...

ფაქტოლოგია

რისი მიღწევა უნდათ ადამიანებს ხმების გავრცელებით?
ხმები არის ამბავი ან ინფორმაცია რომელიც ფართოდ ვრცელდება. ჭორებისგან
განსხვავებით, რომელიც ეხება პირად საკითხებს, ხმები უკავშირდება რაღაც
დაფარულის კოლექტიურად გააზრებას და ცხოვრების უფრო დიდ სფეროს მოიცავს.
პრობლემურ სიტუაციაში, რომელიც გაუგებარია ჩვენთვის, ან შეიცავს მუქარას –
ადამიანები მივმართავთ ჯგუფს ან ჯგუფურ აზროვნებას, რომ გავერკვეთ მოვლენების
არსში და ეფექტურად ვიმოქმედოთ. ეს ჯგუფური განხილვები წარმოქმნის ხმებს. სხვა
სიტყვებით რომ ვთქვათ ხმები არის ჯგუფური ინტერპრეტაციის პროდუქტი,
ერთობლივი მცდელობა ჯგუფის ნაწილისთვის გაუგებარი მოვლენების გააზრების და
ახსნის.
ხმების გავრცელების მოტივები უკავშირდება სოციალური მიზნების მიღწევას. კვლევები
ადასტურებს, რომ სოციუმთან ურთიერთობისას ადამიანი ემსახურება ერთ ან
რამდენიმე მიზანს სამი მიზნიდან: იმოქმედოს ეფექტურად, ააწყოს და შეინარჩუნოს
ურთიერთობები და მართოს მისთვის ხელსაყრელი აღქმა საკუთარი თავის. ეს
უკანასკნელი ყველაზე ანგარებიანი მიზანია. სოციალური ურთიერთობების დროს ამ
მიზნის მსახურებით ადამიანები ცდილობენ საკუთარი ღირსების გრძნობის
განმტკიცებას და თვითშეფასების ასამაღლებლად იყენებენ სოციალურ გარემოებებს.
ხმების გავრცელებაში ეს მიზნები წარმოდგენილია სამი მოტივით: ფაქტების დადგენით,
ურთიერთობების გაუმჯობესებით და თვითგაუმჯობესებით.
ფაქტების დადგენამდე მივყევართ ეფექტური მოქმედების მიზანს, რადგან ეფექტური
მოქმედებისთვის ჩვენ გვჭირდება სარწმუნო და ზუსტი ცოდნა გარემოებების. ეს მიზანი
გვაძლევს სანდო ინფორმაციის მოპოვების და გავრცელების მოტივაციას. ჩვენ
ვცდილობთ მოვიპოვოთ ზუსტი ცნობები, ვაფასებთ და ვადარებთ იმ ცოდნას რომელიც
გვაქვს ან ვამოწმებთ წყაროს.
ურთიერთობების გაუმჯობესების მოტივაცია უკავშირდება რეპუტაციაზე ზრუნვას.
სოციალურ ქსელში სანდო წყაროს სახელი რომ შევინარჩუნოთ, ვიწყებთ იმ
ინფორმაციის გავრცელებას, რომლის სიზუსტეში თავად ვართ დარწმუნებული. ასევე
დიდ მნიშვნელობას ვანიჭებთ ხმების შერჩევას – ვცდილობთ ადამიანს გადავცეთ ის
ინფორმაცია, რომელიც ჩვენი წარმოდგენით მისთვის აქტუალური უნდა იყოს. .
თვითგაუმჯობესების მოტივაციის დიაპაზონი ფართოა. ის მერყეობს პირადი გამორჩენის
მიზნით ხმების აშკარა და შეგნებულ გავრცელებასა და ანგარებიანი ხმების
არაცნობიერად არჩევას და გავრცელებას შორის.
მოტივების გააქტიურება ხდება სიტუაციის მიხედვით. როდესაც რომელიმე სოციალურ
მიზანს საფრთხე ემუქრება, მისი შესაბამისი მოტივი იწყებს მუშაობას. სიტუაციაში,
რომელიც საფრთხეს უქნის ეფექტური მოქმედების მიზანს, ვიწყებთ ზუსტი
ინფორმაციის ძებნას, რომ ვითარებაში გავერკვეთ და შესაძლო შედეგებისთვის
მოვემზადოთ. თუ ჯგუფი ან პიროვნებაა საფრთხის წინაშე, აქტიურდება თვითგაუმჯობესების მოტივაცია. ამ შემთხვევაში ნაკლებად გვაინტერესებს ხმების
სიზუსტე, ჩვენ გვაინტერესებს რამდენად დაგვეხმარება ისინი თვითგაძლიერებაში.
სიტუაცია, სადაც საფრთხე ემუქრება ურთიერთობის გაუმჯობესების მოტივს,
აძლიერებს ჯგუფის მიერ მოწონებული ხმების რწმენას. გავრცელება ხდება ინტერესის
ობიექტის ყურადღების მისაპყრობად და შესანარჩუნებლად.
მოტივები ზოგჯერ ქმნიან ტანდემებს. ხშირად წყვილდება ურთიერთობის
გაუმჯობესების და თვითგაუმჯობესების მოტივი. მაგ. იმ ხმების გადაცემა რომლებიც
პოზიტიურია შიდა ჯგუფისთვის, ხელს უწყობს თვითგაუმჯობესებას (ამაღლებს ხმების
გადამცემის თვითშეფასებას) და კარგ შთაბეჭდილებას ახდენს ჯგუფის წევრებზე
(აუმჯობესებს გადამცემის ურთიერთობებს). იგივე ეფექტი აქვს ხმებს, რომლებიც
ნეგატიურია გარე ჯგუფისთვის. ისინიც ამაღლებენ შიდა ჯგუფის წევრების
თვითშეფასებას და ამტკიცებენ მათ შორის ურთიერთობებს. მოტივები ზოგჯერ
კონკურენციაში არიან. მაგ. გარე ჯგუფის წევრისთვის შიდა ჯგუფის შესახებ
პოზიტიური ხმების მიწოდება ამაღლებს გადამცემის თვითშეფასებას, მაგრამ
სავარაუდოდ ურთიერთობების განმტკიცებას არ უწყობს ხელს. ყველა (სამივე) მოტივი
შეიძლება დაკმაყოფილდეს მაგ. ეთნიკურ-რელიგიურ თემებთან დაკავშირებული
ხმებით. მათ ხანგძლივი სასიცოცხლო ციკლი და შედეგების მნიშვნელოვნება
გამოარჩევს.

გამოყენებული მასალა: Rumor psychology Social and Organizational Approaches (Nicholas
DiFonzo and Prashant Bordia)

Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.