...

ირაკლი კობახიძე ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნების შესახებ გაეროს კონფერენციას ესწრება

ვერდიქტი
მანიპულაცია

 

გავრცელებული ინფორმაცია ირაკლი კობახიძის ყოფნის შესახებ გაეროს კონფერენციაზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებად ქვეყნებს ეძღვნება, ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მანიპულაციურად გამოიყენა. ისინი მინიშნებას აკეთებდნენ კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობის შეუსაბამობაზე, ვინაიდან საქართველო საზღვაო ქვეყანაა და ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნებს არ მიეკუთვნება. პოსტებზე დატოვებული კომენტარების მიხედვით ეს პოზიცია მათი მომხმარებელის უმეტოსობამ გაიზიარა.  

5 აგვისტოს მედიაკომპანიამრადიო თავისუფლებათავისი ფეისბუქგვერდით გაავრცელა ფოტოები სადაც საქართველოს პრემიერმინისტრი კონფერენციის სხვა დელეგატებს შორის დგას, წარწერით:ირაკლი კობახიძე ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნების კონფერენციას ესწრება“. იქვეა მოყვანილი ირაკლი კობახიძის ფრაზაც, სადაც კონფერენციაში საქართველოს მონაწილეობის მიზანი ჩანს: „ირაკლი კობახიძის სიტყვებით, ის გეგმავს, აქცენტი დასვასსაქართველოს სტრატეგიულ მდებარეობაზე, ქვეყნისროლზე, რომელიც ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას დაკავშირებადობის კუთხით მნიშვნელოვან შესაძლებლობებს სთავაზობს, თუმცა მედიამაუწყებლის ვებგვერდზე გადასვლისას, სადაც ინფორმაცია ვრცლად არის მოცემული, ვკითხულობთ: მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს აქვს შავ ზღვაზე გასასვლელი, ის კონფერენციაში მონაწილეობს“.

 

წყარო 

წყარო

სინამდვილეში საქართველო ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებად ქვეყნების  (LLDC) გაეროს მესამე კონფერენციაში გეოგრაფიული მდებარეობიდან გამომდინარე მონაწილეობს, რადგან ამ ქვეყნებისთვის სატრასპორტო დერეფნის ნაწილს წარმოადგენს. გაეროს კლასიფიკაციით მოცემულ ჯგუფში შედის აფრიკის, აზიის, ევროპის და სამხრეთ ამერიკის 32 განვითარებადი ქვეყანა, თითქმის 600 მილიონი მოსახლით. ამ ქვეყნებისთვის დამახასიათებელია გეოგრაფიული და სტრუქტურული შეზღუდვები, რადგან ზღვასთან პირდაპირი გასასვლელის არქონის გამო ისინი ძირითადი ბაზრებიდან შორს არიან. შედეგად, იმის მიუხედავად რომ ამ ქვეყნებში ცხოვრობს მსოფლიო მოსახლეობის 7 პროცენტი, მათი წილი საქონლის მსოფლიო ექსპორტის საერთო მოცულობაში მხოლოდ 1,1 პროცენტს შეადგენს.

გაერო აძლიერებს საერთაშორისო და მრავალმხრივ თანამშრომლობას ამ ქვეყნების მხარდასაჭერად. გაერთიანებული ერების ორგანიზაციის გენერალური ასამბლეის 2024 წლის 24 დეკემბრის რეზოლუციამ დაამტკიცა ათწლიანი სამოქმედო პროგრამა ზღვაზე გასასვლელის არ მქონე განვითარებადი ქვეყნებისთვის (2024-2034 წწ). პროგრამაში განსაზღვრულია ხუთი პრიორიტეტული სფერო: სტრუქტურული გარდაქმნები და კავშირგაბმულობა, სავაჭრო პროცედურების გამარტივება, რეგიონალური ინტეგრაცია და მდგრადობის განმტკიცება. პროგრამის მიხედვით „სტრუქტურული გარდაქმნების და მდგრადი ეკონომიკური ზრდის და განვითარებისთვის აუცილებელია სატრანზიტო გადაზიდვების ეფექტური სისტემები, მიზანმიმართული ერთობლივი ძალისხმევა მულტიმოდალური სატრანსპორტო ინფრასტრუქტურის განვითარების და ურთიერთდაკავშირებისთვის, ხელსაყრელი სამართლებრივი კლიმატის და ინსტიტუციონალური მექანიზმების შექმნა, ასევე ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებადი ქვეყნებისა და სატრანზიტო ქვეყნების ერთობლივი ღონისძიებების ეფექტური ხელმძღვანელობის უზრუნველყოფა“.    

 

წყარო

 

გაეროს მესამე კონფერენცია საზეიმოდ გაიხსნა თურქმენეთის ტურისტულ ზონაში „ავაზა“, კასპიის ზღვის სანაპიროზე. მონაწილეებს მიესალმა თურქმენეთის ნაციონალური ლიდერი გურბანგული ბერდიმუჰამედოვი. მონაწილეებს შორის იყვნენ გაეროს გენერალური მდივანი ანტონიუ გუტერეში, გაეროს გენერალური ასამბლეის 79-ე სესიის პრეზიდენტი ფილემონ იანგი, ქვეყნების ლიდერები, საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები. ასევე თურქეთის ტრანსპორტის და ინფრასტრუქტურის მინისტრი აბდუქადირ ურალოღლუ. კონფერენცია მოიცავს საპარლამენტო ფორმატის სხდომებს, სამოქალაქო საზოგადოების და ახალგაზრდულ ფორუმებს, ასევე მრგვალ მაგიდებს.

კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს პრემიერმინისტრმა ირაკლი კობახიძემ განაცხადა: „ევროპის, აზიისა და ახლო აღმოსავლეთის გზაჯვარედინზე მდებარე საქართველო, ისტორიულად წარმოადგენდა ბუნებრივ კარიბჭეს აღმოსავლეთსა და დასავლეთს შორის. დღეს ჩვენ ვემსახურებით ზღვაზე გასასვლელის არმქონე 8 ქვეყანას გლობალურ სავაჭრო მარშრუტებზე წვდომის მოსაპოვებლად, რაც დაკავშირებადობას, საიმედოობასა და ახალ შესაძლებლობებს სთავაზობს მათ. ჩვენი სტრატეგიული მდებარეობა ევროპისა და აზიის გზაჯვარედინზე იმ მნიშვნელოვან სატრანზიტო დერეფნად გვაქცევს, რომელიც კონტინენტებს აერთიანებს და ბაზრებს აკავშირებს.

ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ფაქტმონიტორი თვლის, რომ ზოგიერთმა მედიასაშუალებამ მიმართა მანიპულაციას და ზღვაზე გასასვლელის არმქონე განვითარებად ქვეყნებზე გაეროს კონფერენციაში ირაკლი კობახიძის მონაწილეობა შეუსაბამოდ წარმოაჩინა, იმ მიზეზით, რომ საქართველოს შავ ზღვაზე გასასვლელი აქვს. 

 

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე.

 

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.