...

მამუკა მდინარაძე: იყო თუ არა რუსეთ უკრაინის ომი პროქსი ომი? დიახ … ეს ფაქტი თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.

ვერდიქტი
სიმართლე

 

*  რას ნიშნავს პროქსი ომი? ეს არის კონფლიქტი, რომელშიც ორი ან მეტი ქვეყანა საომარი მოქმედებების საწარმოებლად მესამე ქვეყნებს იყენებს. პროქსი ომებში ქვეყანა-მარიონეტები უფრო ძლიერი ქვეყნების ხელით იმართებიან, ხოლო დაინტერესებული მხარეები პირდაპირ არ მონაწილეობენ კონფლიქტში. ისინი თავიანთ პროქსებს სამხედრო დახმარებით უწევენ მხარდაჭერას.

 

პარტია “ქართული ოცნების” აღმასრულებელი მდივანი და საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი მამუკა მდინარაძე კუთვნილი ფეისბუქ გვერდით გამოეხმაურა დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრას და რუსეთ-უკრაინის ომი შეაფასა. ასევე, ომის ჭრილში საქართველოსთან დაკავშირებით გააკეთა განმარტება.

„დონალდ ტრამპისა და ვლადიმერ პუტინის შეხვედრამ ყველა კითხვას გასცა პასუხი:

1. იყო თუ არა ეს ომი პროქსი ომი?

დიახ, ეს იყო დასავლეთის და რუსეთის დაპირისპირება მესამე ქვეყნის ხელით. ეს ფაქტი თავად დონალდ ტრამპმაც დაადასტურა.

2. იყო თუ არა საქართველო მოაზრებული ამ ომში?

დიახ, არა თუ მოაზრებული, არამედ გეგმის ნაწილი იყო, როგორც მეორე, პროქსი სახელმწიფო და რომ არა ჩვენი სიმტკიცე, დღეს საქართველოსგან ნანგრევები იქნებოდა დარჩენილი.

3. შეიძლებოდა თუ არა ამ ომის თავიდან აცილება?

დიახ, ამერიკელებიც და რუსებიც, ლიდერების დონეზე თანხმდებიან, რომ ეს ომი არ მოხდებოდა, თანამდებობაზე ტრამპი (ანუ შესაბამისი პოლიტიკური ნება) რომ ყოფილიყო.

4. იყო თუ არა ომისა და მშვიდობის დილემა რეალური?

რა თქმა უნდა, ეს იყო მთავრი დილემა, რომლის წინაშეც ჩვენი ქვეყანა აღმოჩნდა და ჩვენ, ქართველი ხალხის მხარდაჭერით, მივიღეთ უალტერნატივო გადაწყვეტილება, ქვეყანა და ათიათასობის ჩვენი მოქალაქის სიცოცხლე გადაგვერჩინა. ამაში მძიმე პოლიტიკური ფასიც გადავიხადეთ“.

წყარო 

ფაქტმონიტორის გადამოწმებით, დონალდ ტრამპმა რუსეთის მიერ უკრაინაში წარმოებული ომის პროქსი ბუნების შესახებ განაცხადა წინასაარჩევნო კომპანიის დროს, როდესაც ის რესპუბლიკური პარტიიდან წარდგენისთვის იბრძოდა 2024 წლის საპრეზიდენტო არჩევნებზე. მისი მოსაზრება გამოაქვეყნა ამერიკულმა ყოველკვირეულმა „ნიუსვიკ“ 2023 წლის 31 ივლისს.

რუსეთთან უკეთესი ურთიერთობის დამყარების ნაცვლად, რაზეც მე ვმუშაობდი, ახლა ჩვენ გვაქვს რუსეთთან პროქსი ომი…“ – დასძინა მან [დონალდ ტრამპმა]. „უკრაინა სრულიად განადგურებულია. უამრავი ადამიანი დაიღუპა. და ჩვენ შეიძლება მესამე მსოფლიო ომში აღმოვჩნდეთ“.

წყარო

რუსეთ-უკრაინას შორის მიმდინარე ომს პროქსი ომს უწოდებს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიოც. 2025 წლის 5 მარტს, Fox News-თან ცნობილ ინტერვიუში მან განაცხადა:

„პრეზიდენტი ტრამპი თვლის, რომ ეს არის გაჭიანურებული კონფლიქტი, რომელიც ჩიხშია. და გულწრფელად რომ ვთქვათ, ეს არის პროქსი ომი ბირთვულ ძალებს – შეერთებულ შტატებს – რომელიც ეხმარება უკრაინას და რუსეთს შორის, და ის უნდა დასრულდეს“. 

წყარო

აღნიშნულს განმარტავს თავად აშშ-ს პრეზიდენტი დონალდ ტრამპიც, 2025 წლის 6 აგვისტოს გამოქვეყნებულ ინტერვიუში:

რეპორტიორი: „რატომ უნდა განაგრძონ ამერიკელებმა [უკრაინის] არმიის დაფინანსება, რომელმაც ასე ფსკერამდე გამოფხიკა საკუთარი მოსახლეობა?“

ტრამპი: „ეს ბაიდენის ომია. ეს ჩემი ომი არ არის. მე აქ იმისთვის ვარ, რომ ამ ომიდან გამოვიდეთ“.

წყარო

ზემოთაღნიშნულ განმარტებებში მკაფიოდ ჩანს ოფიციალური ვაშინგტონის პოზიცია რუსეთ-უკრაინის ომთან მიმართებაში. აშშ-ს პირველი პირი, ისევე, როგორც მისი სახელმწიფო მდივანი, რუსეთ-უკრაინის ომს მოიხსენიებს გარე ძალების მართულ, გარკვეული პირების ინტერესებს მორგებულ პროქსი ომად, რომელიც უმოკლეს ვადებში უნდა დასრულდეს. აღნიშნული განმარტება უფრო მკაფიო და ხმამაღალი გახდა ალასკაში გამართული შეხვედრების შემდეგ, რა დროსაც ბევრ პასუხგაუცემელ კითხვას გაეცა პასუხი, ხოლო ბევრი პოზიცია გახდა უფრო მკაფიო. როგორც აღმოჩნდა, აშშ-ს პრეზიდენტის და მისი ადმინისტრაციის პოზიციასთან უნისონშია მამუკა მდინარაძის მოსაზრება, რომელიც მან კუთვნილ ფეისბუქ გვერდზე გამოაქვეყნა.

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.