ენმ-ს თავმჯდომარის თინათინ ბოკუჩავას განცხადებით საქართველოში დღესდღეობით ხუთასი ათასი ადამიანი ფაქტობრივად არის უმუშევარი.
ვერდიქტი: მცდარი
(1:20 დან საუბრობს საქართველოში უმუშევართა ოდენობაზე)
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სააგენტოს ოფიციალური მონაცემების მიხედვით, საქართველოში უმუშევართა რაოდენობა 2024 წლის II კვარტალში (აგვისტოს თვის ჩათვლით) შეადგენს 219.7 ათას ადამიანს, რაც პროცენტულად წარმოადგენს 13.7%-ს. ცნობისთვის აღნიშნული მონაცემები წინა წლების მიხედვით, ასე გამოიყურება:
2021 წელი – საქართველოში უმუშევართა ოდენობა 316.2 ათასი, 20.6%;
2022 წელი – საქართველოში უმუშევართა ოდენობა 267.9 ათასი, 17.3%;
2023 წელი – საქართველოში უმუშევართა ოდენობა 261.7 ათასი, 16.4%;
2024 წლის I კვარტალი – საქართველოში უმუშევართა ოდენობა 228.6 ათასი, 14%;
2024 წლის II კვარტალი – საქართველოში უმუშევართა ოდენობა 219.7 ათასი, 13.7%.
საქსტატის ოფიციალური სტატისტიკის მიხედვით, საქართველოში უმუშევრობის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი 27.2% დაფიქსირებულია 2010 წელს, ხოლო ყველაზე დაბალი მაჩვენებელი 13.7% დაფიქსირდა 2024 წლის II კვარტალში.

როგორც საქსტატის ოფიციალური მონაცემებით დასტურდება, უმუშევართა რიცხოვნობა საქართველოში 2021 წლიდან მოყოლებული დინამიურად იკლებს და დღეის მდგომარეობით 13.7%-ს შეადგენს. უმუშევრობის დონის კლების დინამიური პერსპექტივის გათვალისწინებით, შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ აღნიშნული მაჩვენებელი კიდევ უფრო შემცირდება, თუმცა, ცხადია, უმუშევრობის დაძლევის პრობლემა საქართველოს ერთ-ერთ ძირითად გამოწვევად რჩება.
საქართველოში უმუშევრობის დონის დინამიურ ცვლილებებთან დაკავშირებით, ასევე, შეგიძლიათ იხილოთ ინტეპრესნიუსის სტატია.
