...

ფეისბუქში ვრცელდება ქართული ოცნების და ნაციონალური მოძრაობის მხარდამჭერი სატირული ბანერები

ვერდიქტი
სატირა

ფეისბუქში ვრცელდება პოზიციის და ოპოზიციის მხარდამჭერი სატირული ბანერები

ვერდიქტი: სატირა  

საარჩევნო კონტექსტიდან გამომდინარე, ქართულენოვან ფეისბუქში პოპულარობით სარგებლობს პოლიტიკური სატირა, რომელიც ყალბი ბანერების ფორმით არის მოწოდებული.

მაგ, დღეს ვირუსულად გავრცელდა ყალბი ვიდეო, სადაც ჩანსქართული ოცნებისგაყალბებული საარჩევნო ბანერი ქალაქ გორში. სლოგანში სიტყვებიმხოლოდ მშვიდობით ღირსებითა და კეთილდღეობით  ევროპისკენ“– შეცვლილია სიტყვებით  მხოლოდ ბოდიშით მუხლებზე დგომით დათმობით რუსეთისკენ“. არის წარწერაცშიგ გორში, როგორც ხაზგასმა ბიძინა ივანიშვილის სიტყვით გამოსვლაზე გორის მოსახლეობის წინაშე, წინასაარჩევნო რეგიონალური ტურნეს ფარგლებში, სადაც „ქართული ოცნების“ საპატიო თავჯდომარემ ბოდიშის მოხდაზე ისაუბრა.  

წყარო

 


რეალური ბანერი

მთავრობის მხარდამჭერი ანგარიშების მიერ გავრცელებულ სატირულ ბანერზე (გამავრცელებლებს შორის არის პოსტვ ჟურნალისტი გია აბაშიძეც), გამოსახულია აშშ ელჩი საქართველოში რობინ .დანიგანი, რომელიც მოგვიწოდებს: „ხმა მიეცით ნაციონალურ მოძრაობას. აშშ-ის ელჩი“. ბანერის წითელ ფონზე ჩანს წარწერაც „თუ 5-ს არა, 4,9, ან 25-ს მაინც“. ბანერი აშარჟებს საელჩოს გზავნილების რიტორიკას, ამბობს, რომ აშშ ოპოზიციას უჭერს მხარს.

 

წყარო

უნდა ითქვას, რომ ყალბი ბანერები შექმნილია ადამიანების პოლიტიკურ წარმოდგენებზე გავლენის მოხდენის მიზნით, პოლიტიკური მოვლენებისადმი მათი დამოკიდებულებების შესაცვლელად.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.