...

მანიპულაცია: სომხეთში აშშ-ის საელჩო საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდებს გამოიჩინონ პასუხისმგებლობა და თავი შეიკავონ ძალადობისგან

ვერდიქტი
მანიპულაცია

ვერდიქტი: მანიპულაცია

13 ივნისს სოციალურ ქსელში ტელეკომპანიებმა „იმედი“ და POSTV, საკუთარი ფეისბუქ- გვერდებით გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის თანახმად სომხეთში აშშ-ს საელჩომ საპროტესტო აქციის მონაწილეებს მოუწოდა შეკრების თავისუფლების უფლება გამოიყენონ პასუხიმგებლობით და ძალადობისგან თავის შეკავებით.

წყარო

წყარო

ციტატა, რომელიც ორივე გვერდს ქარდზეც აქვს დატანილი, მანიპულაციურად არის ამოღებული სომხეთში ამერიკის საელჩოს განცხადებიდან, ორმაგი სტანდარტების პოლიტიკაზე მინიშნების მიზნით. შესაბამისად მომხამრებელმა ჩათვალა, რომ ამერიკის შეერთებული შტატები საქართველოს და სომხეთის მიმართ განსხვავებულ მიდგომებს იყენებს. მათი უმრავლესობის შეფასებები აგრესიული და ირონიული იყო: „ფაშიანიანი მაგათია“, „როგორც უნდათ ისე ჭრიან და კერავენ“, „სასომხეთში არ მოსწონთ აქციის მონაწილეები“ და ა.შ.

სინამდვილეში, სომხეთში ამერიკის საელჩო, ქვეყანაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, მიმართავს ორივე მხარეს, ოპოზიციას და მთავრობას, და მოუწოდებს მათზე დაკისრებული პასუხიმგებლობების შესაბამისად იმოქმედონ.

განცხადების მეორე ნაწილში, რომელიც ტელეკომპანია „იმედს“ მხოლოდ კომენტარებში აქვს მითითებული, ნათქვამია: „არ ჩვენ ასევე მოვუწოდებთ სამართალდამცველ ორგანოებს, შეინარჩუნონ წესრიგი ისე, რომ დაიცვან მოქალაქეთა უფლებები გამოხატვისა და შეკრების თავისუფლებაზე, და გამოიძიონ ნებისმიერი ინციდენტი, რომლის დროსაც შეიძლება დაირღვეს პროცედურები, მათ შორის ჟურნალისტებთან დაკავშირებით, რომლებიც აშუქებენ დემონსტრაციებს“.

წყარო

ფაქტმონიტორი შეგახსენებთ, რომ სომხეთის დედაქალაქში პარლამენტის წინ კარვებია გაშლილი და 20 აპრილიდან მიმდინარეობს მასშტაბური საპროტესტო აქციები პრემიერ-მინისტრის გადადგომის მოთხოვნით. აქციების განმავლობაში დააკავეს ათეულობით ადამიანი, დაშავებულია ასზე მეტი, მათ შორის არიან სამართალდამცველები და ჟურნალისტები.

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.