...

„მარშალ პრეს“: პოლიტიკოსები ცხოველებს ეფერებიან

ვერდიქტი
მანიპულაცია

ვერდიქტი: მანიპულაცია

 

მედია სააგენტო „მარშალ პრეს,“ სოციალურ ქსელში facebook, ზედიზედ აქვეყნებს პოლიტიკური გაერთიანება „ლელო“ -ს წევრების ფოტოებს, სადაც ისინი ცხოველებს ეფერებიან.  

 

წყარო

 

ფაქტმონიტორის შეფასებით, ქლიქბეითური სათაურები საზოგადოებრივი აზრით მანიპულაციისთვის არის განკუთვნილი. ისინი გამოყენებულია პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ საქმიანობის შესახებ მედიასივრცეში გავრცელებული ინფორმაციისთვის აზრობრივი აქცენტების შესაცვლელად. ზემოაღნიშნული მედია სააგენტო ყურადღების მისაპყრობად მოცემულ ტექნიკას ხშირად მიმართავს.    

ქლიქბეითის იდეა არის ინფორმაციის წარმოდგენა სატყუარას სახით, რომ მომხმარებლებს სათაურზე დაწკაპუნება აიძულოს. ყურადღების გამახვილება ხდება იმაზე, რამაც შეიძლება მომხმარებელი განსაკუთრებით დააინტერესოს, თუნდაც ეს შეტყობინებაში არ იყოს მთავარი, ან საერთოდ არ უკავშირდებოდეს მას.

თებერვლის ბოლო რიცხვებში მედიასივრცეში გავრცელდა ინფორმაციები პოლიტიკური გაერთიანება „ლელოს“ აქტივობების შესახებ, რომ ისინი მართავენ შეხვედრებს რეგიონებში ევროსაბჭოს მიერ გაცემული 9 რეკომენდაციის შესრულებასთან დაკავშირებით და ასევე ხვდებიან ცხოველების უფლებადამცველებს და აქტივისტებს, „შინაურ და ბინადარ  ცხოველთა შესახებ“ კანონპროექტის განსახილველად. „მარშალ პრესის’’ მიერ გამოქვეყნებული აღნიშნული მასალა ემსახურება მომხმარებლის გართობას, რაც ინფორმაციის, როგორც მოვლენების შესახებ თხრობის გაუფასურებას იწვევს.

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.