...

დეზინფორმაცია: რუმინელი გულშემატკივრები შეძახილებით „პუტინ, პუტინ“ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ უკრაინელ ფეხბურთელებზე

ვერდიქტი
მცდარი

დეზინფორმაცია: რუმინელი გულშემატკივრები შეძახილებით „პუტინ, პუტინ“ ფსიქოლოგიურ ზეწოლას ახდენდნენ უკრაინელ ფეხბურთელებზე

ვერდიქტი: მცდარი

რუმინელი გულშემატკივრები უსაფუძვლოდ დაადანაშაულეს. დეზინფორმაციაა, თითქოს ევრო24 -ზე უკრაინა-რუმინეთის მატჩის დროს რუმინელი გულშემატკივრები სტადიონზე რუსეთის პრეზიდენტის გვარს სკანდირებენ და დნრ-ს დროშას აფრიალებდნენ.

წყარო

ივნისს რუსული პროკრემლისტური მედიასივრცე მოიცვა დეზინფორმაციამ, თითქოს რუმინელმა გულშემატკივრებმა მოწინააღმდეგე გუნდის დემორალიზაციითვის უკრაინაში მიმდინარე ომი გამოიყენეს. ვიდეო, მათი ყალბი შეძახილებით „პუტინ, პუტინ“, პირველად Telegram-ზე გამოჩნდა, საიდანაც სხვადასხვა სოციალური ქსელების მომხმარებლებმა გადააზიარეს. გავრცელდა გაყალბებული ფოტოც, სადაც რუმინელ გულშემატკივარს დნრ-ის (დონეცკის სახალხო რესპუბლიკის) დროშა უჭირავს.

კრემლის პოლიტიკის მხარდამჭერები „დროშის გამოჩენას“ განსაკუთრებული სიხარულით შეხვდნენ, ჩათვალეს რა, რომ „რუმინელებმა გონებამახვილურად აუარეს გვერდი უეფას აკრძალვას“. შეგახსენებთ, რომ გერმანია-შოტლანდიის და სერბეთი-ინგლისის მატჩებზე რუსეთის დროშების გამოჩენის შემდეგ უეფამ გაამკაცრა კონტროლი ტრიბუნებზე რუსეთის დროშების გამოჩენის აღსაკვეთად (ისევე როგორც ისრაელის და პალესტინის).

 

 

სიცრუე გამოააშკარავა უკრაინის სახელმწიფო ორგანიზაციამ, სტრატეგიული კომუნიკაციების და საინფორმაციო უსაფრთხოების ცენტრმა ЦСКІБ -მა. მათ განცხადებას უკრაინული საინფორმაციო სააგენტო UNN ავრცელებს.

წყარო

ვიდეო არის ფეიკი. ფეიკის შემქმნელებმა ჩაანაცვლეს ხმოვანი ბილიკი. ამასთან, ფეიკის ავტორებმა გამოიყენეს უკრაინელი გულშემატკივრების საქვეყნოდ ცნობილი შეძახილი პუტინზე, რომელსაც ნაწილი მოაჭრეს. თვითონ იცით რა სიტყვაც მოჭრეს ფეიკების შემქმნელებმა“ – ნათქვამია განცხადებაში.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.