...

ფეისბუქში ვრცელდება ყალბი ვიდეოები, რომლებიც თითქოს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებს ასახავს

ვერდიქტი
მანიპულაცია

 

ფეისბუქში ვრცელდება ყალბი ვიდეოები, რომლებიც თითქოს „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებს ასახავს

ვერდიქტი მანიპულაცია

 

8 სექტემბრიდან ფეისბუქში ვრცელდება 2 ყალბი ვიდეო, რომლებიც თითქოს მანქანით მოძრაობის დროს გადაუღეს პოლიტიკური პარტია „ქართული ოცნების“ წინასაარჩევნო ბანერებს.

პირველ ვიდეოში წინასაარჩევნო სლოგანი: „მხოლოდ მშვიდობით, ღირსებითა და კეთილდღეობით  ევროპისკენ“ჩანაცვლებულია სიტყვებით „მხოლოდ კორუფციით, ტენდერებით, ნეპოტიზმით ევროპისკენ“.

 

მე-2 ვიდეოში ბანერი რუსულ ენაზეა წარმოდგენილი, სლოგანი კი მოგვიწოდებს მშვიდობით, ღირსებით, კეთილდღეობით რუსეთისკენ“ წავიდეთ. ისმის მამაკაცის ხმაც, რომელიც რუსულად წარმოთქვამს „ყოჩაღ ქართველებო, ასე განაგრძეთ“.  

 

ფეისბუქ მომხმარებლებმა ვიდეოები აქტიურად განიხილეს და გააზიარეს. ნაწილმა ვერ შეძლო ამოეცნო დეზინფორმაცია, რომელიც ერთი შეხედვით არააგრესიულად და გონებამახვილურად არის მოტანილი, სინამდვილეში კი ახდენს საზოგადოების ცნობიერებაში არსებული სტერეოტიპების ექსპლუატაციას და არსებული დაპირისპირების გაზრდას.

   

 

Progress Bar for Value1
გაზიარება
Seraphinite AcceleratorBannerText_Seraphinite Accelerator
Turns on site high speed to be attractive for people and search engines.