...

პეტრე ცისკარიშვილი საქართველოში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე

ვერდიქტი
მანიპულაცია

პეტრე ცისკარიშვილი საქართველოში არსებულ სტატისტიკურ მონაცემებზე

ვერდიქტი: მანიპულაცია

 

14 თებერვალს პოლიტიკური პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გენერალურმა
მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა  „გამარჯვების კოალიციის“ განაცხადა: „რამდენიმე
ციფრი თუ როგორ გამოიყურება ივანიშვილის პარტიის მიერ გაღარიბებული
საქართველო სტატისტიკურ მონაცემებში – 203 000 ადამიანი ითვლება დასაქმებულად,
მაგრამ ეს ადამიანები იღებენ 700 ლარს ან ამაზე ნაკლებს, ამ შემოსავალზე ცხოვრობს
ჩვენი თანამოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი. 300 000 მოქალაქე ცხოვრობს 800 ლარზე
და ნაკლებზე, ეს არის ის სიღარიბე, რაც შექმნა ივანიშვილის პარტიამ ბოლო 12 წლის
განმავლობაში.

 

 

ტელეკომპანია TV პირველის ოფიციალურ საიტზე გამოქვეყნდა სტატია, პოლიტიკური
პარტია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა" და მისი მხარდამჭერების შეკრების თაობაზე,
სადაც გაიმართა “გამარჯვების კოალიციის” დასაქმების ინიციატივის წარდგენა.
აღნიშნულ ღონისძიებაზე, პარტიის გენერალურმა მდივანმა პეტრე ცისკარიშვილმა
განმარტა: „არჩევნებში გამარჯვებისთანავე ჩვენი მიზანია ეკონომიკის გაძლიერება,
საქართველოს ეკონომიკური მიზიდულობის ცენტრად გადაქცევა, მაღალანაზღაურებადი
ღირსეული სამუშაო ადგილების შექმნა ისე, რომ არავინ საქართველოს აღარ ტოვებდეს,
აქ ჰქონდეთ შესაძლებლობა, რომ დასაქმდნენ, ირჩინონ საკუთარი თავი და ოჯახები.
ძალიან ბევრი მიმართულებით შეიძლება საქართველოს ეკონომიკურ განვითარებაზე
ფიქრი და ჩვენ ამას გავაკეთებთ.“
მისი თქმით: „რამდენიმე ციფრი თუ როგორ გამოიყურება ივანიშვილის პარტიის მიერ
გაღარიბებული საქართველო სტატისტიკურ მონაცემებში – 203 000 ადამიანი ითვლება
დასაქმებულად, მაგრამ ეს ადამიანები იღებენ 700 ლარს ან ამაზე ნაკლებს, ამ

შემოსავალზე ცხოვრობს ჩვენი თანამოქალაქეების ძალიან დიდი ნაწილი. 300 000
მოქალაქე ცხოვრობს 800 ლარზე და ნაკლებზე, ეს არის ის სიღარიბე, რაც შექმნა
ივანიშვილის პარტიამ ბოლო 12 წლის განმავლობაში…”

წყარო

ფაქტმონიტორმა ზემოაღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა საქსტატის ოფიციალურ ვებ-
გვერდზე, რომლის მიხედვით დასაქმებული ადამიანების სტატისტიკური ოდენობა
დინამიკურად 2010 წლიდან მოყოლებული 2023 წლის მესამე კვარტალის ჩათვლით
საერთო ჯამში გაუმჯობესებულია, ასე მაგალითად თუ 2010 წელს საქართველოში
დასაქმებული იყო 1167.6 ათასი კაცი 2023 წლის მესამე კვარტალში დასაქმებულთა
ოდენობამ შეადგინა 1366.3 კაცი.
ქვემოთ მოცემულია ცხრილი პერიოდებისა და დასაქმებული ადამიანების ოდენობის
თაობაზე.

