...

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში – „ბრძოლა თავისუფლებისთვის” გავრცელდა პოსტი მასზედ, თითქოს ევროპარლამენტი აპირებს შეაჩეროს გზავნილები შენგენის ქვეყნებიდან საქართველოში.

ვერდიქტი
ყალბი ამბავი

რამდენიმე დღის წინ სოციალური ქსელის ფეისბუქის ერთ-ერთ ჯგუფში – „ბრძოლა თავისუფლებისთვის” გავრცელდა პოსტი მასზედ, თითქოს ევროპარლამენტი აპირებს შეაჩეროს გზავნილები შენგენის ქვეყნებიდან საქართველოში.

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

წყარო

 

აღნიშნული პოსტი მრავალი ადამიანის მიერ იქნა ნანახი და გადაზიარებული. ამდენად, ფაქტმონიტორმა გადაწყვიტა შეემოწმებინა რამდენად შეესაბამება სიმართლეს პოსტში ასახული ინფორმაცია.

უნდა ითქვას, რომ ვერ მოიძებნა ევროპარლამენტის რომელიმე წევრის მიერ გაკეთებული მსგავსი შინაარსის განმარტება, არ იძებნება ინფორმაცია არც ერთი გამოცემის თუ გამოშვების სოციალური ქსელის გვერდებზე, ასევე ევროპარლამენტის განხილვის დღის წესრიგში განსახილველად არ დამდგარა მსგავსი შინაარსის საკითხი.

აღსანიშნავია, რომ მსოფლიოს მიმართულებით ფულადი სახსრების გატარება (იგულისხმება ფინანსური ტრანზაქციების განხორციელება) წარმოადგენს კვალიფიციური და ლიცენზირებული საფინანსო ინსტიტუტების პრეროგატივას, კერძოდ, კომერციული ბანკები, მიკროსაფინანსო ორგანიზაციები, კვალიფიციური ფინანსური ინსტიტუტები და ა.შ.

ამდენად, ევროპარლამენტს ფუნდამენტურად არ აქვს უფლებამოსილება თვითონ განახორციელოს ან შეაჩეროს ფინანსური გადარიცხვები, ვინაიდან აღნიშნული ინსტიტუტი არ წარმოადგენს კვალიფიციურ ფინანსურ ინსტიტუტს, რომელიც მსგავს საქმიანობას ახორციელებს ან აქვს მასზე კონტროლი.

ფულადი გზავნილები, როგორიც არის DHL, Western Union და სხვები წარმოადგენენ ფულადი გზავნილების განხორციელების წყაროებს, რომელთა მეშვეობით ხდება კომერციულ ბანკებში თუ სხვა კვალიფიციური ფინანსურ ინსტიტუტებში საერთაშორისო ფულადი გზავნილების განხორციელება.

შესაბამისად, თითოეული ზემოთ ჩამოთვლილი ფულადი გზავნილის განმახორციელებელი ინსტიტუტი წარმოადგენს კერძო დაწესებულებას, რომელიც დამოუკიდებლად იღებს გადაწყვეტილებას.

ევრო პარლამენტს აქვს უფლებამოსილება მიიღოს გადაწყვეტილება სანქციებთან დაკავშირებით, რომელთა შორისაც შესაძლებელია იყოს ფინანსური სანქციები მათ შორის ფულადი ტრანზაქციების აკრძალვა კონკრეტული მიმართულებით ან/და სახელმწიფოს მიმართ. ამ შემთხვევაში აუცილებელია ევროპარლამენტის მიერ გადაწყვეტილება მიღებული იქნეს ერთსულოვნად და თითოეული ქვეყნის საფინანსო სექტორის მარეგულირებელმა სტრუქტურამ დამატებით მოახდინოს შიდა საკანონმდებლო რეგულირება, რასაც დაემორჩილება აღნიშნულ სახელმწიფოებში მოქმედი ფინანსური ინსტიტუტები.

თუმცა, აქვე კიდევ ერთხელ განვმარტავთ, რომ ზემოაღნიშნულ პოსტში მოცემული ინფორმაცია არ დასტურდება არცერთი ოფიციალური წყაროს მეშვეობით, უფრო მეტიც დღეისთვის აღნიშნული პოსტი წაშლილია და აღარ არის ხელმისაწვდომი, რაც კიდევ ერთხელ ცხადყოფს პოსტის შინაარსის არაავთენტურობას, ასევე, მომხმარებლების ფართო ჯგუფის შეცდომაში შეყვანის მცდელობასა და მიზნობრიობას.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.