...

დეზინფორმაცია: კამალა ჰარისს ეხმარებოდნენ დებატებში “მინი-ნაუშნიკით”, რომელიც საყურეს ჰგავს

ვერდიქტი
ყალბი ამბავი

დეზინფორმაცია: კამალა ჰარისს ეხმარებოდნენ დებატებში “მინი-ნაუშნიკით”, რომელიც საყურეს ჰგავს

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

 11 სექტემბერს ტელეკომპანია პოსTV-ის გადაცემაში “სამნი და Co”, წამყვანმა და პოსTV-ის ერთ-ერთმა დამფუძნებელმა შალვა რამიშვილმა სიტყვებით “მე მგონი ნაღდია”, შეაფასა დეზინფორმაცია, რომელიც აუდიტორიას გააცნო – თითქოს აშშ-ს ვიცე-პრეზიდენტმა კამალა ჰარისმა სატელევიზიო დებატებისას კლიფსის ტიპის ყურსასმენი გამოიყენა.

“ერთი პატარა ნიუანსი მინდა გითხრათ, ამერიკულ მედიაში გაჩნდა ფოტო და მტკიცება იმისა, რომ ჰარისს ეხმარებოდნენ მინი ნაუშნიკის მეშვეობით. თუ შეიძლება ეს ფოტო გაუშვით… ეს არის, იცნეს რა კომპანიის და რა ფირმის ნაუშნიკია რომელიც საყურეს გავს. მე მგონი ნაღდია, ბევრგან გავრცელდა” – თქვა პირდაპირ ეთერში შალვა რამიშვილმა.

წყარო

საყურე-გადამცემის შესახებ დეზინფორმაცია მართლაც ფართოდ გავრცელდა კამალა ჰარისსა და დონალდ ტრამპს შორის პირველი საპრეზიდენტო დებატების შემდეგ და რაღაც თვალსაზრისით ყურადღებაც კი გადაიტანა კამალა ჰარისის წარმატებული გამოსვლიდან. შეგახსენებთ, რომ CNN -ის მიერ ჩატარებული გამოკითხვით დარეგისტრირებულ ამომრჩეველთა 63 % -მა, ვინც დებატებს უყურა, ჩათვლა, რომ კამალა ჰარისი უკეთესი იყო. 

წყარო

მომხმარებლების ნაწილმა ჰარისის საყურე მიამსგავსა NOVA Products -ის გაჯეტს Nova H1 Audio Earrings, ყურსასმენს, რომელიც მარგალიტის საყურით არის შენიღბული.

წყარო

გავრცელდა დეზინფორმაციის საწინააღმდეგო არგუმენტებიც. სოციალური ქსელების მომხმარებლები აზიარებდნენ ვიდეო და ფოტო მტკიცებულებებს, რომ კამალა ჰარისი ადრეც ატარებდა იგივე სამშვენისს, სხვადასხვა ღონისძიებებზე. უმეტესობა მას ამსგავსებდა Tiffany-ს საყურეს, რომელიც ჰარისის საიტზე გვხვდება.

წყარო

 დეზინფორმაციას სწრაფად უპასუხეს ავტორიტეტულმა გამოცემებმაც. Forbes იყო ერთ-ერთი პირველი, ვინც გამოაქვეყნა ტექნოლოგიების სპეციალისტის მოსაზრებაც. ტექნოლოგიების ანალიტიკოსი Enderle Group-იდან ამბობს, რომ საყურე, რომელიც კამალა ჰარისს უკეთია არ არის იგივე პროდუქტი რაც Nova H1 Audio Earrings. მან ასევე ახსნა, რატომ არ ჰქონდა აზრი საყურე-გადამცემის გამოყენებას: “ხმას დაიჭერს გვერდით მდგომი ადამიანი ან მიკროფონი. მხოლოდ ძვლის გამტარობის ყურსასმენები მუშაობენ შედარებით უხმაუროდ ყურის სასმენი მილიდან იგივე მანძილზე, მაგრამ მოცემული ტექნოლოგია მათ არ იყენებს “. საყურეს შესახებ სპეციალისტმა თქვა, რომ: “ის გამოიყურება როგორც მარგალიტის ნამდვილი საყურე, სამაგრით რომელიც ნამდვილი ოქროსგან არის დამზადებული და ძალიან პატარაა იმისთვის, რომ მოწყობილობა დამალოს, თუნდაც ის სპეციალურად მისთვის (ჰარისისთვის) ყოფილიყო დამზადებული, რაც ასევე ნაკლებად სარწმუნოა”.  

წყარო

მედიასივრცეში გავრცელდა გასული წლების საპრეზიდენტო დებატებთან დაკავშირებული მსგავსი ყალბი ამბებიც. მაგ., 2004 წელს ფარული გადამცემის გამოყენება დაბრალდა მოქმედ პრეზიდენტს ჯორჯ ბუშ უმცროსს დებატებში სენატორ კერისთან. 2020 წლის დებატების შემდეგ კი ყურსასმენის ტარებაში დაადანაშაულეს ჯო ბაიდენი, მაშინ მისი პერანგის ნაკეცები ბევრმა წარმოიდგინა გადამცემის სადენებად.    

წყარო

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.