წყარო

 

ფაქტმონიტორმა, შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ საიტზე, ასევე, გადაამოწმა
მონაცემები დასაქმებული ადამიანების თაობაზე, რომელთა შემოსავალი წლების
განმავლობაში წარმოადგენდა 700 ლარს ან მასზე ნაკლებს და 800 ლარს ან მასზე
ნაკლებს.
შემოსავლების სამსახურის ოფიციალურ ვებგვერდზე მოცემულია ინფორმაცია
ფიზიკური პირების რაოდენობისა და მიღებული შემოსავლების შესახებ დიაპაზონების
ჭრილში, რომელიც შეიცავს სტატისტიკურ მონაცემებს 2014 წლიდან დღემდე პერიოდში.
აღნიშნული ინფორმაციის მიხედვით, დღეის მდგომარეობით საქართველოში
დასაქმებული პირების ოდენობა, რომელთა ხელფასი არის 700 ლარზე ნაკლები
შეადგენს 189,142 ადამიანს, ხოლო დასაქმებული ფიზიკური პირების ოდენობა,
რომელთა ხელფასი არის 800 ლარზე ნაკლები შეადგენს 219,475 ადამიანს.

წყარო

შემოსავლების სამსახურის ინფორმაციის მიხედვით, იმ შემთხვევაშიც კი თუ ზემოაღნიშნულ ციფრებს დავუმატებთ მონაცემებს, რომლებიც შეიცავს დღეის მდგომარეობით ხელფასის ოდენობას, რომელიც 700 ლარი ან მასზე მეტია და ნაკლებია 800 ლარზე, ასეთი დასაქმებული ფიზიკური პირების ოდენობა შეადგენს 30,333 ადამიანს. თუ ამ ციფრს დავუმატებთ იმ ფიზიკური პირების ოდენობას, რომელთა შემოსავალი დღეის მდგომარეობით არის 700 ლარზე ნაკლები, შესაბამისად მივიღებთ:

189,142 + 30,333 = 219,475 ფიზიკურ პირს, რაც მნიშვნელოვნად, 15,475 დასაქმებული ადამიანის ოდენობით აღემატება პეტრე ცისკარიშვილის მიერ გაჟღერებულ ციფრს, მასზედ, რომ საქართველოში დასაქმებული ადამიანები, კერძოდ, 204,000 ათასი ადამიანი იღებს 700 ლარს ან მასზე ნაკლებს.

 

რაც შეეხება 800 ლარზე ან მასზე ნაკლებ ოდენობაზე დასაქმებულ პირებს, აქაც მკვეთრი აცდენაა ციფრებს შორის, კერძოდ, საქართველოში დასაქმებულ ფიზიკურ პირთა ოდენობა, რომელთა ხელფასი მეტია ან ტოლია 800 ლარზე და ნაკლებია 900 ლარზე დღეის მდგომარეობით შეადგენს 28,070 ადამიანს. თუ ამ ციფრს დავუმატებთ იმ დასაქმებული ფიზიკური პირების ოდენობას, რომელთა შემოსავალი დღეის მდგომარეობით არის 800 ლარზე ნაკლები, შესაბამისად მივიღებთ:

219,475 + 28,070 = 247,545 დასაქმებულ ფიზიკურ პირს, რომელთა ოდენობა 52,455 ადამიანით ნაკლებია, ვიდრე პეტრე ცისკარიშვილის განმარტებაშია მოცემული.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე ფაქტმონიტორმა, დეტალურად გამოიკვლია პატრე ცისკარიშვილის განცხადებაში მოყვანილი ციფრები, შეადარა ისინი ოფიციალურ მონაცემებს, რის შედეგადაც დადგინდა, რომ პეტრე ცისკარიშვილის მიერ დასახელებულ ციფრებსა და ოფიციალურ მონაცემებს შორის არსებობს მკვეთრი აცდენა, რის საფუძველზეც ფაქტმონიტორმა მიიჩნია, რომ პეტრე ცისკარიშვილის განცხადება შეიცავს მანიპულაციის ნიშნებს, რაც გამოიხატება რიცხვების თამაშში, რასაც შეუძლია შეცდომაში შეიყვანოს საზოგადოება.

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.