ჩვენს შესახებ
მეთოდოლოგიები
ეთიკის კოდექსი
სარედაქციო საბჭო
სამართლებლივი სტატუსი
სარედაქციო კოდექსი
ჩვენი გუნდი
შესწორება/საჩივრები
პროექტის მხარდამჭერები
კონტაქტი
თარიღი:
ნოემბერი 15, 2025
მთავარი
ვერდიქტები
ვერდიქტის გარეშე
მცდარი
მეტწილად მცდარი
მანიპულაცია
სიმართლე
მეტწილად სიმართლე
ნახევრად სიმართლე
პოზიცია არ შეუცვლია
პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
პოზიცია შეცვალა
სატირა
ყალბი ამბავი
განცხადებები
გამჭვირვალობა
ქვიზი
ფაქტოლოგია
კონტაქტი
ჩვენს შესახებ
მთავარი
ვერდიქტები
ვერდიქტის გარეშე
მცდარი
მეტწილად მცდარი
მანიპულაცია
სიმართლე
მეტწილად სიმართლე
ნახევრად სიმართლე
პოზიცია არ შეუცვლია
პოზიცია ნაწილობრივ შეცვალა
პოზიცია შეცვალა
სატირა
ყალბი ამბავი
განცხადებები
გამჭვირვალობა
ქვიზი
ფაქტოლოგია
კონტაქტი
ჩვენს შესახებ
ქვიზი
მოგესალმებით ფსიქოქვიზი - ზე
2008 წელს ყალბი ამბავი გაავრცელა ტელეკომპანიამ BBC, პინგვინების ახალ სახეობაზე, რომელიც მეცნიერებმა სამხრეთ პოლუსზე აღმოაჩინეს. ერთ-ერთი მეცნიერი საუბრობდა ფრთამოკლე და ჩაპუტკუნებულ ჩიტებზე, შემდეგ გვაჩვენა სამხრეთ ამერიკაში მათი გადაფრენა. პინგვინები იქ მზეზე გასათბობად გაფრინდნენ. ეს იყო საპირველაპრილო ხუმრობა და სიუჟეტის გასაკეთებლად გამოიყენეს ის ძირითადი პრინციპები, რომელთა დაცვაც ყალბი ამბის "სწორად" გაკეთების აუცილებელ პირობად ითვლება. რომელია ეს პრინციპები?
შესაბამისობა მიზნობრივი აუდიტორიის ძირითად წარმოდგენებთან
ავტორიტეტული წყაროს მითითება
რეალურ ინფორმაციში დეზინფორმაციის ჩართვა
ყველა ზემოთთქმული
1757 წელს, ხრესილის ბრძოლაში, სადაც ქართველებს იმერეთის მეფე სოლომონ I მეთაურობდა, ხოლო ოსმალებს თავადი ლევან აბაშიძე, ქართველებმა მოსაგებად ხერხს მიმართეს. თენგიზ წოწონავას წიგნში მოყვანილი ცნობის მიხედვით, ოკრიბელი ბრეგვაძე ავარდა მაღალ ხეზე და ბოხი ხმით ყვიროდა "წახდა თათრის ჯარი, გაიმარჯვა იმერთა მეფემ!" - ოსმალები შეშინდნენ და აირიენ. გამწარებულმა ლევან აბაშიძემ თოფი მოიმარჯვა "ცრუ მახარობლის" გასაჩუმებლად, მაგრამ სროლა ვეღარ მოასწრო და თავად დაეცა გულგანგმირული. სოლომონ მეფის მეომარმა მტრის დეზორგანიზებისთვის გამოიყენა:
ყალბი ამბავი
მოწინააღმდეგის რეპუტაციის შესალახად გავრცელებული ნამდვილი ინფორმაცია
ჭორი
მოარული ხმა
საფრანგეთში, 1917 წლის საპრეზიდენტო არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, საღამოს 19 საათზე, დოკუმენტების გაცვლის ანონიმური გვერდით Pastebin, გავრცელდა დიდი საქაღალდე, სახელწოდებთ EMLEAKS - ემანუელ მაკრონის პირადი მიმოწერით. მნიშვნელოვანი იყო გამოქვეყნების დრო, რადგან რამდენიმე საათში "სიჩუმის დღე" იწყებოდა. ჟურნალისტები განსაკუთრებული სიფრთხილით მოეკიდნენ ამ დოკუმენტებს, თუმცა სკანდალის გავრცელებაში აქტიურად ჩაერთნენ პოლიტიკური აქტივისტები მთელი მსოფლიოდან. მაკრონის გუნდმა „სიჩუმის დღის“ დადგომამდე 5 წუთით ადრე გამოაქვეყნა პრეს-რელიზი და მოპარული ფოსტის გამოქვეყნების ფაქტი დაგმო. მათი განცხადებთ მაკრონი "მასშტაბური და კოორდინირებული მეკობრეობის" მსხვერპლი გახდა. ეს ფაქტი არის:
ყალბი ამბის გავრცელება
ტექნიკური შეცდომა
დეზინფორმაციის გავრცელება
ნამდვილი ინფორმაციის გავრცელება, მოწინააღმდეგის რეპუტაციის შესალახვის მიზნით
შენი აზრით რამდენი გამოიცანი? დააჭირე დადასტურებას
Time's up
BannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.