...

ტელემაუწყებელი „ფორმულა“: „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საქართველოს დელეგაციიდან იყო ერთადერთი, ვინც ეუთოში ითხოვდა დოკუმენტიდან ქვეყნისთვის არასასურველი ჩანაწერის ამოღებას

ვერდიქტი
მცდარი

ტელემაუწყებელ „ფორმულას“ გადაცემაში − „ფორმულას დღე“, 2024 წლის 3 ივლისს საკითხი დაეთმო ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 31-ე ყოველწლიურ სესიასა და ამ სესიაზე ქართველთა გამოსვლას. ტელემაუწყებელზე გავრცელდა ინფორმაცია, რომ „ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარე საქართველოს დელეგაციიდან იყო ერთადერთი, ვინც ეუთოში ითხოვდა დოკუმენტიდან ქვეყნისთვის არასასურველი ჩანაწერის ამოღებას“ − რეალურად, მოიპოვება მასალები, რომლითაც მტკიცდება, რომ „ქართული ოცნების“ წარმომადგენელი, ნიკოლოზ სამხარაძე გახლდათ ის პიროვნება, რომელმაც მსგავსი საკითხი წამოჭრა.

 

ვერდიქტი: მცდარი

 

წყარო

 

„ფაქტმონიტორმა“ გადაამოწმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის რიგით 31-ე ყოველწლიურ სესიაზე ქართული დელეგაციის გამოსვლის საკითხი. იგი დაეყრდნო ინტერნეტში გავრცელებულ მასალას, რომელიც უშუალოდ ასამბლეის ჩანაწერს წარმოადგენს. იხ. ბმული − ხაზი უნდა გაესვას, რომ წყარო ეყრდნობა შესაბამის ანგარიშს, რომელზეც მსგავსი ინფორმაცია ქვეყნდება დასახელებული ორგანიზაციის მიერ. იხ. ბმული

 

მასალაში ვხვდებით საქართველოს დელეგაციის ხელმძღვანელის, პარლამენტის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარის, ნიკოლოზ სამხარაძის გამოსვლას, სადაც იგი შემდეგ პოზიციას აჟღერებს (დამატებითი წყარო)მე თვითონ რომ არ ვყოფილიყავი ამ პროცესის თვითმხილველი, ვიფიქრებდი, რომ ეს შესწორება და მისი ფორმულირება რუსეთის დუმის წევრებისგან მოდიოდა, მაგრამ შემდეგ გამახსენდა, რომ რუსები აქ არ არიან. ტექსტის ისეთი ფორმულირება, როგორიც დაემატა პარაგრაფს რუსეთის მიერ საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციასთან დაკავშირებით არის ზუსტად იმგვარი, როგორსაც რუსეთი, ბოლო 16 წელია ცდილობს წარმოაჩინოს ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებებში – რომ თითქოს რუსეთი არ არის კონფლიქტის მხარე და მე ვციტირებ ტექსტს შესწორებიდან – „თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველოს, აფხაზეთისა და ოსეთის შერიგებაა საჭირო“… „აქამდე მეგონა, რომ ეს ორგანიზაცია აღიარებდა მხოლოდ ერთ საქართველოს – საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და ვფიქრობდი, რომ ბოლო 4 წელია სწორედ, ასეთ ორგანიზაციას წარმოვადგენდი. ახლა, როგორც ჩანს, ამ ასამბლეას ჰგონია, რომ არსებობს თბილისის მიერ კონტროლირებადი საქართველო (აბსოლუტურად მიუღებელი ტერმინი), ერთი მხრივ და აფხაზეთი და ოსეთი, მეორე მხრივ. ეს ყველაფერი, რბილად რომ ვთქვათ, ძალიან გულსატკენია. ცვლილება ასევე გულისხმობს იმას, რომ რუსეთი ცდილობს კონფლიქტის მოგვარებას სხვადასხვა არხით, რაც ასევე დეზინფორმაციაა და ჟენევის ფორმატში რუსეთის დესტრუქციული ქცევის „სახის შენარჩუნებას“ გულისხმობს“.

 

უნდა აღინიშნოს, რომ ნიკოლოზ სამხარაძის განმარტება ქართული მედიასაშუალებებითაც გავრცელდა, მაგ., საზოგადოებრივმა მაუწყებლმა საკუთარ ვებგვერდზე გამოაქვეყნა ვრცელი კომენტარი, სადაც მან რეზოლუციის ტექსტთან დაკავშირებულ პერიპეტიებზე ისაუბრა.

წყარო

 

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტმონიტორს“ მიაჩნია, რომ ტელემაუწყებელი „ფორმულას“ მიერ ინფორმაციის რადიკალურად განსხვავებულად წარმოჩენა, თითქოს ნიკოლოზ სამხარაძეს საკითხთან დაკავშირებით კომენტარი საერთოდ არ გაუკეთებია, არის მცდარი.

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.