...

თინა ხიდაშელი: 2014 წლის შემდეგ აშშ-მ მოგვიხსნა შეზღუდვა იარაღის შესყიდვაზე

ვერდიქტი
ვერდიქტის გარეშე

ვერდიქტი: ვერდიქტის გარეშე

არასამთავრობო ორგანიზაციის სამოქალაქო იდეისთავჯდომარემ, ყოფილმა თავდაცვის მინისტრმა თინახიდაშელმა, ტელეკომპანია “ფორმულასთან” კომენტერი გააკეთა მრავალეროვნული სამედრო სწავლების, “ღირსეული პარტნიორის” განუსაზღვრელი დროით შეჩერების თაობაზე. მან მიანიშნა, რომ პირველი „ღირსეული პარტნიორი“ რომელიც მისი მინისტრობის დროს ჩატარდა (2015წ 11-25 მაისს), აშშ-სთან სამხედრო პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადასვლის გამოხატულება იყო. წვრთნებს წინ უძღოდა იარაღის შესყიდვაზე შეზღუდვის მოხსნაც: “უკვე 2014 წლის შემდეგ, მათ შორის მოგვიხსნეს ის შეზღუდვაც, რომელიც იარაღის შესყიდვასთან დაკავშირებით გვქონდა და ამის შემდეგ გაგვიჩნდა შესაძლებლობა, რომ ამერიკული შეიარაღებაც შემოსულიყო ქართულ ჯარში” – თქვა თინა ხიდაშელმა.

წყარო

ფართო კონტექსტით თუ შევხედავთ, თინა ხიდაშელის გზავნილში ასახულია საგარეო პოლიტიკის განვითარების მნიშვნელოვანი ეტაპი, რომელიც საქართველომ “ქართული ოცნების” მმართველობის პირველ წლებში გაიარა. საუბარია ე.წ. დათბობის პერიოდის დასაწყისზე, როდესაც იცვლება საქართველოს მიმართ ბარაკ ობამას ადმინისტრაციის ცივი დამოკიდებულება. ამ ეტაპის შესახებ საინტერესო კვლევა აქვს გამოქვეყნებული ოქსფორდის უნივერსიტეტის პროფესორს, ს. ნილ მაკფარლეინს. ის ამბობს, რომ მაშინ საქართველოს მთავრობას საგარეო პოლიტიკის კუთხით ორი მთავარი პრიორიტეტი ჰქონდა: ურთიერთობის გაუმჯობესება რუსეთთან და ნატოს  მეშვეობით ევროკავშირსა და ტრანსატლანტიკურ საზოგადოებაში ინტეგრაციის დაჩქარება. ორივე შემთხვევაში საქართველომ მიაღწია გარკვეულ პროგრესს. ნატო დათანხმდა საქართველოსთან ურთიერთობის გამყარებას “მიუხედავად იმისა, რომ 2014 წლის სამიტზე საქართველომ ნატოს წევრობის სამოქმედო გეგმა (მაპი) ვერ მიიღო“. 

წყარო

თინა ხიდაშელის კომენტარს გამოეხმაურა ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი. მან სოციალურ ქსელში facebook გამოაქვეყნა თავისი მოსაზრება, რომლის მიხედვით პრეზიდენტ ობამას ადმინისტრაციის დამოკიდებულება შეცვლილი იყო უკვე 2012 წელს. მან განაცხადა, რომ 2012 წლის იანვარში ბარაკ ობამასთან ხელშეკრულება დაიდო დიდი რაოდენობით იარაღის შესყიდვაზე, ვერტმფრენების და ანტისაჰაერო სისტემების ჩათვლით. სააკაშვილის თქმით ეს ხელშეკრულება ნაწილობრივ შესრულდა კიდეც და აგვისტოში საქართველომ იარაღის ნაწილი მიიღო.

 

წყარო

 

აქვე ავღნიშნავთ, რომ ოფიციალური აკრძალვა საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდებაზე ობამას ადმინისტრაციას არ დაუწესებია. უბრალოდ, საქართველოს შეიარაღებას არ გადასცემდნენ, რაც ბუშის მმართველობის დროს რუსეთთან გაუარესებული პოლიტიკის “გადატვირთვით” იყო განპირობებული. ამის დასტურად გამოდგება ჯონ ბეირლეს, რუსეთში შეერთებული შტატების ელჩის სიტყვებიც: გადატვირთვისგამო ჩვენ საქართველოსთვის შეიარაღების მიწოდება არ შეგვიძლია”. ეს ფრაზა “ფორინ პოლისისვებგვერდზე გამოქვეყნებული სტატიის სათაურადაც იყო გამოტანილი. ამ სტატიის თარგმანი  2010 წლის 15 დეკემბერს გამოაქვეყნაამერიკის ხმამ“.

