გურამ კაშიაზე იუმორისტული ხასიათის „ფეიკები“ ვრცელდება
ვერდიქტი: სატირა
ქართულ სოციალურ ქსელში საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრების კაპიტანზე ყალბი ამბები ვრცელდება. იგი წარმოდგენილია სხვადასხვა სურათების სახით, რომელიც არ ასახავს სინამდვილეს და რომელიც ცალკეული ტექნიკური საშუალებითაა მომზადებული. სურათების/ამბების მიზანი შესაძლებელია იყოს როგორც გურამ კაშიას პერსონის დისკრედიტაცია, ისე საზოგადოების შეცდომაში შეყვანა.
არსებული ორი მაგალითი ნათლად წარმოაჩენს საკითხის შეუსაბამობას რეალობასთან. მართალია, რომ გურამ კაშიას არაერთი სვირინგი აქვს დატანილი სხეულზე, თუმცა ბიძინა ივანიშვილის გამოსახულებიანი სვირინგი მას არ აქვს გაკეთებული.
ამგვარი კამპანიის დაწყება სათავეს იმ მომენტიდან იღებს, როდესაც საქართველოს საფეხბურთო ეროვნული ნაკრების ვებ-გვერდზე კაპიტნის სამადლობელი განცხადება გამოქვეყნდა, პრემიის სახით 30 მლნ-ს მიღების შემდეგ: „ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვენელოვანია ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის“.
იხ. წყარო
შეიძლება ითქვას, რომ საზოგადოების ნაწილი გურამ კაშიას სამთავრობო მეინსტრიმში მოხვედრას არ პატიობს. ის ცნობილი იყო თავისი მტკიცე პოზიციით, რომელიც ლგბტ თემის მხარდაჭერის დროს გამოავლინა. მაშინ გურამ კაშია არაერთმა ფეხბურთის გულშემატკივარმა გააკრიტიკა და ნაკრებიდან მის გაშვებასაც ითხოვდნენ, 2018 წელს გურამ კაშია UEFA-ს თანასწორობის პრიზით იყო დაჯილდოებული.
ამჟამად კი მოცემულობა იმგვარია, რომ ზოგიერთი პიროვნება საკითხს თავისი პოლიტიკური მიზნებისთვის იყენებს და მას აზიარებს ნეგატიურ კონტექსტში. ხაზი უნდა გაესვას, რომ ზიარდება იმგვარი სურათები, რომელიც საერთოდ არ შეესაბამება რეალობას.
გარდა ამისა, გაზიარება მოხდა ისეთ ჯგუფებში, რომელიც მკვეთრად ოპოზიციურ შეხედულებებს ატარებენ: „არა რუსულ კანონს“, „წალენჯიხა“ და „ტვ პირველი“.
„ფაქტმონიტორის“ შეხედულებით, საკითხი წარმოადგენს სატირას







