...

ნინო ლომჯარიას განცხადებით ოპოზიციურად განწყობილი ხმები ითარგმნება ხელისუფლების მხარდამჭერად

ვერდიქტი
მეტწილად სიმართლე

ნინო ლომჯარიამ მთავარი არხის გადაცემა დღის სტუმარში ჩართვისას განაცხადა, რომ: თუ სწორი კონფიგურაციით ოპოზიცია არ გავიდა არჩევნებზე, საარჩევნო სისტემა გვაქვს ისეთი, რომ ოპოზიციურად განწყობილი ხმები ითარგმნება ხელისუფლების მხარდამჭერად…

 

ვერდიქტი: მეტწილად სიმართლე

 

წყარო

5:30 – დან

ფატქმონიტორმა აღნიშნული ინფორმაცია გადაამოწმა ნორმატიულ ბაზაში, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციასა და საარჩევნო კოდექსის მოქმედ რედაქციებში.

 

საქართველოს კონსტიტუციის მოქმედი რედაქციის მიხედვით, პარლამენტის წევრთა მანდატები განაწილდება იმ პოლიტიკურ პარტიებზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები (37-ე მუხლის მე-6 პუნქტი)

წყარო

 

საქართველოს ორგანული კანონის „საქართველოს საარჩევნო კოდექსის“ მოქმედი რედაქციის მიხედვით,  პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობის დასადგენად მის მიერ მიღებული ხმების რაოდენობა მრავლდება 150-ზე და იყოფა ყველა იმ პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული ხმების ჯამზე, რომლებმაც არჩევნებში მონაწილე ამომრჩეველთა ნამდვილი ხმების 5 პროცენტი მაინც მიიღეს. მიღებული რიცხვის მთელი ნაწილი არის პოლიტიკური პარტიის მიერ მიღებული მანდატების რაოდენობა. თუ პოლიტიკური პარტიების მიერ მიღებული მანდატების რაოდენობათა ჯამი 150-ზე ნაკლებია, გაუნაწილებელ მანდატებს თანმიმდევრობით მიიღებენ უკეთესი შედეგის მქონე პოლიტიკური პარტიები (125-ე მუხლის მე-5 პუნქტი).

 

წყარო

 

შესაბამისად, ნინო ლომჯარიას განცხადება წარმოადგენს მეტწილად სიმართლეს, ვინაიდან ბარიერგადაულახავი პარტიების ხმები (მანდატები) არჩევნებში მიღებული ხმების გათვალისწინებით რიგითობის პრინციპით განაწილდება იმ პოლიტიკურ სუბიექტებზე ვინც გადალახა საარჩევნო 5%-ანი ბარიერი.

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.