...

სოციალურ ქსელში ყოფილმა პოლიციელმა – თადარიგის მაიორმა არჩილ ცქვიტიშვილმა საჯარო პოსტი გამოაქვეყნა

ვერდიქტი
სიმართლე

ვერდიქტი: სიმართლე.   

სოციალურ მედიაში ყოფილმა პოლიციელმა, არჩილ ცქვიტიშვილმა საჯარო პოსტი განათავსა, სადაც მან პარლამენტის დროებით საგამოძიებო კომისიას პროტესტი გამოუცხადა და  თავისი პოზიცია დააფიქსირა. აღნიშნულ პოსტს მოჰყვა უდიდესი გამოხმაურება სოციალურ მედიაში. არჩილ ცქვიტიშვილის პოზიცია გასაჯაროვდა, განმცხადებელს განცხადებაშივე უწერია შემდეგი: „პოლიციის ოფიცერი, თადარიგის მაიორი“. შესაბამისად მოხდა ინფორმაციის შესწავლა „ფაქტმონიტორის“ მიერ აღნიშნულ საკითხთან მიმართებით.    

წყარო

როგორც აღინიშნა, პოსტის გასაჯაროების საფუძველს წარმოადგენდა არა მხოლოდ შინაარსი, არამედ, პოსტის ავტორის სტატუსი − პოლიციის ოფიცერი, თადარიგის მაიორი. შესაბამისად, საზოგადოებაში გავრცელდა შეხედულება, რომ პოლიციაში მომუშავე თანამდებობის მქონე პირის მიერ იქნა აღნიშნული განცხადება გაკეთებული (იხ.წყარო, ასევე, წყარო).

„ფაქტმონიტორმა“ შეისწავლა საკითხი. პირველ რიგში მან გამოიკვლია ინტერნეტშივე გავრცელებული მასალები, საიდანაც იკვეთება, რომ არჩილ ცქვიტიშვილი 5 წლის წინ თავად, საკუთარი განცხადების საფუძველზე წასულა პოლიციის სტრუქტურიდან (იხ. წყარო).

გარდა აღნიშნულისა, „ფაქტმონიტორი“ დაუკავშირდა საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, სადაც სიტყვიერად დაადასტურეს, რომ არჩილ ცქვიტიშვილი არის თადარიგის მაიორი და ამ ეტაპზე არ მუშაობს უწყებაში.

ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, „ფაქტმონიტორი“ მიიჩნევს, რომ არჩილ ცქვიტიშვილის განცხადება, თავის სტატუსთან მიმართებით არის სიმართლე.

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.