...

ნინო წილოსანი: ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა ჯამურად დაახლოებით 0%-ს არის მიახლოებული

ვერდიქტი
ნახევრად სიმართლე

2 ოქტომბერს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა ნინო წილოსანმა ჟურნალისტებთან საუბრისას თქვა, რომ ჯამურად ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 0%-ს არის მიახლოებული: „იმის ფონზე, რომ ჯამურად ევროკავშირის ეკონომიკური ზრდა დაახლოებით 0%-ს მიახლოებულია, იმის პარალელურად, რომ ევროკავშირის რიგი ქვეყნების საზღვრები მუდმივად ირღვევა რუსეთის მხრიდან, იმის პარალელურად, რომ მათი მცდელობები, რამენაირად სხვა ქვეყნებში ჩაერიონ და გარკვეულწილად დააზიანონ, წარუმატებლად მიმდინარეობს, გასაკვირია თუ რაზე დებატობენ და რა რეზოლუციის მიღებას აპირებენ ევროპარლამენტში“ – განაცხადა ნინო წილოსანმა.

წყარო

ფაქტმონიტორმა სანდო წყაროებში გადაამოწმა ინფორმაცია ევროკავშირის ქვეყნების ეკონომიკური ზრდის შესახებ.

ევროპის ცენტრალური ბანკის მიერ 11 სექტემბერს გამოქვეყნებული ეკონომიკის ზრდის განახლებული შეფასების მიხედვით, ევროკავშირის ეკონომიკის ზრდის 2025 წლის პროგნოზი მეტია ივნისის მაჩვენებელზე (0.9%) და 1.2% შეადგენს; ამავე დროს 2026 წლის პროგნოზი შემცირდა 1,0%-მდე, ხოლო 2027 წლის პროგნოზი 1.3% დარჩა უცვლელი. ევროპის ცენტრალური ბანკი ევროკავშირში ინფლაციის საშუალო დონეს 2025 წელს 2.1%, 2026 წელს 1.7% და 2027 წელს 1.9% პროგნოზირებს.

https://www.ecb.europa.eu/press/pr/date/2025/html/ecb.mp250911~6afb7a9490.en.html

ევროკავშირის სტატისტიკის სამსახურის (ევროსტატი) წინასწარი შეფასებით ევროკავშირის ეკონომიკა 2025 წლის მეორე კვარტალში, პირველ კვარტალთან (0.6%) შედარებით 0.2%-ით არის გაზრდილი.

https://ec.europa.eu/eurostat/web/products-euro-indicators/w/2-30072025-ap

 

ევროკომისიის ანგარიშის მიხედვით, რომელიც 2025 წლის 19 მაისს გამოქვეყნდა, მოსალოდნელია ევროკავშირის მშპ-ს ნელი ზრდა 1.1% -ით. ეკონომიკის ზრდის შენელების ძირითად ფაქტორებად დასახელდა გლობალური ფაქტორები, აშშ-ის სავაჭრო ტარიფები, ასევე დაბალი მოხმარება და ინვესტიციები.

https://economy-finance.ec.europa.eu/publications/european-economic-forecast-spring-2025_en#:~:text=Description,ECB%202%25%20target%20this%20year.

 

ევროსტატის მიერ სექტემბრის თვეში მოწოდებული მონაცემების მიხედვით, 2025 წლის მეორე კვარტალში ეკონომიკის ზრდა დაფიქსირდა 24 ქვეყანაში და სამ ქვეყანაში შემცირდა. მშპ-ს მცირე ზრდაა დანიაში (+1.3%), ხორვატიაში და რუმინეთში (+1.2%), შემცირებაა ფინეთში (-0,4%). გერმანიაში (-0.3%) და იტალიაში (-0.1%).

წყარო

საერთაშორისო სავალუტო ფონდის შეფასებით 2025 წელს ევროკავშირის ეკონომიკა გაიზრდება 1.2%-ით.

წყარო

მსოფლიო ბანკის 2025 წლის ივნისის პრესრელიზის მიხედვით ევროზონაში ეკონომიკის ზრდა შენელდება 0.7%-მდე და საშუალოდ 0.9%- შეადგენს 2026-2027 წლებში.

წყარო

 იმის მიუხედავად, რომ ზემოთმოყვანილი პროგნოზები მცირედ განსხვავდება ერთმანეთისგან, ყველა მათგანი მიუთითებს, რომ ეკონომიკური ზრდის ტემპი ევროკავშირში არის დაბალი და გაერთიანების ზრდაზე გავლენას ახდენს კავშირის წევრი ზოგიერთი სახელმწიფოს ეკონომიკის შემცირება. ამავე დროს გადაჭარბებულია იმის თქმა, რომ ევროკავშირის ეკონომიკის ზრდა ჯამურად დაახლოებით 0% შეადგენს. შესაბამისად, ფაქტმონიტორმა ნინო წილოსანის ნათქვამი შეაფასა, როგორც ნახევრად სიმართლე.  

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.