...

FRANCE 24 ავრცელებს ინფორმაციას რომ ემანუელ მაკრონმა კიევში ვიზიტი თავდასხმის შიშით გადადო

ვერდიქტი
მცდარი

FRANCE 24 ავრცელებს ინფორმაციას რომ ემანუელ მაკრონმა კიევში ვიზიტი თავდასხმის შიშით გადადო

ვერდიქტი: სიცრუე

რუსული საინფორმაციო საშუალებები, FRANCE 24 დაყრდნობით, ავრცელებენ ინფორმაციას, თითქოს საფრანგეთის პრეზიდენტის კიევში ვიზიტის გადადების მიზეზი არის FRANCE 24 წამყვანის მიერ, საინფორმაციო გადაცემაში ნათქვამი ინფორმაცია, მასზე შესაძლო თავდასხმის შესახებ.

 

https://youtu.be/BQN7Hy9ZTcU

16 თებერვალს, გამოშვებაში Truth of Fake, თქვეს, რომ FRANCE 24 გაყალბების მსხვერპლი გახდა. წამყვანის ხმა, რომელიც გადაცემის ფრაგმენტში ისმის, ხელოვნური ინტელექტით არის იმიტირებული. FRANCE 24 წამყვანი თითქოს ამბობს, რომ საფრანგეთის პრეზიდენტმა უკრაინაში ვიზიტი იმ  შეთქმულების შიშით გადადო, რომელიც მის მოკვლას ისახავს მიზნად.

მასალა გავრცელდა როგორც სოციალური მედიით facebook, Instagram და X, ასევე კრემლის მიერ კონტროლირებადი ტელევიზიებით.

თავდაპირველად სიყალბე გაავრცელა პრორუსულმა პროპაგანდისტულმა გამოშვებამ Pravda.fr.  გამოაშკარავების შემდეგ მათ უკან არ დაიხიეს და FRANCE 24 წარმომადგენლებს უპასუხეს, რომ მათი ინფორმაცია სიმართლეა.  

ფაქტ-მონიტორის აზრით ინფორმაცია, რომელიც გაავრცელა Pravda.fr,    არის სიცრუე და მიზნად ისახავს გავლენა მოახდინოს საზოგადოებრივ აზრზე, თითქოს უკრაინაში მაკრონის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება და ევროპის ქვეყნების მოსახლეობის სიცოცხლისთვის საშიში მდგომარეობა, რომელიც უკრაინაშია შექმნილი, უკრაინულ მხარეს დააბრალოს. 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.