ქარდზე, რომელიც ფეისბუქით გავრცელდა, მოცემულია ირაკლი კობახიძის ფოტო წარწერით: „ფაშისტურ გერმანიასთან მებრძოლ გმირებთან ერთად, ჩვენ უკრაინასთან მებრძოლ რუს გმირებსაც ვაღიარებთ გმირებად. თუმცა რუსეთს იმავეს ვერ მოვთხოვთ, რადგან ჩვენმა „გმირებმა” 2008-ში ძალიან აწყენინეს გმირებს.” მეტი დამაჯერებლობისთვის ქარდზე დატანილია მედია ტაბულას ლოგო. ის გააზიარა ფეისბუქანგარიშმა შალვა მუკერიამ, ასევე გავრცელდა ფეისბუქ ჯგუფში „ჩაანაცვლე”.
ფაქტმონიტორმა ციტატა გადაამოწმა, როგორც მოსალოდნელი იყო მსგავსი განცხადება არ მოიძებნა საქართველოს პრემიერ-მინისტრის ოფიციალურ გვერდზე, ან რომელიმე ოფიციალურ სამთავრობო გვერდზე. სიცრუე უწოდეს გავრცელებულ ინფორმაციას საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაშიც. ადმინისტრაციის სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა მიხეილ ფეიქრიშვილმა განაცხადა, რომ საქმე გვაქვს სიცრუესთან და საქართველოს პრემიერ-მინისტრს არსად, არცერთ პლატფორმაზე მსგავსი რამ არ უთქვამს, შესაბამისად აღნიშნული სიტყვები მას არ ეკუთვნის.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ცხადია რომ საქმე გვაქვს მორიგ ყალბ ამბავთან, რომელიც გადმოცემულია ფოტომასალისა და ციტატის სინთეზის სახით. შესაბამისად, ფაქტმონიტორმა აღნიშნულ სტატიას მიანიჭა ვერდიქტი – ყალბი ამბავი.
შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე წყარო


