...

“მოლდოვის პარლამენტი არის, პრაქტიკულად, ერთპარტიული… იგივე მოხდება საქართველოშიც” – ირაკლი კობახიძე.

ვერდიქტი
მცდარი

 

ვერდიქტი: მცდარი

 

პარტია „ქართული ოცნების” გორგასლის ოფისში, გაიმართა პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძის ბრიფინგი, სადაც, ჟურნალისტის კითხვაზე, კოლექტიური ნაციონალური მოძრაობის აკრძალვის შემდეგ, საქართველოს პარლამენტი გახდება თუ არა ერთპარტიული. პრემიერ-მინისტრმა უპასუხა: „მოლდოვის პარლამენტი არის, პრაქტიკულად, ერთპარტიული, მაგრამ არავინ საუბრობს ამაზე…”.

 

წყარო

წყარო

(24:00-დან პასუხობს ჟურნალისტის კითხვას საქართველოს პარლამენტის ერთპარტიულობაზე)

 

ზემოაღნიშნული განცხადება ფაქტმონიტორმა გადაამოწმა მოლდოვის რესპუბლიკის პარლამენტის ოფიციალურ ვებ-გვერდზე. სადაც მოცემულია შემდეგი ინფორმაცია:

 

სამუშაო ორგანოების შექმნისა და პარლამენტის საქმიანობის ორგანიზების მიზნით პარლამენტის წევრები ქმნიან საპარლამენტო ფრაქციებს, რომლებიც შედგება არანაკლებ 5 დეპუტატისაგან, არჩეული საარჩევნო სიების საფუძველზე და მსგავსი რიცხობრივი შემადგენლობის მქონე საპარლამენტო ფრაქციები დამოუკიდებელი დეპუტატებისგან. საპარლამენტო ფრაქციები იქმნება პარლამენტის კანონიერი შედგენიდან პირველი 10 დღის განმავლობაში და ფუნქციონირებს საკუთარი დებულების საფუძველზე. 1991 წლის 23 მაისიდან მოლდოვის საკანონმდებლო ორგანოს ეწოდა პარლამენტი, რომელსაც ადრე უზენაესი საბჭო ეწოდებოდა. ბოლო სამი მანდატის განმავლობაში პარლამენტში არჩეულ დეპუტატთა რაოდენობა იცვლებოდა შესაბამის დროს მოქმედი საკანონმდებლო დებულებების მიხედვით, რაც დეპუტატთა რაოდენობის შემცირების ტენდენციას აღენიშნებოდა. ამრიგად, მე-12 საკანონმდებლო ორგანოში არჩეულ იქნა 380 დეპუტატი, მე-13 საკანონმდებლო ორგანოში – 104 დეპუტატი, ასევე, მე-14, მე-15, მე-16, მე-17, მე-18 საკანონმდებლო ორგანოში, ხოლო მიმდინარე მე-19 საკანონმდებლო ორგანოში მუშაობს 101 დეპუტატი, რომლებიც არჩეულ იქნა პროპორციული კენჭისყრით 4 წლის ვადით.

 

2010 წლის 28 ნოემბრის არჩევნების შემდგომ არჩეულმა 101 დეპუტატმა შეადგინა შემდეგი ქვემოთ მოცემული 4 საპარლამენტო ფრაქცია

წყარო

წყარო

 

ვიკიპედიაში გავრცელებული ოფიციალური ინფორმაციის მიხედვით, 2021 წლის 11 ივლისს მოლდოვაში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები ჩატარდა. იონ ჩიკუს გადადგომის შემდეგ პრემიერ-მინისტრის თანამდებობა ვაკანტური გახდა, პარლამენტს კი სამი თვის ვადაში ახალი მთავრობის ჩამოყალიბება ევალებოდა. კონსტიტუციით დადგენილი ვადის გასვლისა და შემოთავაზებული კაბინეტებისთვის პარლამენტის თანხმობის მოპოვების ორი წარუმატებელი მცდელობის შემდეგ, საკონსტიტუციო სასამართლომ 15 აპრილს დაადგინა, რომ პარლამენტის დაშლის გამართლებული გარემოებები დაკმაყოფილდა. პრეზიდენტმა მაია სანდუმ 28 აპრილს ხელი მოაწერა ბრძანებულებას პარლამენტის დათხოვნის შესახებ და დაინიშნა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები.

მოქმედებისა და სოლიდარობის პარტიამ (PAS) მიიღო ხმების 52,80% და მოიპოვა 63 მანდატი და მოიპოვა უმრავლესობა 101 მანდატიან პარლამენტში. კომუნისტებისა და სოციალისტების ალიანსის საარჩევნო ბლოკმა (BECS) მიიღო ხმების 27,17% და მოიპოვა 32 ადგილი, ხოლო Șor პარტიამ მიიღო ხმების 5,74% და მოიპოვა ექვსი მანდატი. არცერთმა პარტიამ ან ალიანსმა არ მიაღწია მანდატის მოსაპოვებლად საჭირო საარჩევნო ბარიერს.[1]

მოლდოვას საკონსტიტუციო სასამართლომ არჩევნების შედეგები 23 ივლისს ცნო.[2]

ევროპის უსაფრთხოებისა და თანამშრომლობის ორგანიზაციამ (ეუთო) შეაფასა არჩევნები, როგორც კონკურენტუნარიანი და კარგად ჩატარებული, მიუხედავად საარჩევნო დავების არაადეკვატური განხილვისა და კამპანიის დაფინანსების საკითხებისა.[3] დამოუკიდებელ სახელმწიფოთა თანამეგობრობამ (დსთ) აღნიშნა, რომ პროცედურა ჩატარდა საარჩევნო კოდექსის მოთხოვნების შესაბამისად. დსთ-ს დამკვირვებლებს არ დაუფიქსირებიათ რაიმე დარღვევა, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს არჩევნების შედეგებზე

 

წყარო

წყარო

 

რადიო თავისუფლების ინტერნეტ გვერდზე 2023 წლის 21 ივნისს გავრცელებული სტატიის მიხედვით, მოლდოვაში აკრძალული იქნა პრორუსული პარტიაც.

აღნიშნული სტატიის მიხედვით: „მოლდოვის საკონსტიტუციო სასამართლომ დაადგინა, რომ ღიად პრორუსული პარტიაშორიქვეყანაში კონსტიტუციასთან შეუსაბამო საქმიანობას ეწევა. 19 ივნისის გადაწყვეტილებით შეიქმნა საფუძველი პოლიტიკური ძალის აკრძალვისთვის. პარტიის თავმჯდომარეა დასავლეთის მიერ სანქცირებული ოლიგარქი, ძებნილი ილან შორი.

 

წყარო

 

ამდენად, ოფიციალურ წყაროებზე დაყრდნობით დგინდება, რომ მოლდოვის რესპუბლიკის ბოლო 2021 წლის არჩევნებში საპარლამენტო მანდატები მიიღო 3 პარტიამ. აქედან, უმრავლესობა 63 მანდატი მიიღო მმართველმა პარტიამ. მიუხედავად აღნიშნული უმრავლესობისა, მოლდოვის პარლამენტს არ წარმოადგენს მხოლოდ ერთი – მმართველი პარტია, რომლის გარდა, 101 დეპუტატის მანდატებს იზიარებს ზემოაღნიშნული სხვა ორი დამოუკიდებელი პარტიაც. შესაბამისად, მოლდოვის პარლამენტი, არც პრაქტიკულად და  არც პირდაპირი მნიშვნელობით არ წარმოადგენს ერთპარტიულ პარლამენტს.

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.