტა (Alisha Shrestha) უსაფუძვლოდ ამტკიცებდა, რომ კრუქსის მშობლები თავს ებრაელებამიიჩნევენ.

https://southerngospeltimes.com/thomas-matthew-crooks-family-embraces-scottish-jewish-ethnicity/

ამ ვებგვერდიდან ინფორმაცია სწრაფად გავრცელდასხვადასხვა სოციალურ ქსელებში.

ეს ანტისემიტური კონსპირაცია ერთ-ერთია იმ კონსპირაციებიდან, რომლებიც დონალდ ტრამპის მკვლელობის მცდელობის აქტიური განხილვების შედეგად გაჩდნენ. თუმცა ნაკლებამაჯერებელია და ელემენტარულ კითხვებასც ვერ პასუხობს. მაგ., ვერ ხსნის, რატომ უნდა ჰქონოდათ ისრაელში დონალდ ტრამპის განეიტრალების სურვილი, როდესაც ტრამპი იყო პირველი ამერიკელი პრეზიდენტი, რომელმაც იერუსალიმი აღიარა ისრაელის დედაქალაქად და გოლანის სიმაღლეებზეისრაელის სუვერენიტეტი ცნო. ასევე დონალდ ტრამპი აქტიურად ეხმარებოდა ისრაელს მეზობელ არაბულ ქვეყნებთან ურთიერთობის ნორმალიზებაში. 2024 წლის 28 მაისს ნიუ იორკში ებრაელ ფილანტროპებთან შეხვედრაზე კი განაცხადა რომ „ისრაელმა ბოროტებასთან ბრძოლა უნდა გააგრძელოს“.

https://www.washingtonpost.com/politics/2024/05/27/trump-israel-gaza-policy-donors/

 

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.