ვერდიქტი: სიცრუე
ექსპრეზიდენტმა გიორგი მარგველაშვილმა ამის შესახებ განაცხადა “პალიტრანიუსის” გადაცემაში “360 გრადუსი”, 2023 წლის 13 დეკემბერს. ის საუბრობდა სალომე ზურაბიშვილის ინიციატივაზე “ჩემი ხმა ევროპას” და რამდენიმე შენიშვნა გამოთქვა თავად პრეზიდენტის მიმართ:
“… პრეზიდენტს შეუძლია ნებისმიერი ვარიაცია გააკეთოს სასჯელის მიმართ. მას შეუძლია გადაუვადოს, გაუნახევროს და ა.შ. ეს პრეზიდენტის პრეროგატივაა. მე მიმაჩნდა, რომ თუ ჩვენ მართლა გვინდოდა რამე ტიპის გზავნილის მიცემა ევროპელებისთვის, ნამდვილად სიმბოლო იქნებოდა ამ ერთი დღით ან ერთი საღამოთი ან რამდენიმე საათით შეწყდომოდა ბატონ სააკაშვილს პატიმრობა და ეს რამდენიმე საათი გაეტარებინა ქალბატონ პრეზიდენტთან და ჩემთან ერთად”.
ფაქტ-მონიტორმა მარგველაშვილის განცხადების სიზუსტე გადაამოწმა.
შეწყალების წესის დამტკიცების შესახებ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულება N120 რომელიც გამოქვეყნებულია 2014 წლის 27 მარტს, თავად მარგველაშვილის ხელმოწერით, სასჯელის მოხდისაგან გათავისუფლების შესახებ ამბობს მხოლოდ შემდეგს:

ასევე არ შეიცავს ინფორმაციას პრეზიდენტის მსგავსი უფლებამოსილების შესახებ სალომე ზურაბიშვილის ხელმოწერილი დოკუმენტი, ბრძანებულება N556 შეწყალების ახალი წესის დამტკიცების შესახებ, 26 ნოემბერი 2019 წელი.
მარგველაშვილის განცხადებამ, იმის შესახებ, რომ საქართველოს პრეზიდენს უფლება აქვს ერთი დღით ან ერთი საღამოთი გაათავისუფლოს სააკაშვილი, შექმნა ცრუ ინფორმაცია შეწყალების ირგვლივ. გიორგი მარგველაშვილის ნათქვამი არის სიცრუე.