...

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ ბრიფინგზე განაცხადა, რომ უდიდესი გამოწვევების მიუხედავად ქვეყნის ეკონომიკა ევროპაში პირველ ადგილზეა.

ვერდიქტი
მეტწილად სიმართლე

საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ პარტია ქართული ოცნების ოფისში გამართულ ბრიფინგზე საქართველოს მიერ გავლილ გამოწვევებზე ისაუბრა. საუბრის დროს მან აღნიშნა, რომ მიუხედავად მრავალი რთული გამოწვევისა საქართველომ მოახერხა, რომ ეკონომიკის ზრდის მიხედვით, საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა (ბრიფინგის 17:30 წუთი).


წყარო

 

პარტია ქართული ოცნების ოფისში გამართული ბრიფინგის შემდეგ, ფაქტმონიტორმა გადაამოწმა უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის განცხადება საქართველოს ეკონომიკურ ზრდასთან და ევროპაში პირველობასთან დაკავშირებით.

 

საერთაშორისო სავალუტო ფონდის ოფიციალურ საიტზე განთავსებული სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში 2024 წელს მთლიანი შიდა პროდუქტი 7.6%-ით გაიზარდა. აღნიშნული ზრდის მაჩვენებლით საქართველო ევროპაში პირველ ადგილზეა.

 

წყარო

 

აღნიშნული ეკონომიკური მაჩვენებლის ზრდაზე საუბრობს საქართველოს ინტერნეტ მედიებიც.

 

წყარო
 

ამდენად, მართალია მამუკა მდინარაძე არ ასახელებს თუ კონკრეტულად რა მიმართულებით არის გაზრდილი ეკონომიკური მაჩვენებელი, შესაბამისად, რა მაჩვენებელში აქვს საქართველოს ევროპაში საუკეთესო შედეგი. თუმცა ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი – მშპ 2024 წელს გაზრდილია 7.6%-ით, რაც ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, ევროპის ქვეყნებში საუკეთესო მაჩვენებელს წარმოადგენს. შესაბამისად, ფაქტმონიტორმა გადაწყვიტა, რომ მამუკა მდინარაძის ნათქვამი მეტწილად სიმართლეს წარმოადგენს.

 

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე  ბმული

 

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.