...

ეროვნულმა ბანკმა VISA-ს და Mastercard-ის შეზღუდვასთან მიმართებით პოზიცია შეცვალა

ვერდიქტი
პოზიცია შეცვალა

ვერდიქტი: პოზიცია შეცვალა.

2025 წლის 27 მარტს საქართველოს პარლამენტში, ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე გალდავას მიერ გაჟღერებულ იქნა პოზიცია, რომლითაც მან აღნიშნა, რომ ეროვნული ბანკი მუშაობს ტრანზაქციების გამოყენების შემცირებაზე, რაც პირდაპირ კავშირშია VISA-სა და Mastercard-ის გავლენის შეზღუდვასთან ლარის გადარიცხვასთან მიმართებით. აღნიშნულს დიდი გამოხმაურება მოჰყვა საზოგადოებაში, რასაც უპასუხა ეროვნულმა ბანკმა და 2025 წლის 28 მარტს გამოაქვყენა განცხადება, სადაც აღნიშნა, რომ VISA-სა და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვის შესახებ ცნობა წარმოადგენს დეზინფორმაციას და არ შეესაბამება სინამდვილეს.

წყარო

 

“ფაქტმონიტორმა“ შეისწავლა როგორც ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის 2025 წლის 27 მარტს გაკეთებული განცხადება საქართველოს პარლამენტის ევროპასთან ინგეტრაციისა და დარგობრივი ეკონომიკისა და ეკონომიკური პოლიტიკის კომიტეტების სხდომაზე (იხ. წყარო (1:42 საათიდან)), ისე − ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებული განცხადება 2025 წლის 28 მარტს და დაასკვნა, რომ ეროვნულმა ბანკმა შეცვალა პოზიცია.

ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტის, ეკატერინე გალდავას მიერ კომიტეტის სხდომაზე გაკეთებული განმარტებით, „გარდა ღია ბანკინგისა, ვმუშაობთ სხვა – Switch national card processor-ის პროეტზე, რომელიც Visa-ს და Mastercard-ის გავლენას შეამცირებს ლარის გადარიცხვებზე. ერთი წელი მაინც დასჭირდება ამის გაკეთებას, ეს მარტივი პროექტი არ არის. ვცდილობთ, საბარათე ბიზნესზე დამოკიდებულება ცოტა შევამციროთ. ვგულისხმობთ, რომ ჩვენი მენტალობა და მოსახლეობა უნდა გადავიდეს ანგარიშის უფრო კარგ მფლობელობაზე, უფრო კარგად უნდა ესმოდეს, რომ მისი ანგარიშის გამოყენება უფრო უსაფრთხო იქნება და არაა აუცილებელი, ყველგან ბარათი გვქონდეს. არ შემიძლია, არ აღვნიშნო QR კოდებით გადახდის საკითხი, რომელიც ასევე ნაწილია მყისიერი გადახდის სისტემისა“.

აღნიშნულ პოზიციას მოჰყვა დიდი გამოხმაურება საზოგადოებაში და საზოგადოების დიდმა ნაწილმა აღიქვა, რომ Visa-სა და Mastercard-ის გავლენის შემცირება იგეგმებოდა ეროვნული ბანკის მხრიდან. რეალურად ვნებათაღელვა გამოიწვია ტერმინმა „გავლენის შემცირება“, რაც აღიქმება, როგოც თითოეული მათგანის გამოყენების შემცირება.

მედიასაშუალებებში საკითხი ანალოგიური შინაარსით გავრცელდა და იგი სრულად შეესაბამებოდა ეკატერინე გალდავას სიტყვებს (იხ. მაგალითად, წყარო სწორედ აღნიშნულზე დაფუძნებით, ეროვნულმა ბანკმა გააკეთა ახალი განცხადება, სადაც ხაზი გაუსვა საკითხის დეზინფორმაციასა და სინამდვილესთან შეუსაბამობას.

კერძოდ, როგორც სოციალურ მედიაში (იხ. წყარო), ისე − ცალკეულ მედიაპლატფორმებზე (იხ. მაგალითად, წყარო) გავრცელდა ეროვნული ბანკის შემდეგი განცხადება: „ეროვნული ბანკი − ინფორმაცია, თითქოს Visa და Mastercard-ის საქმიანობის შეზღუდვა იგეგმება, დეზინფორმაციაა − ვმუშაობთ მყისიერი გადახდების სისტემის დანერგვის პროექტზეც, თუმცა არასაბარათე და საბარათე სქემები ერთმანეთის პარალელურად იმუშავებს“. განცხადებაში მკაფიოდაა ნათქვამი, რომ Visa და Mastercard იმუშავებს უცვლელად და იგი შესაბამისობაში იქნება არსებულ თანამედროვე გამოწვევებთან.

„ფაქტმონიტორმა“ შეისწავლა საკითხი და მიიჩნია, რომ ეკატერინე გალდავასა (რომელიც არის ეროვნული ბანკის ვიცე-პრეზიდენტი) და ეროვნული ბანკის შემდგომი განცხადება პოზიციის შეცვლას წარმოადგენს. ამდენად, „ფაქტმონიტორი“ მიიჩნევს, რომ ეროვნულმა ბანკმა (სწორედ მისი სახელით მოქმედებდა ეკატერინე გალდავა) შეცვალა პოზიცია.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.