...

Facebook-ში ვრცელდება პოსტები, სადაც ასახულია მამუკა მდინარაძისა და ანა ყაულაშვილს შორის პირადი მიმოწერის არასრული ამონარიდები.

ვერდიქტი
ვერდიქტის გარეშე

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე


სოციალურ ქსელში გავრცელდა ოპოზიციის აქტივისტის ანა ყარაულაშვილის პოსტი. რომელმაც მამუკა მდინარაძესთან უცენზურო მიმოწერის სქრინი გაასაჯაროა. ის ამტკიცებდა, რომ პარლამენტის უმრავლესობის ლიდერს ტელეფონზე ურეკავდა, ხოლო უპასუხო ზარების შემდეგ გაუგზავნა მესიჯი, რაზეც უცენზურო პასუხი მიიღო.

წყარო

მოგვიანებით ანა ყარაულაშვილმა ინტერვიუ მისცა ტვ პირველს, სადაც ახსნა, რომ მამუკა მდინარაძესთან დარეკვას იმიტომ ცდილობდა, რომ პასუხი მოეთხოვა მეგობრის, თამარ კურატიშვილის დაკავების გამო.
წყარო
გარკვეული დროის შემდეგ სოციალურ ქსელში გავრცელდა ანა ყარაულაშვილის პირველი მესიჯი




წყარო

მიმოწერა მას შემდეგ შეწყდა, რაც მამუკა მდინარაძემ გაიგო, რომ ახალგაზრდა ქალს ესაუბრებოდა. მამუკა მდინარაძემ ბოდიში მოუხადა საზოგადოებას, ვისაც მოუწია ამ მიმოწერის წაკითხვა.

ფაქტმონიტორი ეხება ამ საკითხს, რადგან შემთხვევა გამოხატავს იმ დაძაბულობას, რომელიც ჩვენს საზოგადოებაში არსებობს. გაბრაზებული მოქალაქე წერს პოლიტიკოსს, მთავრობის წარმომადგენელს შეურაცხმყოფელ მესიჯს და  საპასუხო შეტყობინებებს სოციალურ ქსელში აქვეყნებს. ეს არის მაგალითი, როგორ აისახება საზოგადობის მზარდი პოლარიზაცია და რადიკალიზაცია სოციალურ ქსელებში, სადაც ადამიანები ცდილობენ გავლენა მოახდინონ საზოგადოებრივი აზრის ფორმირებაზე, გაავრცელონ ინფორმაცია რომელიც აძლიერებს დისტანცირებას „მოწინააღმდეგე ჯგუფთან“ და მოწონება მიიღონ „თავისი ჯგუფიდან“.

ჩვენს საიტზე არის სტატიები ამ სოციალურ მოვლენაზე, რომელიც კარგა ხანია მეცნიერების კვლევის საგანია. აქ მოვიყვანთ ციტატას სოციოლოგის და ხელოვნური ინტელექტის მკვლევარის, ზეინეპ ტუფეკჩის  (Zeynep Tufekci) ინტერვიუდან: „სოციალური ქსელების ეპოქაში და კონტექსტში საწინააღმდეგო  შეხედულებებთან შეჯახება იგივე არ არის, რაც  გაზეთში მათი წაკითხვა მარტო ყოფნისას. ეს იგივეა, შენი საფეხბურთო გუნდის გულშემატკივრებთან ერთად იჯდე ტრიბუნაზე და მოწინააღმდეგის შეძახილებს უსმენდე. ონლაინში ყოფნისას კავშირში ვართ ჩვენს თემთან და თანამოაზრეებისგან მოწონებებს ველოდებით. ჩვენს გუნდთან გაერთიანებულები სხვის გულშემატკივარებს ვუყვირით. სოციოლოგიური ტერმინებით რომ ვთქვათ, ჩვენ ვაძლიერებთ მიკუთვნებას შიდაჯგუფთან და დაძაბულობას და დისტანცირებას გარეჯგუფთან – ჩვენ ვერსუს ისინი…“

ფაქტოლოგია

    

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.