აშშ-ის მიერ წვრთნების გაუქმებაზე პარტია ქართული ოცნების საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა მამუკა მდინარაძემ კომენტარის გაკეთებისას აღნიშნა: „ჩვენ და ავღანეთი ვართ ერთი და იგივე სტატისტიკური მონაცემებით ვიზის აღების თვალსაზრისით, თავისუფალი ვაჭრობა, ფრენები – ამაზე ვსაუბრობთ და პასუხად ვიღებთ, რომ წვრთნები გაგიუქმეთ.”
ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე
პოლიტიკური პარტია ქართული ოცნებისა და ტვ იმედის ფეისბუქ გვერდებზე გამოქვეყნდა საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მამუკა მდინარაძის კომენტარი, აშშ-ს მიერ წვრთნების გაუქმების თაობაზე. სხვა საკითხებთან ერთად, მამუკა მდინარაძე ამავე კომენტარში აღნიშნავს, რომ საქართველო და ავღანეთი ვართ ერთი და იგივე სტატისტიკური მონაცემებით ვიზების აღების თვალსაზრისით.
წყარო (9:00-წუთიდან საუბრობს ვიზების საკითხზე, სადაც მოჰყავს ავღანეთის მაგალითი)
ფაქტმონიტორმა გამოიკვლია მამუკა მდინარაძის მიერ მოყვანილი სტატისტიკა, საქართველოსა და ავღანეთის მიმართ აშშ-ს ვიზების უარყოფის მიმართულებით.
2022 წლის ოფიციალური სტატისტის მიხედვით, აშშ-ს ვიზების უარყოფა ავღანეთისთვის შეადგენდა 52.65%-ს, ხოლო საქართველოსთვის 42.01%-ს.
2022 წელთან შედარებით 2023 წლის მონაცემები რადიკალურად სახეცვლილია, 2023 წლის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, აშშ-ს ვიზების უარყოფა ავღანეთისთვის, ამავე წლისთვის შეადგენდა 48.73%, ხოლო საქართველოსთვის 49.23%.
ფაქტმონიტორმა, ასევე, მოიძია ოფიციალური სტატიები, სადაც საუბარია აშშ-ს მიერ ავღანეთისთვის დამატებითი ვიზების მინიჭებაზე. აღნიშნული სტატიები მოცემულია როიტერისა და VOA-ს ოფიციალურ ვებ-გვერდებზე. ქვემოთ გთავაზობთ მცირე ამონარიდებს აღნიშნული სტატიებიდან, რომლებიც ჩვენი გუნდის მიერ თარგმნილია ქართულ ენაზე.
„ვაშინგტონი, 6 მარტი (როიტერი) – პროგრამა, რომელიც გადაასახლებს შეერთებულ შტატებში ავღანელებს, რომლებიც მუშაობდნენ აშშ-ს მთავრობასთან, შეიძლება შეჩერდეს ამ წლის ბოლოს, ათობით ათასი ადამიანი ჩაიკეტოს თალიბანის შურისძიების საფრთხის წინაშე 2021 წელს აშშ-ის ჯარების ავღანეთიდან გაყვანის შემდეგ.
„კონგრესის მიერ უფლებამოსილი 38,500 სპეციალური საიმიგრაციო ვიზის (SIV) ლიმიტი, რომელიც გვთავაზობს გზას აშშ-ს მოქალაქეობისკენ, სავარაუდოდ მიღწეული იქნება აგვისტოს წლის იუბილესთან დაკავშირებით.”
“კარგი, ჩვენ მათ დავპირდით, გამოვიყვანთ. ავღანელი პარტნიორები, თარჯიმნები, ჩვენ ისინი დავტოვეთ”, – განუცხადა მაკკოლმა CBS-ის საინფორმაციო შოუს “Face the Nation” კვირას გადაცემულ ინტერვიუში. “და ეს არის ყველაზე დიდი ცოდვა. ავღანეთის ევაკუაცია ვფიქრობ, რომ 12000 SIV არის შესანიშნავი პასუხი და შესანიშნავი დასაწყისი ამისთვის.
„ბაიდენის ადმინისტრაციამ და სენატის რესპუბლიკელმა დეპუტატებმა მოითხოვეს 20,000 SIV.”
„ეს ვიზები აუცილებელია იმისათვის, რომ ომის დროს ჩვენს მოკავშირეებს მივცეთ შესაძლებლობა, მიიღონ შეერთებულ შტატებში გადასახლების შესაძლებლობა და უზრუნველყოფენ SIV პროგრამის სიცოცხლისუნარიანობას“, – წერს შონ ვანდივერი, აშშ-ში დაფუძნებული არასამთავრობო ორგანიზაციის #AfghanEvac-ის პრეზიდენტი
ამდენად, ოფიციალური წყაროებისა და მშარალი ფაქტების კონსტატაციის შედეგად ვხედავთ, რომ მიუხედავად ავღანეთის, რომელიც დღემდე სამყაროს ერთ-ერთ ცხელ წერტილს წარმოადგენს, აშშ-ს მიერ დამატებითი სავიზო შეღავათების მიცემისა, 2023 წლის მონაცემების მიხედვით თითქმის თანაბარ მდგომარეობაშია საქართველოსთან მიმართებაში, რომელსაც თითქმის 7%-იანი გაუარესება აქვს 2022 წელთან შედარებით. შესაბამისად, მიუხედავად, 2023 წლის მონაცემებში საქართველოსა და ავღანეთს შორის მცირე პროცენტული ცდომილებისა, მამუკა მდინარაძის განცხადება არსებითად სიმართლეა და ასახავს ოფიციალურ სტატისტიკურ მონაცემების სისწორეს.