წყარო

პერიოდულად რუსული საინფორმაციო სააგენტოები ავრცელებდნენ ცნობებს ამერიკის მხრიდან საქართველოსთვის იარაღის მიწოდების განახლებაზე. 2011 წლის 14 იანვარს პენტაგონს მოუხდა კატეგორიული უარყოფა საინფორმაციო სააგენტო იტარ-ტასის მიერ გავრცელებული ბრალდების, თითქოს პრეზიდენტი ობამა მზაობას გამოთქვამდა მესამე ქვეყნების გავლით მიეყიდა საქართველოსთვის იარაღი.

წყარო

ბარაკ ობამას პრეზიდენტობის პირველ წლებში საქართველოს მიმართ შეერთებული შტატების დამოკიდებულების მიზეზები უშუალოდ საქართველოს საგარეო და საშინაო პოლიტიკის პრობლემებში უნდა ვეძებოთ. იგივე ნილ მაკფარლეინის მიხედვით: “ერთერთი ფაქტორი იყო განწყობა, რომ საქართველო წინდაუხედავად მოიქცა, რამაც 2008 წლის ომი გამოიწვია. ამ ომმა აშშ და მისი მოკავშირეები ნატოდან უხერხულ მდგომარეობაში ჩააგდო, ხოლო კონფლიქტის შედეგმა სამხრეთ კავკასიის მიმართ აშშ ნდობა საგრძნობლად შეამცირა. გარდა ამისა, დემოკრატებით დაკომპლექტებულმა ახალმა ადმინისტრაციამ საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტები ევროპასა და ყოფილ საბჭოთა კავშირის ქვეყნებიდან, ზოგადად აზიის, კერძოდ კი, ჩინეთის  „დაბალანსებაზეგადაიტანა. ევრაზიის კონტექსტში, ობამას ადმინისტრაცია ამერიკისა და რუსეთის ბუშის მმართველობის დროს გაუარესებული ურთიერთობებისგადატვირთვასესწრაფოდა”

წყარო

მნიშვნელოვანი ნაბიჯი გადაიდგა ობამა-სააკაშვილის შეხვედრით, რომელიც აჩვენებდა, რომ რუსეთთან გადატვირთვის პოლიტიკის დაწყებით ვაშინგტონს საქართველო არ მიუტოვებია. შეხვედრა შედგა 2012 წლის 30 იანვარს თეთრ სახლში. ვიზიტი შეაჯამა “რადიო თავისუფლებამ”, მათ მოიყვანეს ჟურნალისტებთან შეხვედრაზე მიხეილ სააკაშვილის ნათქვამი, რომ ბედნიერიტოვებს ოვალურ კაბინეტს. „რაც გვსურდა, ის მივიღეთო“. ასევე აღნიშნეს, რომ თავდაცვითი იარაღის მიწოდების საკითხი გაურკვეველი დარჩა. “გასული წლის მიწურულს აშშის კონგრესმა მიიღო თავდაცვითი სფეროს ხარჯების აქტი, რომლის ერთერთი მუხლი ეხებოდა საქართველოსთან სამხედრო თანამშრობლობისნორმალიზაციას“, მათ შორის თავდაცვითი შეიარაღების მიყიდვის გზით. თუმცა ობამამ, აქტზე ხელმოწერისას, საქართველოს შესახებ მუხლი იმ პუნქტებს შორის მოაქცია, რომელთა შესრულება შესაძლოა არ იყოს სავალდებულო“.  

წყარო

რაც შეეხება 2012 წლის აგვისტოში აშშ-დან იარაღის მიღებას. ინფორმაცია არ იძებნება, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ შესაძლებელია შესყიდვა განხორციელდა საიდუმლო წესით. საქართველოს თავდაცვის სამინისტროს ვებგვერდზე დევს მათი საზოგადოებრივ საქმეთა დეპარტამენტის 2015 წლის 2 მაისის განცხადება, სადაც ნათქვამია, რომ: “2012 წელს შესყიდვების 74 პროცენტი საიდუმლო წესით ხორციელდებოდა”.

წყარო

მიხეილ სააკაშვილის მოსაზრებას ეხმიანება რუსეთში აშშის ყოფილი ელჩის, სტენფორდის უნივერსიტეტის პოლიტოლოგიის პროფესორის, მაიკლ მაკფოლის მოსაზრება, რომელიც იყო ბარაკ ობამას მრჩეველი და “გადატვირთვის” პოლიტიკის არქიტექტორად ითვლება.  ის ამბობს, რომგადატვირთვა“ დასრულდა ხელისუფლების სათავეში პუტინი დაბრუნებამ.სხვათა შორის, მაშინ დასრულდაგადატვირთვა“. „გადატვირთვა“ 2012 წელს დასრულდა და არა 2014-ში“. 

წყარო

Default Progress Bar
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.