...

ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით სამი მედია საშუალების მიერ უცხოენოვანი სტატია ქართულ ენაზე მანიპულაციურად გავრცელდა

ვერდიქტი
მანიპულაცია

ბიძინა ივანიშვილთან მიმართებით სამი მედია საშუალების მიერ უცხოენოვანი სტატია ქართულ ენაზე მანიპულაციურად გავრცელდა

ვერდიქტი: მანიპულაცია

მედიასაშუალებების: მთავარი არხის, ფორმულასა და ტვ პირველის მიერ ქართულ ენაზე გავრცელდა ამონარიდები ბრიტანული გამოცემა Byline Times-ის 31 მარტის სტატიიდან „მოსკოვის კავშირები ქართულ რეჟიმთან კენსინგტონის და ჩელსის გავლით გადიოდა“ (ბილ ნიელის ავტორობით), რომელიც ბიძინა ივანიშვილის მოსკოვთან კავშირზე ამახვილებს ყურადღებას. სამივე მედიასაშუალებამ ინფორმაცია არასრული სახით გაავრცელა და არ აღნიშნა რამდენიმე არსებითი საკითხი: სტატია დაწერილია შეკვეთით, შემკვეთია სამოქალაქო საზოგადოების ფონდი (ე.წ. „სოროსის ფონდი“) და ნაწილში, რომელიც საქართველოს ეხება, ეფუძნება სერგი კაპანაძის, თამარ კინწურაშვილის და ნატალია საბანაძის მოსაზრებებს. 

 

წყარო 1:

წყარო 2:

წყარო 3: 

 

„ფაქტმონიტორმა“ შეისწავლა საკითხი. პირველ რიგში იგი გაეცნო Byline Times-ის სტატიას (იხ. პირველადი წყარო). აღნიშნულის შემდეგ კი, „ფაქტმონიტორმა“ შეისწავლა სამი მედია საშუალების (მთავარი არხი, ფორმულა და ტვ პირველი) მიერ გავრცელებული ინფორმაცია. თითოეულ მათგანში მოყვანილი მსჯელობა მართებულია და შესაბამისობაშია სტატიის დედანში გავრცელებულ ინფორმაციასთან, მაგრამ მთავარი ასპექტია გამოტოვებული, რაც მკითხველისთვის მნიშვნელოვან როლს ითამაშებდა შეხედულების ჩამოყალიბების კუთხით.

 

სტატიაში მოცემულია სერგი კაპანაძის, თამარ კინწურაშვილის და ნატალია საბანაძის პოზიციები (ინტერვიუები), რომელთაც ავტორი მსჯელობისას ეყრდნობა.


“ივანიშვილმა გაანადგურა ყველა დემოკრატიული ინსტიტუტი საუკეთესო რუსული მეთოდის გამოყენებით, დააპატიმრა ოპოზიცია, დაიპყრო სასამართლოები და ხელისუფლების ყველა შტო, სამოქალაქო საზოგადოებაზე თავდასხმების პარალელურად“. –  სერგი კაპანაძე, „საქართველოს რეფორმების ასოციაციის“ თანადამფუძნებელი, საქართველოს მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი, საარჩევნო ბლოკიდან “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” (2016-2020წწ).  

„თუკი პოლიტიკური გადაწყვეტილება იქნება, რომ სანქციები უნდა იყოს მიმართული არა მხოლოდ ივანიშვილზე, არამედ ძირითად ხელშემწყობთა უფრო ფართო ჯგუფზე, მაშინ „იმედი“ აუცილებლად მოხვდება ამ კატეგორიაში“. – ნატალია საბანაძე, საქართველოს ყოფილი ელჩი ევროკავშირში, ამჟამად „გახარია საქართველოსთვის“ პარტიის წევრი.

„ტვ იმედის ინსტრუმენტალიზაცია სცდება მისი მფლობელის პირად პრეფერენციებს. ის არის სახელმწიფო პროპაგანდისტული აპარატის ძირითადი ინსტრუმენტი, რომელიც იყენებს ტროლების ფაბრიკებს, ადმინისტრაციულ რესურსებს და სხვადასხვა სატელევიზიო და ინტერნეტ პლატფორმებს ოპონენტების დისკრედიტაციისათვის და ცრუ ანტიდასავლური ნარატივების გასავრცელებლად“. – თამარ კინწურაშვილი, არასამთავრობო ორგანიზაცია „მედიის განვითარების ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი.

სტატიის ბოლოს ნათქვამია: „Research and reporting for this story was supported by a grant from the Civil Society Foundation, formerly the Open Society Georgia Foundation, via Tbilisi think tank Civil Idea“ (ამ ისტორიის კვლევა და რეპორტი მხარდაჭერილია სამოქალაქო საზოგადოების ფონდის გრანტით, ყოფილი ფონდი ღია საზოგადოება საქართველოსგან, თბილისის ანალიტიკური ცენტრის civil idea-ს მეშვეობით). ამდენად, მედია საშუალებების მიერ რომ ყოფილიყო გავრცელებული ეს ინფორმაცია, მკითხველისთვის ცნობილი გახდებოდა სტატიის ავტორის მიზანი და დამოკიდებულება (სრული სურათი).

გამოსარჩევი საკითხია, რომ გამომძიებელი ჟურნალისტი ბილ ნიელი სამხრეთ კავკასიის თემაზე მუშაობს და საქართველოში მიმდინარე მოვლენებზე ხშირად წერს სოროსის ფონდთან თანამშრომლობით (იხილეთ მაგალითი). ქართული საზოგადოებისთვის კი ეს საკითხი ასევე არ არის ცნობილი, რაც მთლიანობაში სტატიის გამავრცელებლებს მანიპულაციის მეტ საშუალებას აძლევს.

ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სტატიასთან დაკავშირებული ინფორმაციის მოკვლევის დროს გამოიკვეთა, რომ სტატია არის შეკვეთილი ოპოზიციურად განწყობილი ორგანიზაციის მიერ, რასაც თავად ავტორი ადასტურებს. სტატიის ცენტრალური ნაწილი კი საქართველოს ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლების ციტატებით არის გაჟღერებული.  ამდენად, „ფაქტმონიტორმა“ აღნიშნული შეკვეთილი სტატიის ამ სახით გავრცელება (სამი მედია საშუალების მიერ) შეაფასა, როგორც მანიპულაცია.

 

შენიშვნა: მინიჭებული ვერდიქტის გასაჩივრება ან შეცვლის მოთხოვნა შესაძლებელია განხორციელდეს დაინტერესებული პირის მიერ ფაქტმონიტორის ოფიციალურ საიტზე

 

 

 

 

 

 

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.