...

შალვა პაპუაშვილი ევროკავშირის ელჩის შესახებ პოზიციას აფიქსირებს

ვერდიქტი
ვერდიქტის გარეშე

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მოიყვანა ცალკეული მაგალითები და გააკრიტიკა ევროკავშირის ელჩი, პაველ ჰერჩინსკი. მან გააკტირიკა ევროკავშირის ელჩი და აღნიშნა, რომ დიპლომატის მოქმედებები მიმართულია კონკრეტული პარტიის წინააღმდეგ არსებული ინტერესის გატარებისკენ.

 

წყარო (12:57 წუთიდან)

„ფაქტმონიტორმა“ შეისწავლა საკითხი. კერძოდ, იგი დაინტერესდა ევროკავშირის ელჩის საჯარო განცხადებებით და ამისთვის დაეყრდნო მედიაში გავრცელებულ რამდენიმე ინტერვიუსა თუ პუბლიკაციას. ფაქტომონიტორი მკითხველს თითოეულ მათგანს წარმოუდგენს:

2024 წლის 4 ოქტომბერი − ელჩი აკრიტიკებს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებს. წყარო და მას მოიხსენიებს ტერმინებით: „აღმაშფოთებელი“, „სამარცხვინო“, „შემზარავი“ (წყარო).

2024 წლის 7 ოქტომბერი ეხება პრეზიდენტის იმპიჩმენტზე და მასთან დაკავშირებით განმარტავს თავის პოზიციას. 2024 წლის 18 ოქტომბერი − ციტირება: „არავის სურს რიგითი მოქალაქეების დასჯა, მაგრამ მოგვიწევს რეაგირება საქართველოს მთავრობის ქმედებებზე, განცხადებებზე, გადაწყვეტილებებზე. იმედი გვაქვს, არჩევნები ჩატარდება საერთაშორისო სტანდარტების მიხედვით, თუ ასე არ მოხდება, მზად ვართ ჩვენს ხელთ არსებული ბერკეტები გამოვიყენოთ. სანქციების დაწესება ადვილი არ არის, მას სჭირდება ერთსულოვანი გადაწყვეტილება, მაგრამ ვიზალიბერალიზაციის შეჩერებას ყველა წევრის თანხმობა არ სჭირდება. ეს არჩევნები გადამწყვეტია, მოგიწოდებთ, მიდით არჩევნებზე, თქვენი ხმა მნიშვნელოვანია. ძალაუფლება თქვენს ხელშია, გადაწყვიტოთ თქვენი ქვეყნის მომავალი“. წყარო

2024 წლის 18 ოქტომბერი − ციტირება: „თუ ქართველი ხალხი აირჩევს ცხოვრებას ერთპარტიულ ქვეყანაში, სადაც პოლიტიკური ოპოზიცია აკრძალულია, სამოქალაქო საზოგადოება თავისუფლად ვერ ფუნქციონირებს, არ არის დამოუკიდებელი მედია და თითოეული ინდივიდის უფლებები დაცული არ არის, საქართველო ვერასოდეს გახდება ევროკავშირის წევრი“. წყარო

2024 წლის 22 ოქტომბერი − ელჩმა გააკეთა განცხადება, რომლითაც მოუწოდა მოსახლეობას არჩევნებზე მისვლაზე. მან ასევე დასძინა, რომ ხალხს უნდა აერჩია მთავრობა, რომელიც მათ მისწრაფებებსა და სურვილებს შეესაბამებოდა. აღნიშნულის შემდეგ კი პოზიტიურ კონტექსტში შეეხო 2024 წლის 20 ოქტომბრის აქციას (სიტყვებით: „კვირა“ დღეს, რაც კავშირშია აღნიშნულ პერიოდთან), რომლის ფარგლებშიც განმარტა, რომ ახალგაზრდა თაობა (შვილები) „იმსახურებენ უკეთეს მომავალს“. წყარო

2024 წლის 22 ოქტომბერი − საქართველოს ევროინტეგრაციის პროცესი შეჩერებულია და ქვეყანა ევროკავშირს შორდება. წყარო

შესაბამისად, „ფაქტმონიტორმა“ შეისწავლა საკითხი და თვლის, რომ ევროკავშირის ელჩის განმარტებები ნამდვილადაა გაკეთებული. შესაბამისად, შალვა პაპუაშვილი ეხმიანება სწორედ მის პოზიციას (კრიტიკა).

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ ვებგვერდზე

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.