...

აშშ-ში არარეგალურად შესული ქართველები თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ

ვერდიქტი
მანიპულაცია

აშშ-ში არარეგალურად შესული ქართველები თავშესაფარს ვეღარ მიიღებენ

ვერდიქტი: მანიპულაცია

ქართულ სოციალურ ქსელში ვნებათაღელვა გამოიწვია მთავარი არხის ფეისბუქ გვერდზე გამოქვეყნებულმა ინფორმაციამ საერთაშორისო გამოცემიდან „ვაშინგტონ ეგზამინერი“ (Washington Examiner), რომელიც ქარდზე მანიპულაციურად იყო გამოტანილი: „აშშ-ში არალეგალურად ჩასულ ქართველებს აღარ მიიღებენ, ისინი ვერც თავშესაფარს მოითხოვენ“. თანმხლები ტექსტიც არ იძლევა საკითხში გარკვევის საშუალებას, რაც კომენტარებშიც აისახა. მომხმარებლების ნაწილმა, ვინც წაიკითხა Washington Examiner -ის სტატია, ინფორმაცია ადევატურად აღიქვა, როგორც აშშ-ს საიმიგრაციო პოლიტიკიდან გამომდინარე გადაწყვეტილება, დანარჩენების მოსაზრებები გაიყო, მათ ჩათვალეს, რომ ეს იყო აშშ-ს მხრიდან ჩვენი ქვეყნისადმი მტრული დამოკიდებულების გამოხატულება, ან საქართველოს მთავრობის დასასჯელად მიღებული გადაწყვეტილება, რომელიც სინამდვილეში ჩვენს მოქალაქეებს აზარალებდა.

წყარო

საკითხში გასარკვევად ფაქტმონიტორი მოკლედ მიმოიხილავს აშშ-ში არსებულ საემიგრაციო კრიზისს. არჩევნებში გამარჯვების შემდეგ ჯო ბაიდენმა დაიწყო დონალდ ტრამპის მიერ გამკაცრებული საიმიგრაციო კანონმდებლობის შერბილება, რასაც აშშ-ში არალეგალურად შესული მიგრანტების ნაკადის მკვეთრი ზრდა მოყვა. შესაბამისად გაიზარდა საემიგრაციო პოლიტიკით უკმაყოფილო ამერიკელების რაოდენობაც. მაგ., თუ 2023 წლის დეკემბრის მონაცემებით  იმიგრაციას ამერიკის მთავარ პრობლემად თვლიდა მოსახლეობის 11%, მომდევნო თვეებში მათი რაოდენობა სტაბილური 17% გახდა.


წყარო

დონალდ ტრამპი არ მალავს, რომ 5 ნოემბრის არჩევნებისთვის ჯო ბაიდენის საემიგრაციო პოლიტიკის წარუმატებლობა სჭირდება და აგრესიულ განცხადებებს აკეთებს. ის ამტკიცებს, რომ ჩამოსულები „ანგრევენ ქვეყანას“ და „ნაციის სისხლს წამლავენ“.

წყარო

ცხადია არალეგალური მიგრაცია არის ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რომელმაც შეიძლება  საპრეზიდენტო არჩევნების ბედი გადაწყვიტოს. არალეგალების მიმართ დონალდ ტრამპის მკაცრი პოზიციის პასუხად ახალი ზომების გატარება დაიწყო ჯო ბაიდენმა და ყოვლისმომცველი აკრძალვა დააწესა იმ მიგრანტებისთვის თავშესაფრის მიცემაზე, რომლებიც უკანონოდ გადაკვეთენ მექსიკა-აშშ-ს საზღვარს. ახალი ბრძანება გამოქვეყნდა 4 ივნისს. გამარტივდა შეერთებულ შტატებში ლეგალური მიზეზების გარეშე შესული პირების დეპორტაცია, თუ მათი რაოდენობა აჭარბებს დღეში 2500 ადამიანს. ბრძანება დაუყოვნებლივ ამოქმედდა, რადგან ამჟამად საზღვარზე დღეში საშუალოდ 3700 არალეგალი გადადის. შეზღუდვები არ ეხება ბავშვებს, რომლებიც კვეთენ საზღვარს თანმხლები პირების გარეშე; ადამიანებით ვაჭრობის მსხვერპლებს და მათ, ვისაც სერიოზული საფრთხე ემუქრება.  

წყარო

7 ივნისს Washington Examiner – ში, რომელიც რესპუბლიკელ მკითხველზე ორიენტირებული პოლიტიკური ჟურნალია, გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მესაზღვრეებს მითითება აქვთ შეუშვან მიგრანტები აშშ-ში, თავშესაფრის მიცემაზე ბაიდენის აკრძალვის მიუხედავად“. სადაც ნათქვამია, რომ სამხრეთ კალიფორნიაში მესაზღვრეებს ნაბრძანები ქონდათ მიეღოთ მიგრანტები, მათი დეპორტაციის მაგივრად, რაც არღვევს თეთრი სახლის 4 ივნისის განკარგულებას. სტატიის მიხედვით, 6 ივნისს გამოცემამ მოიპოვა დოკუმენტი, სადაც ნათქვამია, რომ ბაიდენის განკარგულების პასუხად სამხრეთ კალიფორნიაში, სადაც არალეგალი მიგრანტების დეპორტაცია ყოველთვის გართულებული იყო (მექსიკასთან აშშ-ს საზღვარი გადის ცხრა რაიონზე, სადაც საზღვრის დაცვის სხვადასხვა წესები მოქმედებს), ძალაში შევიდა განახლებული ინსტრუქციები. აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 100 ქვეყნიდან, აფრიკის, აზიის, ავსტრალიის და ევროპის ჩათვლით, მხოლოდ ექვსი ქვეყნის სრულწლოვან მოქალაქეებს ეკრძალებათ აშშ-ში შესვლა და თავშესაფრის მოთხოვნა. ეს ქვეყნებია: საქართველო, მოლდავეთი, ყაზახეთი, რუსეთი, ტაჯიკეთი და უზბეკეთი. მიგრანტებს დაჩქარებული დეპორტაციისთვის საიმიგრაციო და საბაჟო სამსახურების წარმომადგენლებს გადასცემენ. ყველა დანარჩენი მიგრანტი მიიღებს დოკუმენტებს, რომლებიც მათ აშშ-ს სასამართლოში გამოცხადებას ავალდებულებს.   

პარასკევს Washington Examiner -ს აცნობეს, რომ პრეზიდენტ ბაიდენის ადმინისტრაციის პირობებში მეტი დეპორტაცია განხორციელდა აღმოსავლეთ ნახევარსფეროს ქვეყნებში. მაგ., გასულ კვირას აღმოსავლეთ ნახევარსფეროს 15 ქვეყანაში დააბრუნეს მიგრანტები. დაჩქარებული დეპორტაცია საშუალებას იძლევა თავიდან აიცილონ ხანგძლივი განხილვები იმიგრაციულ სასამართლოში, რის გამოც მათ შეეძლოთ აშშ-ში შესვლა და 5-დან 10 წლამდე ლოდინი იმიგრაციულ მოსამართლესთან შეხვედრამდე.

დაჩქარებული დეპორტაცია ეხებათ ასევე ოჯახებს დასავლეთ ნახევარსფეროს შვიდი ქვეყნიდან, ესენია: კოლუმბია, დომენიკის რესპუბლიკა, სალვადორი, გვატემალა, ჰონდურასი, მექსკიკა და პერუ.  

წყარო

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.