...

დეზინფორმაცია: ნინო ლომჯარია აღდგომას ცისარტყელას კვერცხით გვილოცავს

ვერდიქტი
ყალბი ამბავი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

სოციალურ ქსელში facebook მომხმარებელმა Ghia Abashidze გამოაქვეყნა ყოფილი სახალხო დამცველის ნინო ლომჯარიას პირადი ფეისბუქ პროფილის ყალბი ანაბეჭდი, სადაც ჩანს, რომ ნინო ლომჯარია ქართულ საზოგადოებას აღდგომის დღესასწაულს ლგბტქი+ თემის ექვსფერიანი დროშის ფერებში შეღებილი კვერცხით ულოცავს.  

 

ყალბ ანაბეჭდს ერთვის სიძულვილის ენით დაწერილი ტექსტი, სადაც Ghia Abashidze საკუთარ მოსაზრებას გამოხატავს. რაც შეეხება ორიგინალ ფოტოს, ის წარმოადგენს კვერცხის ფორმის ცისარტყელა საპონს, ხელნაკეთი ნივთების რეალიზების ონლაინ პლატფორმიდან ეთსი Etsy.

წყარო

 

სიყალბე ამოიცნეს სოციალური ქსელის მომხმარებლებმაც, რაც გამოხატეს შესაბამის კომენტარებში. ყალბ პოსტს თავად გამოეხმაურა ნინო ლომჯარიაც და აღნიშნა, რომ ცრუ ინფორმაცია შეგნებულად ვრცელდება. სოციალურ ქსელში ინფორმაცია უკვე მონიშნა როგორც „გაყალბებული“.

მსგავსი დეზინფორმაციის გავრცელება წარმოადგენს როგორც კონკრეტული ადამიანის, ისე ელგბტქ+ თემის დისკრედიტაციის მცდელობას, საზოგადოებაში მათ მიმართ მტრული დამოკიდებულების გასაღვივებლად.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.