...

დეზინფორმაცია იულია ნავალნაიას შესახებ

ვერდიქტი
ყალბი ამბავი

დეზინფორმაცია იულია ნავალნაიას შესახებ 

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

ალექსეი ნავალნის ქვრივის, იულია ნავალნაიას წინააღმდეგ მიმდინარე დეზინფორმაციული კამპანიის ერთ-ერთი მთავარი თემა, რომელსაც კრემლი ამჟამად იყენებს, არის იულია ნავალნაიას ინტიმური კავშირები სხვადასხვა ადამიანებთან. თითქოს „ნავალნების ოჯახური წყვილი“ იყო ფიქცია, ისინი მხოლოდ თანამშრომლობდნენ და დიდი ხანია ერთად აღარ იყვნენ, რამაც მომხმარებელში უნდა გააჩინოს განცდა, რომ იულია ნავალნაიას არ აქვს ქმრის სახელის გამოყენების უფლება. ნავალნაიასთან ერთად გვერდით ხშირად  ახსენებენ ოპოზიციურად განწყობილ რუს ბიზნესმენს, ევგენი ჩიჩვარკინს, რომელიც 2008 წლიდან ბრიტანეთში ცხოვრობს. ჩიჩვარკინი მკვეთრად დაპირისპირებულია კრემლთან, ის ხშირად აფინანსებდა ალექსეი ნავალნის მოძრაობას.

მეუღლის გარდაცვალების შემდეგ პროკრემლისტურმა მედიაანგარიშებმა იულია ნავალნაიას ყალბი ფოტოების გავრცელება დაიწყეს.

ფაქტმონიტორი ორ, ყველაზე რეზონანსულ ფოტოს წარმოგიდგენთ. პირველ ფოტოზე იულია ნავალნაია ევგენი ჩიჩვარკინითან ერთად ჩანს, წარწერების მიხედვით ფოტო ნავალნის სიკვდილის შემდეგ არის გადაღებული.

 

სინამდვილეში ფოტო გადაღებულია 2021 წელს ლატვიის ქალაქ იურმალაში. ამ ფოტოს შესახებ კომენტარი ჯერ კიდევ 2021 წლის 23 აგვისტოს გააკეთა თავად ევგენი ჩიჩვარკინმა, რადიოსადგურის „ეხო მოსკვი“ ეთერში. მისი კომენტარი იძებნება რადიოსადგურის ვებ-გვერდზე. ევგენი ჩიჩვარკინმა დაადასტურა, რომ ფოტო გადაღებულია იურმალას სანაპიროზე სეირნობისას, სადაც ისინი მარტო არ ყოფილან და იულია ნავალნაიას შესახებ გავრცელებული ჭორების მიზეზებზეც ისაუბრა. ჟურნალისტმა ჩიჩვარკინს კითხვა მას შემდეგ დაუსვა, რაც ბიზნესმენმა ფოტო გამოაქვეყნა სოციალურ ქსელში facebook, საკუთარ გვერდზე, სათაურით:  სურათი მომავალი გაბრწყინებული რუსეთის პირველ ლედისთან.

https://factcheck.afp.com/doc.afp.com.34JU9DZ

https://echofm.online/programs/chronic-today/hronicheskoe-segodnya-15

მეორე ფოტოზე, ნავალნაია ჩიჩვარკინს ეხვევა. ფოტომ სოციალურ მედიაში დიდი გამოხმაურება გამოიწვია, ის სხვადასხვა ანგარიშებმა ინგლისურ, გერმანულ, პორტუგალიურ, იაპონურ, რუსულ და ტაილანდურ ენებზე გააზიარეს.

 

 

 

ფაქტმონიტორმა ფოტო გადაამოწმა ევროპული ფაქტ ჩეკ (AFP) ოფიციალურ ვებ-გვერდზე.  ფაქტ ჩეკ (AFP) დადგენილი აქვს ფოტომანიპულაციის ფაქტი. ნამდვილი ფოტო გადაღებულია 2013 წლის 19 ივლისს, როდესაც ალექსეი ნავალნი აპელაციის მოლოდინში ციხიდან გაათავისუფლეს. შესაბამისად ორივე ფოტო ყალბია და ე.წ. deep fakes წარმოადგენს.

 

https://factcheck.afp.com/doc.afp.com.34JU9DZ

 

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.