...

ვაშაძის თქმით, საწვავის ფასი საზღვრამდე 1.65 ლარია, რომელიც ქვეყნის შიგნით თითქმის ორმაგდება

ვერდიქტი
ნახევრად სიმართლე
  1. კითხვა მინდა დავუსვა ქვეყნის პრემიერმინისტრს, ირაკლი კობახიძესსად მიდის თითოეული ლიტრი ბენზინიდან 1.50 თეთრი?! სად მიდის ეს ფული?!“ – ამ კითხვით მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ მიმართასტრატეგია აღმაშენებლისთავმჯდომარემ გიორგი ვაშაძემ ქვეყნის პრემიერმინისტრს ირაკლი კობახიძეს.

 

ვერდიქტი: ნახევრად სიმართლე

სტრატეგია აღმაშენებლისთავმჯდომარე გიორგი ვაშაძემ მძღოლებთან შეხვედრის შემდეგ განმარტა, რომ საწვავის ფასი საზღვრამდე 1.65 ლარია, ხოლო შიგნით თითქმის ორმაგდება. მან კითხვით მიმართა ირაკლი კობახიძეს თუ სად მიდის ლიტრი ბენზინიდან 1.50 ლარი?!

 

აღნიშნული სტატია ტელეკომპანია ტვპირველის ოფიციალურ ვებ-გვერდზე გამოქვეყნდა.

 

წყარო

არასამთავრობო ორგანიზაცია ფაქტმონიტორმა გიორგი ვაშაძის განცხადება ბენზინის ფასებთან დაკავშირებით სხვადახვა წყაროებზე გადაამოწმა.

ასე მაგალითად, ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე oilnews.ge 2024 წლის 06 თებერვალს გამოქვეყნებული სტატიის მიხედვით, 2024 წლის  5 თებერვლის ვაჭრობის შედეგებით მსოფლიოს წამყვან ლონდონისა და ნიუიორკის სანავთობო ბირჟებზე ნავთობის ფასი გაიზარდა.

კერძოდ, ლონდონში Inter Continental Exchange Futures Europe-ზე (ICE Futures Europe)-Brent ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  77.99  (+   0.66)  დოლარი/ბარელზე.

 

ნიუიორკში York Mercantile Exchange-ზე (NYMEX) – Light Sweet ტიპის ნავთობის ფასმა შეადგინა  72.78   (+  0.50) დოლარი/ბარელზე.

წყარო

პრაისჰაბის ვებ-გვერდის მიხედვით, დღეის მდგომარეობით საწვავის (რეგულარის) ფასები დღეს საქართველოში 2.64 ლარიდან იწყება. წყარო

ასევე, გთხოვთ, იხილოთ ბიზნეს მედიისა და ფორბს საქართველოს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე განთავსებული სტატიები საქართველოში საწვავის მდგომარეობისა და ფასის დაანგარიშების შესახებ.


წყაროები: 1, 2

გლობალპეტროლპრაისის ოფიციალური საიტის მიხედვით, (globalpetrolprices.com) დღეის მდგომარეობით საქართველოსა და მის მეზობელ ქვეყნებში ერთი ლიტრი საწვავის ფასი ასე გამოიყურება:

1 ლიტრი საწვავის ფასი საქართველოში – 1.08 ევროს შეადგენს, რაც ლარებში დაახლოებით 3.17 ლარს შეადგენს (1.08×2.94).

1 ლიტრი საწვავის ფასი აზერბაიჯანში – 0.53 ევროს შეადგენს, რაც ლარებში დაახლოებით 1.55 ლარს შეადგენს (0.53×2.94).

1 ლიტრი საწვავის ფასი სომხეთში – 1.21 ევროს შეადგენს, რაც ლარებში დაახლოებით 3.55 ლარს შეადგენს (1.21×2.94).

1 ლიტრი საწვავის ფასი თურქეთში – 1.15 ევროს შეადგენს, რაც ლარებში დაახლოებით 3.38 ლარს შეადგენს (1.15×2.94).

წყაროები: 1, 2

 

თითქმის იდენტურ მონაცემებს ასახავს და საწვავის ფასის გაძვირებაზე საუბრობს ნავთობპროდუქტების იმპორტიორთა კავშირის ოფიციალურ ვებ-გვერდზე 2024 წლის 01 მარტს გამოქვეყნებული ქვეყნების მიხედვით დაანგარიშებული საწვავის ფასები.


წყარო

საქართველოში საწვავის ფასი იბეგრება დამატებითი ღირებულების გადასახადით, რაც შეადგენს 18%-ს და აქციზის გადასახადით, რაც ერთ მეტრულ ტონა ბენზოლზე 400 ლარს შეადგენს.

ფაქტმონიტორის დასკვნით, საქართველოში ბენზინის ფასი იმატებს, მასზე დამატებული სახელმწიფო გადასახადების, რეალიზატორების შიდა გადასახადებისა და სუფთა მოგების მარჟის გათვალისწინებით, თუმცა ჩვენი ქვეყნის საზღვრებთან არსებული მონაცემების გათვალისწინებით, ფასის კომპონენტში საქართველო ნამდვილად არ იმყოფება ყველაზე ცუდ მდგომარეობაში.

ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, გიორგი ვაშაძის განცხადება წარმოადგენს ნაწილობრივ სიმართლეს, ვინაიდან არ დასტურდება ის ფაქტი, რომ საქართველოს საზღვრამდე ერთი ლიტრის ფასი 1.65 ლარს შეადგენს, თუმცა აღნიშნული ოდენობა თითქმის ორმაგდება საქართველოში არსებული ფასების გათვალისწინებით. აღნიშნული განპირობებულია არამხოლოდ საქართველოს შიდა ფაქტორებისა გათვალისწინებით, არამედ მსოფლიოში არსებული საწვავის ფასების ზრდით.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.