...

სოციალურ ქსელში „გამჭვირველობის კანონის“ ცვლილებებთან დაკავშირებული სატირული ქარდი ვრცელდება

ვერდიქტი
სატირა

ვერდიქტი: სატირა

რამდენიმე დღეა სოციალურ ქსელში facebook გამოჩნდა სატირული ქარდი, რომელიც თითქოს არის „სექსუალური აქტის შესახებ დეკლარაციის“ შაბლონი და მისი შევსება ფიზიკურ პირს მოუწევს, თუ იუსტიციის სამინისტრო შესაბამისი ინფორმაციის წარდგენას მოსთხოვს. 

 

 

გამოხმაურებების იუმორისტული ხასიათი გვაჩვენებს, რომ სოციალური ქსელის მომხმარებლებმა ქარდი აღიქვეს როგორც პოლიტიკური სატირა.

სოციალურ ქსელში „დეკლარაციის“ ვირუსული გავრცელება მას შემდეგ დაიწყო, რაც   „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონპროქტში შეტანილი ცვლილებების შესახებ გახდა ცნობილი. მედიასივრცეში გამოჩნდა ამონარიდი კანონის საბოლოო, რედაქტირებული ვერსიიდან:

 

წყარო

გამოაქვეყნდა კანონში ჩამატებული მუხლებიც: 

·         იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, მო­­თხო­ვოს არა მხო­ლოდ ყვე­ლა სა­ხის პერ­სო­ნა­ლუ­რი მო­ნა­ცე­მი, არა­მედ სა­­დუმ­ლო­­ბის შემ­ცვე­ლი ინ­ფორ­მა­ცი­აც;

·         იუს­ტი­ცი­ის სა­მი­ნის­ტროს უფ­ლე­ბა ექ­ნე­ბა, ყვე­ლა პირი (ფი­ზი­კუ­რიც) 5000 ლა­რით და­­ჯა­რი­მოს მო­თხოვ­ნი­ლი ინ­ფორ­მა­ცი­ის (კი­დევ ერთხელმათ შო­რის, სა­­დუმ­ლო ინ­ფორ­მა­ცი­­საც) წა­რუდ­გენ­ლო­ბის­თვის;

·         ეს ახა­ლი სან­ქცია და­მა­ტე­ბი­თია და არ ანაც­ვლებს უკვე ჩა­წე­რილ 25, 10 და 20 ათას­ლა­რი­ან ჯა­რი­მებს;

·         ჯა­რი­მის ან კა­ნო­ნის გა­სა­ჩივ­რე­ბა არ შე­­ჩე­რებს ჯა­რი­მის გა­დახ­დის ვალ­დე­ბუ­ლე­ბას, ან ჯა­რი­მე­ბის კი­დევ, და­მა­ტე­ბით და­კის­რე­ბას.

 

წყარო

„ქართული ოცნების“ წარმომადგენლებმა არაერთხელ განმარტეს, რომ კანონის ეს კონკრეტული მუხლები არ ეხება ფიზიკურ პირებს. შალვა პაპუაშვილმა განაცხადა: „ტყუილია, თითქოს რეგისტრაციის საკითხი ფიზიკურ პირებზეც ვრცელდება. ეს ჩვენ თავიდანვე განვაცხადეთ, რომ ის მკაცრი ამერიკული მიდგომა არ გვინდა, რომ გადმოვიღოთ. აშკარად ძალიან მკაცრია ამერიკული მიდგომა, ჩვენ რბილი მიდგომა გვაქვს და ფიზიკური პირები არ ექვემდებარებიან რეგისტრაციას. რაც შეეხება ამ პუნქტს, ეს იყო მეორე მოსმენის დროს განხილული საკითხი. ეს გულისხმობს, მაშინ, როდესაც საჭიროა ხოლმე ინფორმაციის მოპოვება, როდესაც ხდება მოკვლევა ამა თუ იმ ორგანიზაციასთან დაკავშირებით, პირებს ვალდებულება აქვთ, მიაწოდონ ეს ინფორმაცია როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებს. ინფორმაციის მიწოდების ვალდებულებაა.

წყარო

ამასთან, ხაზი უნდა გაესვას, რომ კანონპროექტი არ ეხება უშუალოდ ფიზიკურ პირს რეგისტრაციის ნაწილში. ეს ნიშნავს, რომ პირდაპირი სუბიექტი ფიზიკური პირი ვერ იქნება. კანონპროექტის 2 მუხლის 1 ნაწილის ა ქვეპუნქტში მითითებულია ტერმინი „ორგანიზაცია“, რომელშიც თავისთავად არ მოიაზრება ფიზიკური პირი. ნორმის შემდგომი განმარტებაა სუბიექტთა ჩამონათვალი, სადაც თითოეულ შემთხვევაში იურიდიულ პირზეა მითითება. ამდენად, ფიზიკური პირი არ ექვემდებარება დარეგისტრირებას.

ნებისმიერი კანონის განმარტებისას, ლეგიტიმურ მიზანს ენიჭება გადამწყვეტი მნიშვნელობა. ამ მხრივ ყურადსაღებია პერსონალურ მონაცემთა დაცვის შესახებ კანონის მე-4 მუხლის 1-ლი ნაწილის ბ ქვეპუნქტი: მონაცემები უნდა შეგროვდეს/მოპოვებული უნდა იქნეს მხოლოდ კონკრეტული, მკაფიოდ განსაზღვრული და ლეგიტიმური მიზნებისთვის. დაუშვებელია მონაცემთა შემდგომი დამუშავება სხვა, მონაცემთა დამუშავების თავდაპირველ მიზანთან შეუთავსებელი მიზნით. განმარტების მიხედვით, უცხოური ძალის განსასაზღვრად სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის გასაჯაროება დაუშვებელია. ესეიგი თუ იუსტიციის სამინისტროს დაჭირდა ინფორმაციის მიღება, მან ეს ინფორმაცია მხოლოდ კანონის ფარგლებში უნდა მიიღოს, რაც ცალსახად გამორიცხავს სექსუალური ცხოვრების შესახებ ინფორმაციის მოძიებას.  ასევე, აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს კომპეტენტური პირის მიერ ფიზიკური პირებისგან შესაძლებელია გამოთხოვილი იქნეს მხოლოდ ისეთი სახის ინფორმაცია, რაც დაკავშირებულია კანონის შესაბამისად რეგისტრირებულ ან/და რეგისტრაცია დაქვემდებარებულ იურიდიულ პირებთან, კანონის შესაბამისად, მათი რეგისტრაციის ან/და სარეგისტრაციო ვალდებულების შესწავლის მიზნით. 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.