...

ირაკლი კობახიძე: 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%… 2012 წელს 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30% იყო სიღარიბის დონე, ეს მაჩვენებელი შემცირდა 350 ათასამდე.

ვერდიქტი
სიმართლე

საქართველოს პარლამენტში გაიმართა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ყოველწლიური ანგარიშის მოსმენა, რომელიც ეხებოდა საქართველოს მიერ მიღწეულ წარმატებებსა და არსებულ გამოწვევებს. მთავრობის მუშაობის ანგარიშის წარდგენის დროს პრემიერ-მინისტრი შეეხო საქართველოში არსებულ სიღარიბესაც. მისი განცხადებით: „ჯერ კიდევ მაღალია სიღარიბის მაჩვენებელი და ჩვენი უმთავრესი ამოცანაა ეკონომიკის ზრდასთან ერთად მაქსიმალურად შევამციროთ ჩვენს ქვეყანაში სიღარიბე. ამ კუთხითაც 2024 წელს გვქონდა შთამბეჭდავი შედეგი, კერძოდ 2024 წელს 90 ათასმა ადამიანმა დააღწია თავი სიღარიბეს. 2012 წელს 1 100 000-ზე მეტი ადამიანი ცხოვრობდა სიღარიბის ზღვარს მიღმა, 30% იყო სიღარიბის დონე, ეს მაჩვენებელი შემცირდა 350 ათასამდე… საშუალოვადიან პერსპექტივაში ჩვენ შევძლებთ სიღარიბის სრულად დაძლევას ჩვენს ქვეყანაში, ამის გარანტი იქნება ეკონომიკური ზრდის ტემპის შენარჩუნება. 2024 წელს სიღარიბემ შეადგინა 9.4%, პირველად დაფიქსირდა ერთნიშნა მაჩვენებელი“

წყარო:
(სიღარიბის გამოწვევის შემცირების თაობაზე მოხსენება იწყება 9:40 წუთიდან)

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიხედვით, სიღარიბის აბსოლუტურ ზღვარს ქვემოთ მყოფი მოსახლეობა 2012 წელს შეადგენდა 30%-ს, ხოლო ბოლო 2024 წლის მონაცემებით აღნიშნული მაჩვენებლი ისტორიულ მინიმუმამდე, კერძოდ 9.4%-მდე არის დაყვანილი. 2023 წელს აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 11.8%-ს, რომელიც 2024 წელს შემცირებული იქნა 2.4%-ით და შეადგინა 9.4%.

აღსანიშნავია, რომ სტატისტიკის მიხედვით, 2021 წლიდან გეომეტრიული პროგრესიით, თანმიმდევრულად იკლებს სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი საქართველოს მოქალაქეების პროცენტული ოდენობა.

ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში აბსოლუტური სიღარიბის რეკორდული მაქსიმუმი დაფიქსირდა 2007 წელს – 38.8% და 2010 წელს – 37.3%. ხოლო რეკორდული მინიმუმი ფიქსირდება 2021 წლიდან დაწყებული:
2021წ. – 17.5%
2022წ. – 15.6%
2023წ. – 11.8%
2024წ. – 9.4%
ამასთან, საქართველოს მოსახლეობის სრული ოდენობა 2012 წელს შეადგენდა 3,739,300 მოსახლეს, შესაბამისად მოსახლეობის 30% შეადგენდა 1,121,790 მოქალაქეს, ხოლო 2023-მოსახლეობის სრული ოდენობა შეადგენდა 3,736,400 მოსახლეს, რომლის 2.4% შეადგენს 89,673 მოსახლეს.
რაც შეეხება 2012 წლიდან 2024 წლამდე აბსოლუტური სიღარიბის მიღმა მყოფი მოსახლეობის ოდენობის ცვლილებას, როგორც განვმარტეთ 2012 წელს აღნიშნული მაჩვენებელი შეადგენდა 1,121,790 მოსახლეს, ხოლო 2024 წელს მოსახლეობის სრული ოდენობა შეადგენდა 3,694,600 მოსახლეს, აღნიშნულ წელს კი სიღარიბის აბსოლუტური მაჩვენებელი შეადგენდა რეკორდულ მინიმუმს – 9.4%-ს, შესაბამისად, აბსოლუტური სიღარიბის ზღვარს მიღმა მყოფი მოსახლეობის რაოდენობა შემცირდა 347,292 მოსახლემდე.

ამდენად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ მოყვანილი ციფრები აბსოლუტურად რელევანტურია ოფიციალური სტატისტიკური მონაცემების მიმართ და არ შეიცავს მანიპულაციურ ინფორმაციას. მიუხედავად ციფრების მცირედი ცდომილებისა, ისინი სრულ კონტექსტზე გავლენას ვერ ახდენენ და მონაცემების დამრგვალების პრინციპის გათვალისწინებით კი ზუსტად ასახავენ რეალურ მონაცემებს, ამდენად, საქართველოს პრემიერ-მინისტრის განცხადება ფაქტმონიტორმა შეაფასა, როგორც სიმართლე.

წყარო

წყარო

წყარო

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.