...

Samsung უარს ამბობს ოლიმპიური თამაშების 1 მილიარდიან სარეკლამო კამპანიაზე

ვერდიქტი
მცდარი

Samsung უარს ამბობს ოლიმპიური თამაშების 1 მილიარდიან სარეკლამო კამპანიაზე

ვერდიქტი: მცდარი

სოციალურ ქსელებში გრძელდება პარიზის ოლიმპიადის გახსნის ცერემონიასთან დაკავშირებული სკანდალის განხილვა. მაგ, 29 ივლისიდან აქტუალური თემაა ტექნოლოგიურიკომპანია Samsung -ის უარი ოლიმპიური თამაშების სპონსორობაზე, რაც მათ მიერ სარეკლამო კამპანიიდან 1 მილიარდი დოლარის გატანითგამოიხატა. ამ ინფორმაციის სანდოობა დაიჯერა ბევრმა ადამიანმა მთელი მსოფლიოდან, მათ ჩათვალეს, რომ მიზეზი უნდა ყოფილიყო პარიზის ოლიმპიადის გახსნის სკანდალური ფრაგმენტით გამოწვეული რელიგიური გრძნობების შეურაცხყოფა. ერთსულოვანია შეფასებებიც. ქართულენოვანი ფეისბუქმომხმარებლების კომენტარებში ჩანს კმაყოფილება კომპანიის პროტესტის გამო, წერენ „ესეც ბნელი ქართველებია“? და ა.შ.

ინფორმაცია მცდარია, საქმე გვაქვს სატირასთან, რომელიც სატირული ფეისბუქგვერდიდანგავრცელდა. მათი ქარდი მონიშნულია როგორც სატირა, რაც როგორც ჩანს მომხმარებლების ყურადღების მიღმა დარჩა.

 

წყარო

კომენტარი გააკეთა სოკ-მაც, საინფორმაციო სააგენტო „როიტერის“ ფაქტების გადამოწმების ჯგუფის შეკითხვის პასუხად განაცხადეს, რომინფორმაცია არის მცდარი და საერთაშორისო ოლიმპიურ კომიტეტს Samsungთან  ხელშეკრულება 2028 წლამდე აკავშირებს.  

წყარო

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.