...

რადიო თავისუფლება: “აშშ-მა 75 ქვეყანაში ვიზების გაცემა შეაჩერა – სიაშია საქართველოც”

ვერდიქტი
მანიპულაცია

რადიო თავისუფლება: “აშშმა 75 ქვეყანაში ვიზების გაცემა შეაჩერასიაშია საქართველოც

ვერდიქტი: მანიპულაცია

 15 იანვარს “რადიო თავისუფლებამ” სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა ქარდი წარწერით: „Fox News: აშშ-მა 75 ქვეყანაში ვიზების გაცემა შეაჩერა – სიაშია საქართველოც“. ვინაიდან ქარდზე ინფორმაცია მანიპულაციურად იყო წარმოდგენილი, მისი გავრცელებით გამრუდდა არსებული სურათი და მომხმარებლებს შეექმნათ შთაბეჭდილება, თითქოს შეზღუდვა ყველა ტიპის ვიზას შეეხო. 

 წყარო

 სინამდვილეში, Fox News – ის მიერ 14 იანვარს გავრცელებულ ინფორმაციაში საუბარი იყო მხოლოდ საიმიგრაციო ვიზებზე – არა არასაიმიგრაციოებზე (როგორიცაა ტურისტული, სტუდენტური, სამუშაო ან სხვა კატეგორიები). აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტიდან მიღებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით Fox News -მა, განაცხადა, რომ 21 იანვრიდან დეპარტამენტი საიმიგრაციო ვიზების გაცემას უჩერებს 75 ქვეყნის მოქალაქეებს და ასევე იწყებს განაცხადების შემოწმების და არჩევის პროცედურების გადახედვას, რათა ვიზები არ მიიღონ იმ პირებმა, ვისი შენახვაც შეიძლება შემდგომში ტვირთად გადაექცეს აშშ-ის მოსახლეობას.     

შესაბამისად, ქარდზე ინფორმაციის გატანისას კრიტიკულად მნიშვნელოვანი კონტექსტის გამოტოვებით მოხდა ფაქტის დამახინჯება, რასაც მოჰყვა დაბნეულობა და დაძაბულობის ზრდა ქართულენოვანი სოციალური ქსელების მომხმარებლებს შორის. შექმნილი აჟიოტაჟის და საზოგადოებაში გაჩენილი გაურკვევლობის ფონზე საქართველოში აშშ-ის საელჩომ გაავრცელა სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური განმარტება, რომელშიც ნათქვამია, რომ აშშ-ის მიერ საიმიგრაციო ვიზების დროებითი შეჩერება არ ვრცელდება ტურისტულ ვიზებზე. მიღებული გადაწყვეტილება შეეხება მხოლოდ საიმიგრაციო ვიზების აპლიკანტებს, ანუ იმ პირებს, რომლებიც შეერთებულ შტატებში მუდმივი ცხოვრების უფლების მიღებას ისახავენ მიზნად.

 ამავე განცხადებაში ხაზგასმულია, რომ ტურისტული ვიზები არასაიმიგრაციო კატეგორიას მიეკუთვნება და მათი გაცემის პროცესი გრძელდება ჩვეულ რეჟიმში. ხოლო გავრცელებული ინტერპრეტაციები, თითქოს ვიზების შეჩერება ყველა კატეგორიას შეეხო, არ შეესაბამება რეალობას და არ ასახავს გადაწყვეტილების შინაარსს. სახელმწიფო დეპარტამენტის განმარტება მიზნად ისახავდა საზოგადოების ინფორმირებას და იმ არასწორი შთაბეჭდილებების გაქარწყლებას, რომლებიც არასრულად ან კონტექსტის გარეშე გავრცელდა.

 წყარო

 შეგახსენებთ, რომ 75 „მაღალი რისკისმქონე ქვეყნის სია მოიცავს რამდენიმე კონტინენტს, ასევე საქართველოს მეზობლებსსომხეთს, აზერბაიჯანსა და რუსეთს, ასევე მოლდოვას, კოსოვოს და ჩრდილოეთ მაკედონიას, აფრიკის, აზიის და ლათინური ამერიკის რიგ ქვეყნებთან ერთად.

 „პრეზიდენტმა ტრამპმა მკაფიოდ განაცხადა, რომ იმიგრანტები უნდა იყვნენ ფინანსურად თვითკმარნი და არ უნდა წარმოადგენდნენ ფინანსურ ტვირთს ამერიკელებისთვის“, – ნათქვამია სახელმწიფო დეპარტამენტის განცხადებაში. „სახელმწიფო დეპარტამენტი ახორციელებს ყველა პოლიტიკის, რეგულაციისა და სახელმძღვანელო დოკუმენტის სრულ გადახედვას, რათა უზრუნველყოს, რომ მაღალი რისკის მქონე ქვეყნებიდან ჩამოსული იმიგრანტები არ გამოიყენებენ სოციალურ დახმარებას შეერთებულ შტატებში და არ გახდებიან საჯარო ტვირთი“.

 გამონაკლისის სახით, ორმაგი მოქალაქეობის მქონე პირებზე, რომლებიც განაცხადს წარადგენენ იმ ქვეყნის მოქმედი პასპორტით, რომელიც ზემოთ ჩამოთვლილ სიაში არ შედის, ეს შეჩერება არ გავრცელდება.

 ქვეყნები რომელთაც შეეხო საიმიგრაციო ვიზების შეჩერება:

ავღანეთი

 

გრენადა

 

კოლუმბია

 

მონღოლეთი

 

სამხრეთ სუდანი

 

აზერბაიჯანი

 

გვატემალა

 

კონგოს რესპუბლიკა

 

ნეპალი

 

სუდანი

 

ალბანეთი

 

გვინეა

 

კოსოვო

 

ნიგერია

 

სომხეთი

 

ალჟირი

დომინიკის თანამე

გობრობა

 

კოტდივუარი

 

ნიკარაგუა

ტაილანდი

 

ანტიგუა და ბარბუდა

ეგვიპტე

 

კონგო

პაკისტანი

 

ტანზანია

 

ბანგლადეში

 

ეთიოპია

კუბა

რუანდა

 

ტოგო

 

ბარბადოსი

 

ერიტრეა

ლაოსი

რუსეთი

 

 

ტუნისი

 

ბაჰამის თანამეგობრობა

 

ერაყი

ლიბანი

 

საქართველო

 

უგანდა

 

ბელარუსი

 

იამაიკა

ლიბერია

სენეგალი

 

უზბეკეთი

 

ბელიზი

 

იემენი

 

ლიბია

 

სენტვინსენტი და გრენადინები

 

ურუგვაი

 

ბრაზილია

 

იორდანი

მაკედონია

 

სენტლუსია

 

ფიჯი

 

ბოსნია

ირანი

 

მაროკო

 

სენტკიტსი და ნევისი

 

ქუვეითი

 

ბუტანი

 

კაბოვერდე

 

მიანმარი

 

სიერალეონე

 

ყაზახეთი

 

გამბია

 

კამბოჯა

 

მოლდოვა

 

 

სირია

 

ყირგიზეთი

 

განა

 

კამერუნი

მონტენეგრო

სომალი

ჰაიტი

 

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

 

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.