...

სოციალურ ქსელ ფეისბუქში ვრცელდება დეზინფორმაცის შემცველი პოსტები, რომლის მიხედვით, პენსია საქართველოში უფრო მცირეა, ვიდრე თუნდაც სომხეთში

ვერდიქტი
ყალბი ამბავი

ვერდიქტი: ყალბი ამბავი

წინასაარჩევნოდ გააქტიურებული პენსიების თემატიკა განიხილება სოციალურ ქსელებშიც, სადაც მომხმარებლები ზოგჯერ გადაუმოწმებელ მონაცემებსაც აქვეყნებენ. მაგ., რამდენიმე დღეა აქტიურად ზიარდება სია, სადაც მოყვანილია აშშ დოლარში გამოსახული პენსიების ჩამონათვალი ამორჩევით აღებული ქვეყნების ნიხედვით. სხვა უზუსტობებთან ერთად სიის ბოლოში არის საქართველო, 70 დოლარიანი პენსიით, რომელიც “ჩამორჩება” სომხეთს, სადაც პენსიის ოდენობად მიწერილია 90 დოლარი.  

წყარო

 

აღნიშნული პოსტი გამოქვეყნებულია 2024 წლის 02 სექტემბერს. ამავე დღეს საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ლარის ოფიციალური გაცვლითი კურსი აშშ დოლართან მიმართებაში, ასე გამოიყურება: 

1აშშ დოლარი = 2.6911 ლარი

წყარო

ციფრებში შეცდომები შეამჩნიეს ფეისბუქმომხმარებლებმაც, უმეტესობამ სომხეთთან შედარებაზეც გაამახვილა ყურადღება. პირველ რიგში აღსანიშნავია, რომ სახელმწიფო პენსიის მოცულობა საქართველოში არასწორად არის მოცემული. „საქართველოს 2024 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ” საქართველოს კანონის მიხედვით, 2024 წლისთვის სახელმწიფო პენსია შეადგენს 315 ლარს (70 წლამდე) და 415 ლარს (70 წლის ზემოთ), დანამატით მთიანი რეგიონის მაცხოვრებლებისთვის. შესაბამისად, ზემოაღნიშნული დეზინფორმაციის შემცველი პოსტის გამოქვეყნების დროს, კერძოდ, 2024 წლის 02 სექტემბრისთვის პენსიის ექვივალენტი აშშ დოლარში იყო 117$ და 154$. 

ცნობისთვის, 2024 წლისთვის მოსახლეობის საპენსიო უზრუნველყოფის საბიუჯეტო დაფინანსება შეადგენს: 3,930,000.00 ლარს. აღნიშნული მაჩვენებელი 2023 წლისთვის იყო: 3,454,200.00 ლარი, ხოლო 2022 წლისთვის: 2,824,117.4 ლარი. შესაბამისად, ფიქსირდება საპენსიო ოდენობის ყოვეწლიური, დინამიური ზრდა.

 

წყარო

 

რაც შეეხება სომხეთს, სომხეთის რესპუბლიკის სტატისტიკის დეპარტამენტის მონაცემებით საშუალო პენსია არის 49 605 დრამი, რაც დღეის მონაცემებით 128 აშშ. დოლარს შეადგენს.  

წყარო

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.